მე ასეთი დავრჩები

ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ესა თუ ის სიტუაცია , ჩემზე არ მოქმედებს და არ მცვლის, ყოველშემთხვევაში უარესობისკენ. არ მომწონს , როცა ადამიანი აქამდე უცნობ საზოგადოებაში მოხვდება და ყველაფერ იმას ივიწყებს თავის ხასიათში რაც აქამდე გააჩნდა, თამაშობს თავისუფალ ტიპს და უბრუნდება თუ არა ძველ საზოგადოებას, ხდება მათთან ისეთი, როგორიც იყო …

საზოგადოების გარკვეულ ფენებში, გასაგებია რომ ვერ იქნები ისეთი, როგორიც შენ გინდა იყო, ვერ მოიქცევი შენი სურვილების შესაბამისად, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც , უარეს შემთხვევაში ვიღაცები, რომლებიც თითს მოგაშვერენ და გაგკიცხავენ, სრულიად ელემენტარული რამის გამო…

მეც ხშირად გავუკიცხივარ ხალხს ამა თუ იმ საქციელის გადამკიდე, სამწუხაროდ და მიჩნდებოდა სურვილი, მეცხოვრა ისეთ საზოგადოებაში, სადაც არავინ დაინტერესდებოდა ჩემით, არავინ მომაქცევდა ზედმეტ ყურადღებას და ვიქნებოდი თავისუფლად. ამ ბოლო დროს , ასეთი საზოგადოების ნაკლებობას არ განვიცდი. ვგულისხმობ იმას, რომ მაქვს ისეთ ხალხთან ურთიერთობა, სადაც შემიძლია მოვიქცე ისე, როგორც მე მომესურვება , თავს მივანიჭო სრული თავისუფლება და გავაფრინო.

მომეცა თუ არა ამის საშუალება, მივხვდი, სულ ცალ ფეხზე მკიდია ეს ყველაფერი.. თანაც ძალიან მაგრად მკიდია. აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს არანაირ სიტუაციაში არ დავკარგავ და როგორიც ზოგადად ვარ , დაახლოებით ისეთივე ვიქნები ყველგან, სადაც არ უნდა მოვხვდე… თურმე კარგა ხნის დაკიდებული მქონია გარკვეული დოზით ყველაფერი, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ ყველგან და მე კი არ ვხდები რაღაცის შემადგენელი ნაწილი, ის რაღაცები ხდებიან, ან არ ხდებიან…  საერთოდაც, დიდი ხანია უკვე ადამიანებზე მე ვზემოქმედებ და არა პირიქით, რაც ძალიან მახარებს.

ბედნიერი ვარ რომ ასეთი ვარ და ადრე თუ გვიან, რაღაც ჭკვიანურ დასკვნებსაც გამოვიტან ხოლმე 🙂

ჰოდა, ხალხნო და ჯამაათნო, როგორც ძველები იტყოდნნე, სიყვარულის ახსნები რომ არ დავუწყო ჩემს თავს გაამაყებულმა, დროა წავიდე და მარტო დავტკბე ახალი აღმოჩენით 🙂

7 thoughts on “მე ასეთი დავრჩები

  1. Mari ამბობს:

    გადასარევი და მშვენიერი 🙂 და careless რა შუაში იყო ვერ გავიგე.

  2. Stichoza ამბობს:

    არ მომწონს, როცა ადამიანი აქამდე უცნობ საზოგადოებაში მოხვდება და ყველაფერ იმას ივიწყებს თავის ხასიათში რაც აქამდე გააჩნდა, თამაშობს თავისუფალ ტიპს და უბრუნდება თუ არა ძველ საზოგადოებას, ხდება მათთან ისეთი, როგორიც იყო …

    არც მე მომწონს, მაგრამ ხშირად ვარ ასეთ სიტუაციაში. აი მაგალითად კლასელები მეშვიდე კლასიდან მიცნობენ, მე კი ბოლო 6 თვეში დიამეტრულად შევიცვალე. (MaiaAsatianiSmile :D) ისინი კი ყოველთვის ისე შემომხედავენ, როგორც ცანცარა მეშვიდეკლასელს და როცა ისე ვიქცევი, როგორიც ახლა ვარ, მოდის ასეთი რეპლიკები: რა დაგემართა?! შენ ხომ ასეთი არ იყავი?, ნუ სხვანაირობ რა… და ა.შ. 😐

    • siyvarulovna ამბობს:

      რა ნაცნობი სიტუაციაა… სკოლა დავამთავრე და რამდენიმე თვის მერე იმდენად შევიცვალე რომ პირდაპირი მნიშვნელობით პირ ღია მიყურებენ და მერე მეკიტხებიან – რა გჭირს? ვერ ვიტან ამ კიტხვას.

      რაც შეეხება პოსტს… მშვენიერია. მეც ყოველთვის ვარ ის რაც ვარ 🙂

  3. achi ამბობს:

    kvelaze metad eg emartebat shida emigraciis msxverplebs anda sacxovrebel adgil shecvlil xalxs romelic sxva sazogadoebashi gadadian da mere “stilnebi” xdeban da ergebian imat mere kide ro gadaadgildes sxvebi xdbian da ase shemdeg maseti adamanebs naklebad sandommebad mivichnev da Zalian arafris
    erti axlobeli vnaxe cina dgeebsshi chamovida dedaqalaqidan da zalian popruculi tuchebit da araadeqvaturi udarebit mesaubreboda da metqi gogoni ra aris aqedan ro cadi ar ikavi masetqo da axla radagemartatqoo
    da pasuxad mivige
    me iset sazogadoebashi movxdi ro iq ar ikoaucilebeli chemi qutaisuri aqcentio da texavdao diskoports miqmnidao da ase shemde gmokled sveckobas mivaceqio raa :))
    xoda egaa sveckebis dro dadga cven kide ubralo glexebi vart zmau 😀

  4. Stichoza ამბობს:

    მეც თბილისში ვცხოვრობ. არ მიწყინოთ, მაგრამ სვეცკებს ყველაზე დაბალი დონის ადამიანებად ვთვლი. ისე, საერთოდ, არ შეიძლება ადამიანის განვითარების დონის საჯარო განხილვა, მაგრამ სვეცკი რო გეტყვის რამეს ეგ უკვე დედამიწის პროგრამულ უზრუნველყოფაში დაშვებული შეცდომაა 🙂 და ნუ ფიქრობთ, რომ ქალაქელები ძაან მაგრები ვართ და რეგიონში მცხოვრებლებს გჯობივართ. დიდი ნაწილი განუვითარებელია, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სვეცკია… და ადამიანი საკუთარ თავს ტუჩების მოპრუწვით რო შეაფასებს, უკვე მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, საშველი არ არის. და ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რო ბიჭებიც გასვეცკდნენ, ბუტილკა ჯინსები მოდაშიაო და მიბაძვაც რომ არ გამოსდით შარვლის ჩასაცმელად ფეხზე ვაზელინის წასმა სჭირდებათ…

Comments are closed.