ვიზიტი თეუსუდან თსუში, ილიაუნიში და თსსუში

ძალიან დავეჩვიე აქეთ-იქეთ სიარულს და შეიძლება დღე ისე გავიდეს, სახლი რომ გამაჩნია და რაც მთავარია, რომ უნდა მივიდე იქ, არ გამახსენდეს. ძალიანაც კარგი, მომწონს ასე, მით უმეტეს, ტყუილად წყალში ჩაყრილი არც ერთი ასეთი “ბოდიალი” არ ყოფილა ჩემთვის და განსაკუთრებით დღევანდელი დღით ვარ აღფრთოვანებული.

დღეს შემთხვევით ლამის ყველა უნივერსიტეტი მოვიარე; პირველ მათგანში, ანუ ლეგენდარულ თეუსუში, მოვალეობის მოხდის, ანუ ლექციებზე დასწრების მიზნით მივედი . საჭმელად თსუში შევიარეთ მე ნათიამ და კნუტმა, სადაც აღმოვაჩინეთ დუდი, რომელსაც თავის განწყობის თეორიით მოპოვებული 200 ლარი ზედ ემოსა 🙂

მომეწონა თსუს  goodfood სადაც ვიგრძენი, რომ სტუდენტი ვიყავი და არა ქალთა კოლეჯის მოსწავლე :დ ვაჭარბებ, მაგრამ რა მოხდა, როდის არ გადამიჭარბებია? დამიჯდა მობილური, სწორედ იმ დროს, როცა უნდა დაერეკა დედაჩემს, ბებიაჩემს, ათას ბიძაშვილ -მამიდაშვილ-მეგობარს და  როგორც მერე აღმოჩნდა მამაჩემსაც :d, ვიღაც ჭკვიანმა, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, მიმასწავლა ილიაუნი, სადაც , მისი თქმით, ექნებოდათ მოწყობილობა, სადაც შევძლებდი მობილურის დატენვას. საცოდავი სახით რომ ვითხოვე დახმარება , გამომიწოდეს მოწყალე ხელი, მაგრამ როცა დამტენიც მოვითხოვე, სიცილი დამაყარეს და მეც, დარცხვენილი გამოვბრუნდი უკან :d

საბოლოოდ, აღმოვჩნდი დანიშნულების ადგილას, ანისთან ერთად, ანუ ნანატრ თსსუში. ვინც არ იცით, სამედიცნიო უნივერსიტეტი 🙂 კერძოდ, პოეზიის საღამოზე.  პოეზიასთან ცოტა მწყრალად ვარ, მაგრამ ლამის გადავიფიქრო და მომეწონოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძალიან მომეწონა და მოვიხიბლე ლექსებით . ყოველთვის მიკვირდა, რა უნდა მომწონებოდა ლექსში და დღეს უკან წავიღე(რა თქმა უნდა გულში და არა საჯაროდ) ყველა ის საძაგელი ფიქრი თუ გამონათქვამი, რითაც პოეტები და პოეზია შემიმკია 🙂

ესეიგი არის რაღაც ჩემში ადამიანური?:) სხვათაშორის, მეც ვწერდი ადრე ლექსებს : ლექსებს რა ერთი ორი ლექსი მაქვს დაწერილი, საიდანაც ერთი, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ჩემი სკოლის დირექტორის მიწასთან გასასწორებელი სატირულ იუმორისტული ჟანრის პოემა იყო 🙂 მერე, ცხოვრებამ როცა სცადა ჩემი მიწასთან გასწორება( ახლა იფიქრებენ, რა ცხოვრება გამოიარაო, მაგრამ ზემოთ, გაიხსენეთ, ვთქვი, გაზვიადება მიყვარს-მეთქი), სადღა მეცალა ლექსებისთვის და დავჩლუნგდი ასე…

უი, დღეს სახლში მოსულს ოთომ მიხმო გარეთ და არ წავედი:) რა მიღწევაა ღმერთო ჩემო :d არადა სულ რაღაც ერთი ორი თვის წინ რა სხვანაირად იყო ყველაფერიი…  საერთოდ, არ მესმის, რატომ ფიქრობენ მამაკაცები რომ ქალებს სამუდამოდ შეიძლება უყვარდეთ ისინი ? ნწუ ნწუ, რა თავდაჯერებულობაა, ასეც არ შეიძლება …

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, კიდევ უფრო პირადულ თემებზე ხოლმე, მაგრამ როცა სიტყვები არ მყოფნის , რას ვიზამ? ამ დროს რაფაელო უნდა ჭამოო სადღაც მსმენია და მეც , წავალ, მივირთმევ …

დროებით

18 thoughts on “ვიზიტი თეუსუდან თსუში, ილიაუნიში და თსსუში

  1. Stichoza ამბობს:

    არ გინდა რომ გაგვანდო რას ფიქრობ დირექტორზე? 😀 6 თვე დამრჩა სკოლაში ფხოწიალის და იქნებ გამომადგეს რამეში 😀

    • anna ამბობს:

      არ ვიცი, განწყობა მაქვს ასეთი და მომეწონა :)) მე და შენ ვიყოთ თუ გინდა ანი ჰაა?:დ ახლა დამებადა ეს იდეა :დ

  2. Stichoza ამბობს:

    საჭმელად თსუში შევიარეთ მე ნათიამ და კნუტმა, სადაც აღმოვაჩინეთ დუდი

    😀 😀 დუდის მაგივრად ლუდი წავიკითხე და გადაწყდა სადაც ვაბარებ-მეთქი 😀

    • anna ამბობს:

      ალბათ იმან გამოგარკვია, რომ ლუდს არ შეიძლება რამე ემოსოს ხომ ?:დ

      • Stichoza ამბობს:

        მაგანაც ვერ შემაჩერა და ვიფიქრე, ლუდის ქილაზე 200 ლარიანი კუპიურა გამოსახეს-მეთქი 😀

      • anna ამბობს:

        ვაიმე ლოლ :დ თქვი რომ სტაჟიანი მსმელი ხარ და მოლანდებები გაქვს უკვე :დ

      • Stichoza ამბობს:

        სტაჟი დიდი არ მაქვს. ამ ზაფხულს დავიწყე ლოთაობა და ამ ზაფხულსვე დავამთავრე, მაგრამ რაც 4-5 წელი შეიძლებოდა მესვა, 2 თვეში ჩავხეთქე 😀

  3. knuti ამბობს:

    ავლაბრიდან რომ ჭავჭავაძეზე გახვალ საჭმელად, ეს უკვე ნამდვილად მეტყველებს თეუსუს თსუ–სთან გაერთიანების საჭიროებაზე :დ ისა, დამტენზე ამერია :დ სხვა უნი იყო ის :დ

    • anna ამბობს:

      შენ წარმოიდგინე მინახავს, თან შუა ზამთარში, სადაც ნამდვილ ალპებშიც კი უფრო სითბოა ვიდრე მაღლივში :დ

  4. siyvarulovna ამბობს:

    მეც კმაყოფილი ვარ ამ დღით 🙂
    დუდი რომ არ გეხსენებინა არ შეიძლებოდა. თავიდან ვიფიქრე ესაა და ესეც ალაპარკდა ჩემს კევზეთქო. :))

    ხო და Stichoza ყველა სკოლის დირექტორი ერთნაირი ი არ არის.
    აი ჩემი სკოლის დირექტორი მაგალითად არასრულწლოვანთა ციხის (მალალეტკების) დირექტორი იყო და ეხლა სკოლაში გადმოიყვანს. მერე რა რომ იდიოტზე უფრო დაბლა საფეხურზე დგას 🙂

    • anna ამბობს:

      დუდი ისეთი აქტუალური თემაა, რომ არ მეხსენებინა, ცოდვას ჩავიდენდი )))))))) ახლა შენთვითონ ახსენებ და აინტრიგებ საზოგადოებას და რა გიყო ჰა? დავაედიტო პოსტი? :დ

დისკუსია დახურულია.