ცოტაოდენი პოლიტიკაც ანუ ნაცარს თვალები მოარიდეთ :)

ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში არ ჩავერიო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, არაფერი მესმის და არაფერს ხედავს ჩემი თვალები. დასანახი კი, დამერწმუნებით, მართლაც ბევრია და რაც მთავარია, საშინელება. საერთოდ, ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არისო, უთქვამთ ჭკვიანებს და სავსებით ვეთანხმები..

როგორც ხედავთ, საკმაოდ აღშფოთებული ვარ და დროა საქმეზე გადავიდე:

ამ დღეებში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიწევს კამათი საქართველოს მთავარსარდლის ავკარგიანობაზე საუბარი და პირდაპირ გაოცებული ვარ, რამ დააბრმავა ეს ხალხი . მაინც ვუშვებ იმას, რომ ყველა თავისებურად მართალია , რაღაც კეთდება ქვეყანაში და უწინდელივით ნაცრისფერი ნანგრევები არ ამშვენებს ჩვენს ქალაქებს და სოფლებს… გასაგებია, მომწონს აღმშენებლობა, მაგრამ არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ ნაგავზე რაც არ უნდა ბაღნარი გააშენო, ადრე თუ გვიან მაინც ჩალპება იქაურობა?

სააკაშვილის პოლიტიკის მაქებარებო, გადახედეთ ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, ეკონომიკურ ე.წ წინსვლას,რომელსაც, დავესესხები ჩერნიშევსკის და ვუწოდებ “ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან” კურსს.

თუ რამე ქვეყანაში კეთდება, მაშინვე ცხვირში ძმრად ამოგვადენენ ხოლმე, აკეთებენ ბათუმს, მალე იქ დასვენება საშუალო ფენის ადამიანისთვის გახდება შეუძლებელი ალბათ… ასეთივე პროგრესით განვითარდება სხვა დანარჩენი კურორტებიც სავარაუდოდ…

გაამშვენიერეს ძველი თბილისი და გასაგებია რომ ტურისტებმა ჩვენს ქვეყანაში ფული უნდა დახარჯონ, მაგრამ რა დააშავეს იმ უბნის მაცხოვრებლებმა? მათ ერთ ასანთის კოლოფში სამჯერ ძვირი მხოლოდ იმიტომ უნდა იხადონ რომ გაფეშებენებელურ უბანში ცხოვრობენ?!

არ შევეხები ჩვენი საქებარი პოლიტიკოსების გამოსვლებს , თუ გამოხტომებს, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ხოლმე, რადგან ვიცი დამიპირისპირდებიან არგუმენტებით, დასასჯელი უნდა დაისაჯოს . გასაგებია, რომ უნდა დაისაჯოს , მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დრო, ადგილი, ფორმა და ა.შ, პირველ რიგში კი კანონის ფარგლები და ადამიანებზე ანგარშსწორება არ უნდა ხდებოდეს შუა ქუჩაში, ჩაცხრილვის მეთოდებით.

რაღაც დიდი ხანია არავინ მოუკლავთ და წყნარად ვართ. ეს სიწყნარე მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი არ შეეწირება სააკაშვილის ტრიბუნიდან გადმოსროლილ ნაბოდვარს , მოწოდებად წოდებულს…

სადღაც მოვისმინე, გერმანელებმა რომელიღაც ომში იმიტომ გაიმარჯვეს რომ მათი ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი მასწავლებლების ხელში გაიზარდაო…

ჩვენს ქვეყანასთან თუ გაავლებთ პარალელს, შესაძლოა ორჯერ უფრო არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავს, მაგრამ განათლების სისტემამ რომ კარგა ხანია ჩაისვარა, მგონი ფაქტია.. ქვეყნის ძლიერება თუ პირდაპირ კავშირშია თაობების შეგნებასა და განსწავლულობაზე, მაშინ ჩვენი ქვეყანა სულ მალე ზემოთხსენებულ განათლების სისტემაზე უფრო მაგრად ჩაისვრის… თუმცა არსებობს ტურიზმი, რომელიც , ალბათ, პამპერსის ფუნქციას შეასრულებს 🙂

სიტყვა გამიგრძელდა და კიდევ ბევრი რამე დამრჩა სათქმელი,  მაგრამ ერთადერთს, რასაც კიდევ ვიტყვი ისაა, რომ როცა ქვეყნის სათავეში ადამიანი მოდის, იმის მოვალეობაა ქვეყნის აღმშენებლობა და უკაცრავად და თუ ამის ტრაკი არ გაგაჩნია, არც უნდა აფორთხდე მაღალ ეშელონებზე, ასე რომ პრეზიდენტის დამსახურებად ნუ ჩავთვლით მის მოვალეობებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს, ან თუ ასრულებს, ეს რატომღაც ლამაზ ვიდეოკლიპებშია ასახული, შედეგი კი მხოლოდ შეღებილ და შემინულ ფასადებში აისახება ხოლმე 🙂

 

One thought on “ცოტაოდენი პოლიტიკაც ანუ ნაცარს თვალები მოარიდეთ :)

Comments are closed.