ისეთი ბედნიერი ვარ, არავის დანახვა არ მინდა

გუშინ დავწერე ფეისბუქზე სტატუსად ეს სიტყვები და უცნაურად ჟღერს, მაგრამ დაახლოებით ასეა. გუშინ, დეიდაშვილები ვნახე და ისე მინდოდა მარტო ვყოფილიყავი , ჩემთვის წყნარად , ავდექი სახლში წამოვედი მაინც მოგვიანებით 🙂 რამ გამოიწვია ჩემი ბედნიერება , საიდუმლოა და ეს ის არაა რაც თქვენ გგონიათ, ვისაც გგონიათ, და ვისაც საერთოდ არაფერი გგონიათ, ასე განაგრძეთ 🙂

ბლოგზეც აისახა ეს ბედნიერება, არაპროდუქტიულობის სახით , არადა რამდენიმე საინტერესო პოსტის დაწერა შეიძლებოდა ამ დღეებში და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დღეს , როცა პოსტის ფანჯარა გავხსენი , გუშინ და გუშინწინ რა ხდებოდა, ისიც კი ვერ გავიხსენე წესიერად 🙂

მოკლე გეგმა კი დაახლოებით ასე გამოიყურება:

პარასკევი: ვნახე ნათია და კნუტი, ვჭამეთ, 2 საათი თეატრის ბილეთებს ველოდეთ უშედეგოდ, მერე კნუტი წავიდა და შემოგვიერთდა ლეონსიო, ვაშლი და ავბარგდით როგორც იქნა, gau-ში , ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენაზე… ფოტოები ძალიან მომეწონა და ამავდროულად კიდევ ერთხელ მივხვდი, რა უნიჭო ვარ ამ სფეროში 🙂

აი ნათელი მაგალითიც :

ნათიამ მოასწრო შეთრობა ერთი ჭიქა შამპანურით 😐 მე ვუსმენდი ლეონსიოს ბოღმისგან დაცლას , რაც რამდენიმე საათი გაგრძელდა და მგონი სახეზეც მეტყობა, რა გადაქანცული ვუსმენდი 🙂

ბოლოს , რაღაც ნომერი ავტობუსით სახლში აღმოვჩნდი და დავიძინე 🙂

შაბათი: ავდექი იმაზე ბევრად გვიან, ვიდრე უნდა ავმდგარიყავი, სამი საათი ვემზადე და წავედი დეიდაშვილთან. ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა არ გამაჩნია სამწუხაროდ , თუმცა მაქვს შეგრძნებები, რასაც ღირს კიდეც, ცალკე პოსტი მივუძღვნა . რით დამთავრდა ჩემი იქ ყოფნა, დასაწყისშივე აღვნიშნე და ბევრს აღარ ვილაპარაკებ…

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ზუსტად ვამართლებ პოსტის სახელწოდებას და ვზივარ ჩემთვის მარტოდმარტო , სრულ სიწყნარეში, ვუსმენ მუსიკას , ნამეცადინევი და ვალმოხდილი და ვტკბები 🙂

 

ჰო მართლა, პარასკევის ფოტოებს რომ გადავავლე თვალი, ერთადერთი ფოტო აღმოვაჩინე, სადაც ნათიას მობილური არ უჭირავს ხელში და ვინაიდან და რადგანაც ეს ისტორიული მომენტია იმათთვის ვინც ნათიას იცნობს და იცის ეს რას ნიშნავს, აი ბონუსად ფოტო :დ

7 thoughts on “ისეთი ბედნიერი ვარ, არავის დანახვა არ მინდა

  1. სიყვარულოვნა ამბობს:

    ჯერ 1 შამპანიური კი არა ღვინო
    მერე 2 1 ჭიქა კი არა 2
    და 3 არ დავმთვრალვარ :დ

    და ეგ სურათი მართლა ისტორიულია :დ თუმცა დავიწყე მუშაობა რომ ფბ–ს გადავეჩვიო

    პ.ს საკმაოდ წარუმატებლად 😦

    • anna ამბობს:

      მაპატიე, მაპატიე :დ მაშინ საკმაოდ კარგად შეგინარჩუნებია სიფხიზლე , რაც მიკვირს სიმართლე გითხრა :))) ჰოდა, ორიგინალისთვის ფული უნდა გადამიხადო წესით, მაგრამ სადაა სამართალი ?:((9

  2. Mari ამბობს:

    ლოლ, ნათია ისე კითხულობს, გეგონება საზეპიროებს იმახსოვრებსო 🙂

    მეც ვარ ხოლმე ეგრე, არავის დანახვა არ მინდა. ვერსად ვჩერდები და სულ გაქცევაზე ვარ ხოლმე, ოღონდ მარტო ვიყო. 🙂

დისკუსია დახურულია.