ლაიქ :)

მოკლედ, ჩემი ფეისბუქის გვერდი აჭრელებულია ბლოგერების საკონკურსო ბმულებით და შესვლა აღარ მინდა უკვე, თვალები მეტკინა 🙂 პირადად მე, ვერასდროს ვერ ვიტანდი ვერანაირ კონკურსებს, მით უმეტეს ასეთებს, სადაც საუკეთესო პოსტი კიარა, ის პოსტი გავა, ვის ავტორსაც მეტი ფრენდი ჰყავს ან, ვინც უკეთ გაავრცელებს თავის ლინკს… ახალი არაფერი მითქვამს, ვიცი, უბრალოდ განმეორება ცოდნის დედაა , ჰოდა, შეგახსენეთ კიდე ერთხელ:)

ჰო, გადავწყვიტე, მოვიხსნა სოც.ქსელებზე დამოკიდებულება.. მომბეზრდა უკვე, თანაც ვერ ვიტან როცა დამოკიდებული ვარ რამეზე და მივმართე განკურნებით თერაპიას: დავკავდი ბევრად უფრო სახალისო საქმეებით, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს განვახორციელე : დავუბრუნდი რამდენიმე თვის წინანდელ დღის განრიგს , უნივერსიტეტშიც ვიყავი, მოვიარე მეგობრები, მივიწყებული მაკდონალდსიც მოვინახულე და ვარჯიშზეც წავედი ! არც მეცადინეობა დამვიწყნია! იშ , მიყვარს ასეთი დღეები, როცა აქეთ-იქეთ დავრბივარ , წესით დაღლილი უნდა ვიყო დღის ბოლოს და მე მაინც ენერგიით სავსე ვარ 🙂

როცა ყველაფერი მახარებს, ასეთი დღეები მიყვარს; ისედაც სულ ვიცინი და ახლა, როგორც მეუბნებიან თვითკმაყოფილი იდიოტის სახე მაქვს:d

არადა მშვენიერი გამომეტყველება მაქვს აშკარად, რას მერჩიან 🙂

ჰოდა, დალაიქება რადგან ვახსენე დასაწყიში, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მე ეს ყველაფერი ძალიან ძალიან like და ვეცდები, დიდხანს შევინარჩუნო ეს განწყობა, რეალურადაც და ბლოგზეც , თორემ უკვე შემჭამეს, რა გრუზ პოსტებს წერო 🙂 წერის სურვილს მაინც ვერ ჩამიკლავთ ბატონებო, თუ ბატონო და აჰა, გშურდეთ თუ გშურდეს ახლა ჩემი განწყობის :p

 

9 thoughts on “ლაიქ :)

დისკუსია დახურულია.