photoshop

პოსტის დაწერამდე მინდოდა ვინმე კომპეტენტურ პირს გავსაუბრებოდი და ფოტოშოპის ზუსტი მნიშვნელობა დამედგინა, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე ვიყო შეუზღუდავი საკუთარ მოსაზრებაში , ამ საკითხთან დაკავშირებით:)

ეს გამოგონება დღესდღეობით ძალიან ხშირად გამოიყენება ამა თუ იმ ფოტოს ერთმანეთზე გადასაბმელად, გასასუფთავებლად, ფერის შესაცვლელად და ვინაიდან ჩემი ცოდნა ამასთან დაკავშირებით უფრო შორს არ მიდის, აქ შევჩერდები  და კითხვას დავსვამ:

გამოიყენება თუ არა ფოტოშოპი ტუჩების დასაბერად, ცხვირის გასასწორებლად , მკერდის გასადიდებლად, და ა.შ?

მგონი ფოტოშოპს ყველაზე მეტად მგავსი საქმისათვის გამოიყენებენ და ეს უკვე სიდებილეა.

ნუთუ ვირტუალურმა ყოფამ რეალური ცხოვრება ჩაანაცვლა?

საინტერესოა , რას ფიქრობენ ფოტოშოპის პროდუქტები სარკეში ჩახედვისას, როცა თვალს მოსწყვეტენ თავიანთ მშვენიერ ავატარს, კომპიუტერში…

უფრო საინტერესოა, რას ფიქრობენ მათი ნაცნობ-მეგობრები, მათი ინტერნეტით შეძენილი თაყვანისმცემლები მათ დანახვაზე?!

მე არ მესიამოვნებოდა მეცხოვრა არარეალურად ლამაზს, სადღაც საიტებზე, მესმინა თუ წამეკითხა აღტაცებული ხალხის ქება , რომელიც , გულის სიღრმეში, მეცოდინებოდა, რომ ყალბია…

არ შეიძლება ყველა ისეთი იყოს როგორიც სინამდვილეშია? ვერ ვხდები ილუზიებით ცხოვრების მუღამს…

გასაგებია, რომ ყველა ისე ახარებს თავის ჭიას, როგორც შეუძლია, მაგრამ ვერ შევძელი , მსგავსი ხალხის მომრავლების ნიადაგზე გამოწვეული აღშფოთება დამემალა… მომიტევეთ, თუ ცხვირი იქ ჩავყავი, სადაც არ უნდა ჩამეყო, მეშინია, ფოტოშოპის მზახვრალი ხელი არ მისწვდეს ჩემს ცხვირს 🙂

ჰო, მეც ვიმაიმუნე, მაგრამ არაფერი დამისწორებია, ფერი შევუცვალე უბრლოდ, ამის მომხრე ვარ, ჯანდაბას და აჰა შედეგიც :

 

12 thoughts on “photoshop

  1. Mari says:

    ფოტოშოპის არაეფრი გამეგება, პრიშჩიკების მოჭორების გარდა :))))

    ხოდა, მომწონს შენი ფეხები 🙂

  2. achi says:

    chkvianurad azrovneb
    tumca feshen fotoshi metcilad egre iqcevian da kosmetikas fotosopit uketeben ramdenad misagebia an araa misagebi eg sxva temaa
    fesheni arasdros aris arti
    arti artia da
    fesheni kide komercia
    komerciashi kide shefutva da fochviani kamfetebi fasobs ani bani

      • achi says:

        xoda ro ar gilaparakia gavige zogada avxseni situacia mag sferoshi ase chirdeba im saqmestqva mara zalit ro ilamazeben tavs da tavianti tavis kompleqsi aqvs xalxs eg sxva mimdinareobaa cxovrebis :))
        mere ert surats ganaxeb tu moisurveb rogorc chagvatarebia studiashi ertma mandilosanma plastikuri operacia imistvss ro samodelo saagentostan misuliko da pofoliomietana da tavi moeccona :))
        erTi minimum 20 kilo celuliti chamovakelit albat 🙂 mimikaravs kuzanovi

  3. siyvarulovna says:

    ფოტოშოფს ვიყენებ ძალიან იშვიათად. თითქმის არასდროს და სურათებსაც ტყობა მგონი

  4. dato darbaidze says:

    aba vimsjelot xalxo vimsjelot bevri 😀 bevri weret da chven gavprindebiiit !!!!:)))
    gadavchrit msoplios problemebs :))))))))))))

    daikidet raaa me magrad mkidia vin ras iyenebs potos ro vnaxulob da lamazia momwons da gaketebulia tu ara magrad mkidia tundac imito ro ar vicnob imadamians da sheileba verc verasdros gavicno da ase rom mirchevnia tavis didi cxviris dadebas damidos lamazi koxta da sexualuri surati :))))))))

Comments are closed.