ქორწილი და ა.შ …

თანდათან ვრწმუნდები რომ შთაგონების ძალა აქტიურად წარმართავს ჩემს ცხოვრებას და ამ რამდენიმე დღის წინ კიდე ერთი ფაქტი მოხდა, ძალიან სასიამოვნო და გასახარელი..

2 დღის წინ ვწუწუნებდი , ქორწილი მინდა-მეთქი.. (რა თქმა უნდა, არა საკუთარი ) (ჯერჯერობით))ჰოდა, იმდენი სტატუსი დავწერე, ყველამ იცოდა ჩემი ამოჩემების შესახებ. მეკი უკვე დავიწყებული მქონდა ეს სურვილი , მესიჯი მივიღე, მოსალოდნელი ქორწლის თაობაზე … კინაღამ სიცილი წამსკდა, ნეტა ასე სხვა რაღაცები მისრულდებოდეს-მეთქი ვიფიქრე🙂

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ასე აღმოვჩნდი გამოპარული წყვილის მინი ქორწილში, რომელიც დაიწყო და აქამდე გრძელდება გვერდით ოთახში, მეკი აქ ვპოსტავ!

ვიჯექი გუშინ სუფრაზე და ისე მიხაროდაა, ყველა ჩემი შეხედულება ქორწილების იდიოტურობის შესახებ თუ არ გამიქარწყლდა, კარგა ხნით მიძნებული იქნა მაინც და მეც, სადღეგრძელოებად დავიღვარე, ეს წყნარი ბავშვი🙂 არადა ცხოვრებაში ჭიქა არ ამიწევია , სადღეგრძელოთურთ, მაგრამ სიყვარულმა მე კიარაო ,,,, აღარ გავაგრძელებ და ასე ვიქეცი მჭევრმეტყველ ორატორად , საიდანაც შემდეგ მთვრალ არადა დალეულ არსებად გარდავიქმენ და მივიძინე კიდეც მალევე. ფოტომასალა არ მომეპოვება, სწორედ მაშინ გავათხოვე ციფრული,  დღეს კიდევ დამეზარა ახლადდაქორწინებულებთან მეპოზიორა და დავტოვე ჩემი ბლოგი ამ ღირსშესანიშნავი დღის ფოტოების გარეშე..

აღმოჩნდა, რომ პახმელია არ მაქვს, რაც , როგორც ერთნი ამბობენ, ჯანმრთელი გულ-ღვიძლის დამსახურებააო, მაგრამ საწინააღმდეგო აზრი ამტკიცებს, ასე ჩამოყალიბებულ ლოთებს ემართებათო.. რა მჭირდა მე, თავად განსაჯეთ, თავისუფლებას განიჭებთ.

დღის შუალედში , როცა ყველას ზემოთხსენებული პახმელია სტანჯავდა, მე აქეთ-იქეთ დავრბოდი, კერძოდ, გამოვიყვანე ჩემი პატარა ნინი და სხვა დანარჩენებს გამოვეთიშეთ.

ჩემი და ნინის ფეხები... მგზავრობისას :)

ჩემი და ნინის ფეხები... მგზავრობისას🙂

როგორც იქნა ნინიმ ტროა იხილა :)

როგორც იქნა ნინიმ ტროა იხილა🙂

ჩვეული სიტუაცია, ჩემი და ტროას ურთიერთობიდან :დ

ჩვეული სიტუაცია, ჩემი და ტროას ურთიერთობიდან :დ

პოზიორობაც რომ მოგვწყინდა, გამახსენდა რომ დღეს უნდა წავსულიყავი რაღაც სამკაულის საყიდლად, რომელიც იმ პოეზიის საღამოზე ვნახე, რომელზეც ერთ-ერთ წინა პოსტში ვსაუბრობდი.. მაშინ რაც ვნახე, უკვე გაყიდული იყო და ახალი დაამზადეს ჩემთვის🙂

რომ ვნახე, კიდევ უფრო მომეწონა და იხილეთ ესეც :

დამეზარა გაკეთება , არადა უფრო ლამაზად იქნებოდა :\

დამეზარა გაკეთება , არადა უფრო ლამაზად იქნებოდა :"

ჰო, კინაღამ გამომრჩა, რომ გუშინ რიგით მგონი მესამე პოეზიის საღამოზე ვიყავი და შეიძლება ცუდად დავასკვენი, მაგრამ დავასკვენი რომ ქალს\ქალებს არაფერი ესაქმებათ პოეზიაში… ან მე დავყრუვდი და დავკარგე შეგრძნებები? რავიცი რავიცი, გამოკითხვა უნდა ჩავატარო ხოლმე ყოველი ასეთი საღამოს მერე, თორემ ლამის ვირწმუნო, რომ უემოციო იდიოტი ვარ :d(თუმცა ჯგუფელებთან ერთად ვიყავი და კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაჯერებით გეტყვით, რომ ნწუ,,, არ ვარგოდა დიდად საღამო. შემსრულებლებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ჩემი გემოვნების მგრძნობელობის კოეფიციენტი სიდაბლემ შემაწუხა და…

ერთი სიტყვით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გუშინ ჩართული ვიდეოთვალის თანდასწრებით მეძინა, სხვა მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა  იქეთ კიდევ, უჩემოდ სვამენ და მე , აწ უკვე როგორც გამოცდილ მოქეიფეს, გული არ მითმენს რომ არ შევუერთდე და რამდენიმე კილოგრამით(როგორც მოსალოდნელია) არ დავმძიმდე …

მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ იცით, დაე დღეიდან გშურდეთ, მე არ ვსუქდებიიი! აი ასე, რამდენიც არ უნდა ვჭამო🙂 და ვინაიდან და რადგანაც, ეს ასეა, უშფოთველად გავეშურები დღეისთვის სამასოთხმოცდამეთხუთმეტედ საჭმელად.

5 thoughts on “ქორწილი და ა.შ …

  1. Mari says:

    ყოჩაღ შენ. მასე აგისრულდეს ნეტავ ყველაფერი კარგი🙂
    ჭამას რაც შეეხება, კარგია რომ არ სუქდები, მაგრამ ბოროტად ნუ ისარგებლებ მაგით, თორემ კუჭი არ გაპატიებს.
    და იმ პოეზიის საღამოებზე რა გაჩერებს ვერ გამიგია. მე ან დამეძინებოდა, ან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქცეოდი 15 წუთში :))

    • anna says:

      am bolo dros saertod, sakutari tavi rogor mpatiobs codvebs ar vici, yvelafers vashaveb , swavlis mxriv, chamas rom tavi davanebot da meshinia bedma ar mimtyunos😀

  2. salolas says:

    ვაიმე რა კარიგ პოსტი იყო, აი როგორ იცი? ბოლომდე რომ რიხინ-რიხინით ჩაიკითხა😀 ისე ამ კვირაში მე 2 მინი კი არა გრანდიოზულ ქორწილში მიწევს გაჩითვა და მგონი არადა მართლა დავმძიმდები რამდენიმე კილოგრამით😀 თან საუბედუროდ შენგან განსხვავებით მე ვსუქდებიიი😀😀😀

    • anna says:

      gmadlob🙂 gasuqebas rac sheexeba, shtaigone rom ar gasuqdebi, iqneb dagexmaros cota mainc, guneba mainc ar gagifuchdeba😀

      • salolas says:

        არა მთლად ამსე საგანგაშოდაც არ ვსუწდები😀 პროსტა მეორე ქორწილში მეჯვარე ვარ და უნაკლოდ უნდა გამოვიყურებე😀😀😀

Comments are closed.