mad bloggers & ქუთაისელი მგზავრები

პოსტის სახელწოდებაში 2 სრულიად სხვადასხვა მოვლენა შედის და ვინაიდან და რადგანაც, გუშინ რაღაც რაღაცები სათანადოდ ვერ განვიხილე, დღეს კიდევ დაემატა საამბობი, ერთ პოსტში გავაერთიანებ ყველაფერს.

გუშინწინ მესტუმრნენ ბლოგერები, ვითომ ბლოგის დიზაინის შესაცვლელად . დიზაინი იგივე დარჩა, ჩვენ კი შესანიშნავად გავერთეთ და ვიღას ახსოვდა ჩემი საწყალი ბლ”იოგი 🙂

ამაზე უკვე დაიწერა საკმაოდ ვრცელი პოსტები და ვისაც სრული ინფორმაცია გაინტერესებთ, იხილეთ ადოსთან და ნათიასთან . რადგან სათქმელი აღარ დამიტოვეს აქ რამდენიმე ფოტოს დავდებ განწყობის გადმოსაცემად 🙂

მოკლედ, აქ შევწყვიტავ თხრობას, თუ ფოტოების დადებას და დღევანდელზე გადავალ :

დღეს , საღამოს 6ზე აღმოვჩნდი ეგრეთ წოდებული “ოჩოს ქოხის კონცერტზე, თსუ -ში, არადა დანიშნულების ადგილი იყო პოეზიის საღამო 🙂 როგორ მოგწონთ? ჯანდაბას, დავრჩი ცოტა ხნით და მერე დავაფასე ჯგუფი მგზავრებიც, რომელსაც შექმნის დღიდან ვერაფერი გავუგე და სხვა დანარჩენი , ჩემ მიერ უგულებელყოფილი მუსიკალური მოვლენაც…

ეს იყო საღამო კრახი, ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მუსიკალური ღირებულება გააჩნდა ამ ადამიანების ღნავილს , მაგრამ როცა დავასკვენი რომ ვერაფერს მივხვდებოდი, წამოვედი იმ ფიქრებით რომ უძაღლო ქვეყანაში მართლაც რომ კატებს აყეფებენ და როცა ასეთი საამაყო ჯგუფები მრავლად მოგვეპოვება, მათ ფონზე ოდნავ ნიჭიერი თუ გამოერია, აიყვანენ ცაში, აბა რას იზამენ …

ესეც ე.წ კონცერტამდე რამდენიმე წუთით ადრე, დამსწრე საზოგადოების შემადგენლობით შეშფოთებული და ლოდინით თავმობეზრებული მე.

სამაგიეროდ, დღეს მივხვდი რომ კლასიკური მუსიკა მიყვარს 🙂 ღირს ტანჯვა წამებად ეს აღმოჩენა:)

6 thoughts on “mad bloggers & ქუთაისელი მგზავრები

  1. Mari says:

    აჰა, გამომაჭენა. ადამიანი ვერ დამიჭრია ისე, რომ ფოტოები არ გადამიღონ და ბლოგზე არ ატვირთონ.. ასე იცის პოპულარობამ.. :)))

  2. Ani says:

    რა ქოხი გოგო ჩვენ პანაშვიდზე ვიყავით :))))))))))))

    • siyvarulovna says:

      ლოლ :დ პანაშვიდზეეეე :დ

      მარა ერთი მომენტი მომეწონა ❤ რამდენიმე წუთში რომ მხოლოდ წამები მოგეწონება და ბიჭი რომელიც ვიოლინოზე უკრავს ტეხავს :დ

  3. dato darbaidze says:

    me mgzavrebi magrad mevaseba da ravici memgoni aranairad ar gnavian :))))

    meorec kide panashvidze lol rato ? tu chven ukve gaevropeldit da msgavsi tradiciebi gvkidia ?? iqneb male adamianis dawvazec gadavidet….

    nu mesamec maspindzeli dgas da uyurebs tu stumrebi rogor umaspindzldebian taviant tavs :))) yochag gazdilo !!!:)))))

    greenmaris rac shexeba kide memgoni ar acharbeb da martla populaluri xar mag blog speroshi :))) imedia mags garetac :*:*:)))))

Comments are closed.