no wedding

19 წლის ვარ. ამ 19 წლიდან, ბოლო 3 წელია , გეომეტრიული პროგრესიით იმატებს იმით დაინტერესებულ პირთა რიცხვი, თუ როდის ვთხოვდები და ეს უკვე მეც მაინტერესებს 🙂 სხვა თუ არაფერი, პასუხს მაინც გავცემდი აბეზარ ხალხს …

ჩემი გათხოვება მერეც მეყოფა და რა მინდოდა მეთქვა: ასევე ბოლო სამი წელია, ჩემი თანატოლ-მეგობრების ქორწილებმა იმატა. ადამიანები ქმნიან ოჯახებს, სრულად თუ არა, ნაწილობრივ ეთიშებიან ძველ მეგობრებს, ითქვიფებიან ახალ ნაცნობებში და მათ გარშემო ახალი წრე იკვრება.. 

ყველაფერი კი იწყება შეყვარებულობით იწყება… მერე თანდათან, ნებსით თუ უნებლიედ , ხდება ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი 🙂

მეც ვყოფილვარ შეყვარებული; დაახლოებით ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ეს ბუნებრივი პროცესია, მით უმეტეს , გვერდით მყოფი ადამიანი თუ არ გიწყობს ხელს იმაში, რომ არ მოსწყდე მეგობრებს.

ვიღაც შემომედავება და იტყვის, თუ სიყვარული გაქვს, მეგობრობა მეორეხარისხოვანი ხდებაო.. გასაგებია რომ ხდება, მაგრამ ოდესმე სიყვარულიც თავის კალაპოტს უბრუნდება და არც ერთ მხარეს, არც ქალს, არც მამაკაცს, გარშემო სიცარიელე არ უნდა დახვდეს, მეგობრების ნაკლებობით გამოწვეული..

არ მინდა, კიდევ თუ ვინმე შემიყვარდება, და მით უმეტეს გავთხოვდები, ასე დამემართოს..

რაღაცნაირი დეპრესიული პოსტი გამომივიდა, მაგრამ როცა ვხედავ, როგორ ეთიშებიან ჩემი ტოლი გოგონები თავიანთ ძველებურ ცხოვრებას, გული მწყდება, იმიტომ რომ მართლა აღარ არიან ადრინდელივით ხალასები და ლაღები..

მეშინია, ნეტა როგორი ვიქნები მე? თეორიულად ყველაფერი ადვილია, პრაქტიკაში კი ძალიან ძნელი: ალბათ მხოლოდ მე არ მომსვლია მსგავსი აზრები  თავში და არ დავმწუხრებულვარ…

რომანტიკული ფოტოს დადება მინდოდა და ამანაც კი დამგრუზა 😀

მარტივი გამოსავალი ვუპოვნე ჩემს თავს : ნაკლებად ვიურთიერთო უღელში თავგაყოფილ ხალხთან და ჩემს გათხოვებასთან დასმული კითხვები ყურში ან არ შევუშვა, ან თუ მაინც შეაღწია, სასწრაფოდ გამოვუშვა :))

16 thoughts on “no wedding

    • anna ამბობს:

      იმიტომ რომ როგორც წესი, შეყვარებულ ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ თავიანთ თავზე ზრუნვისთვის. ამ შემთხვევაში მეგობრები ამოვიჩემე. მყავს რამდენიმე საყვარელი დაქალი და მეშინია,მალე გამოვაკლდებით ერთმანეთს და გვექნება საკუთარი ოჯახები.. ერთმანეთი არ მინდა დავკარგოთ და ამიტომ ვფიქრობ ამაზე

  1. Mari ამბობს:

    “ბოლო 3 წელია , გეომეტრიული პროგრესიით იმატებს იმით დაინტერესებულ პირთა რიცხვი, თუ როდის ვთხოვდები”

    lol, ბოლო 3 წელი, რამდენჯერაც სკოლის ან უნივერსიტეტის გაცდენას მოვუხშირებდი, მაშინვე ერთი აზრი ჩნდებოდა ყველას თავში :mrgreen:

    • anna ამბობს:

      არასდროსთქო ამ კითხვაზე ჩემი მუდმივი პასუხი და რა რეაქცია მოყვება ხოლმე ამას, ცალკე პოსტის თემაა საერთოდ :დ

  2. Ani ამბობს:

    მე იმედია არასდროს ჩამოვცილდები ჩემს მეგობრებს, იმიტომ რო როოგორც მოგეხსენება მეგობრობას საკმაოდ ვაფასებ,რაღა მე უნდა შემიყვარდეს ისეთი იდიოტი, რომ მის გამო თავი შევიზღუდო მეგობრებთან ურთიერთობაში, ვერ წარმომიდგენია უმეგობრობა

  3. achi ამბობს:

    zalian saintereso blogi gaqvs 3-4 dgea davzvrebi da koveli dge axali postebit da saintereso komentarebit…
    kaia kai mesiamovna ufro kargaad gacnobis sahualebaa
    momcoons azrovneba

  4. dato darbaidze ამბობს:

    biCo ar davpostavtqo mara aha mainc vpostav… :))

    erti gogo manaxet vinmem visac tavis shezgudva da megobrebis dakargva unda … ?

    ubralod eg yvelaperi ojaxs ertvis tan… dro araa pasuxismgebloba sxva akisria mashin adamians atasi wvrilmani ichens tavs…

    xoda vin rodis gatxovdeba da rogori meugle eyoleba eg kacishvilma ar icis da nurc nuravin daiwyebs magaze piqrs da magis dagegmvas imito ro eg arasodes axdeba :)))

    prosta erti isa ro axalgazrdoba gamoiyeno maxsimalurad gaketo is risi gaketebac mere ukve agar gepatieba !

  5. anna ამბობს:

    მე რომ ასე ვფიქრობ, ეგ მადარდებს, თორემ ხალხს რომ ვერ გამოვასწორებ, ეგ კარგა ხანია ვიცი :პ

  6. Irakli ამბობს:

    saintereso da actualuri postia, komentarebic dzalian sainteresoa,.. sxvadasxva rame xdeba, atasi xasiatia da buneba,.. sheidzleba sxvadasxva filosofosis an tundac reperis cxovrebiseuli sibrdzneebi tqva,.. magram rogoc naxats kvela taviseburad afasebs da tavisi ideebi uchndeba ra qonda chafiqrebuli avtors da am dros sheidzleba saertod seriozuladac ar ufiqria raime chanafiqrze. albat kargia roca gogo mxolod gatxovebaze ar fiqrobs,.. albat megobrebi chveni pirovnebis sarkeebi arian, vinc chven girebulebebit gvgavs, tu shen adamians iseti ekvarebi rogoric xar da ara mis mier raime sheqmnili gansakutrebuli ideali is shens megobrebsac miigebs da mattanac shentan ertad imegobrebs,.. albat shenc igiveti unda upasuxo, magram rogorc praqtikidan chans, romelic sheidzleba subieqturic ikos sheni namdvili megobari tu mas namdvilad ukvarxar sakutar tavs sheni rcheulis tsin ar dagakenebinebs. ise megobari rom gatxovdeba an daojaxdeba meti mxardachera unda albat. kargi postia. 🙂

  7. mamuka ამბობს:

    რაღაც რომ მიიღო რაღაც უნდა დათმო ეგ პრინციპი ხოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს იმიტომ რომ უმაგისოდ არ შეიძლება ორივე ერთად რომ მიიღოს ადამიანმა მეგობრებთან სრულფასოვანი ურთიერთობაც და შეყვარებულიც ეგრე არ გამოვა , ასე რომ ან ერთი უნდა აირჩიო ან მეორე მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს ( და ნურავისნ შემომედავება ამაში) კერძოდ მე ძალიან ბევრი მყავს ასეთი ნაცნობი რომელთაც ვითომდა ოჯახის შექმნით მეგობრების დაკარგვის საბრთხე შეექმნათ მაგრამ მათ სულაც არ დაუკარგავთ ისინი და მიუხედავად იმისა რომ ახლა ოჯახი აქვთ , ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ ურთიერთობას ტავიანთ მეგობრებთნ , მე იმას არ ვიძახი რომ არაფერი შეიცვალა , რა თქმა უნდა ისე აღარ იქნება, ისე ხშირად ურთიერთობა, ტუნდაც ყოველდღიური მეგობრებთნ, მაგრამ ისეც როგორც აქაა დახასიათებული დრამატული დასასრული მეგობრობის 😉 . p.S ზოგი ხანდახან უბრალოდ იმიზეზებს რომ შეყვარებული ყავს ( ან ოჯახი აქვს ) და არ ცალია და დრო არ აქვს რადგან ტავისი მიზეზები აქვს ან არ უნდა ამ დამიანებთნ ურტთიერთობა ან არ ვიცი ბევრი მიზეზი შეიდზლება იყოს , და მერე ზოგს ჰგონია რომ აი ოჯახი შექმნა და იმიტომ დრო აღარ აქვს და უცებ გაიელვებს საშინელი ფიქრი ვამე მე რომ ოჯახს შევქმნი მეც ასე დამემართება ? , ჩემი რჩევააა ნუ მოიკლებთ სიყვარულს და ნუ შეუშინდებით გრძნობას რომლსაც ჰქვია სიყვარული 😉 😀 ცოტა პომპეზური გამოსვლა გამომივიდა მაგრამ არაუშავს .

    • anna ამბობს:

      კი, პომპეზური გამოვიდა, მაგრამ, ამ ეტაპზე მეც გეთანხმები, მყავს ადამიანი გვერდით და სულაც არ მაშორებს არავის, ალბატ იმიტომ რომ საერთო სამეგობრო წრე გვყავს :დ

დისკუსია დახურულია.