ვისწრაფვი ევროპელობისკენ-მაშასადამე არ ვარ გოიმი. ნაწილი 1

ამის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, ერთ-ერთ პოსტში აღვნიშნე კიდეც, რომ მუზა მყავდა საამისოდ და აჰა, დროა, ჩემს მუზას ფრთები შევასხა.

რატომღაც, ძალიან მომრავლდა თანამედროვედ მოაზროვნე რიცხვი საქართველოში და მე ამას მთელი გულით და სულით მივესამლები, მაგრამ , ამასაც ქონია თავის მეორე მხარე, ისევე როგორც მედალს:

ამ გაევროპელების ფონზე , უკვე სირცხვილად ითვლება  თუ ყოველ წამს არ გაიძახი, თუ რა გიომი ერი ვართ. არ იყვირებ? ესეიგი გოიმი ხარ…

ამ პოსტში მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, 21 საუკუნის სირცხვილის და თავის მოჭრის:

თურმე მშობლებთან ერთად ცხოვრება სირცხვილი ყოფილა! ნწუ ნწუ ნწუ.. რაღა მეშველება-მეთქი ვერ ვიტყვი, მარტო ვცხოვრობ ისედაც, ასე რომ , რაღა ეშველებათ მშობლებთან ერთდ მცხოვრებთ, დედააა! დაიქცა ქვეყანა მათნაირების ხელში და ასეთები რომ არიან ქართველები, იმიტომაა ჩვენი ქვეყანა თურმე კარგ დღეში.

ვინმემ გადახედოს პოლიტიკურ მოძღვრებებს და წაიკითხავს, რომ  სწორედ ოჯახის სიმტკიციდან გამომდინარეობდა ქვეყნის სიძლიერე, და სწორედ ოჯახი მოიაზრებოდა პატარა პოლიტიკურ ეკონომიურ ერთეულად. მართალია, ამას არ ვეთანხმები დიდად, მაგრამ მაინც , მაგალითად მოვიყვანე, ციტატებს და მაღალფარდოვან ფრაზებს, გავიგე, დამარწმუნებელი ძალა აქვსო 🙂

ახლა მინდა ვინმე გონიერი ადამიანი დამიჯდეს და განმიმარტოს მე უვიცს და ჩამორჩენილს, რატომაა სირცხვილი ოჯახთან ერთად ცხოვრება? იმიტომ რომ ეს პიროვნების უსუსურობაზე მეტყველებს? ის ხომ არ ჯობია, ცალკე ცხოვრობდე და ყოველი კვირის ბოლოს დედ-მამასთან კისრისტეხით გარბოდე ფულზე? არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, ბევრი დამოუკიდებლად მოარსებე ადამიანი მინახავს, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრბენ და თავიანთ ოჯახს თვითონ არჩენენ.

ევროპა ტყუილად არ მიხსენებია და მინდა აქვეერთი კეთილი საქმე გავაკეთო :

იცით, თუ არა, რომ ყველა ევროპულ და ამერიკულ სახელმწიფოში დღემდე არსებობს ტრადიციული ოჯახები? ამავე დროს, არც ერთი ოჯახის წევრი არ არის მეორეზე დამოკიდებული…

რაც დღეს საქართველოში ხდება, საშინელებაა.. ხალხს დამოუკიდებლობა და მაგარი ტიპობა , მარტო ცხოვრება, თავისუფლება და რაც შეიძლება ბევრი კაცების, თუ ქალების ცვლა ჰგონია.

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ არ მინდა დამავიწყდეს იმის თქმაც, რომ თუკი ასე გამწარებით მივისწრაფვით ამ ყბადაღებული ევროპელობისკენ, ცოტა ღრმაც გავეცნოთ მათ კულტურას, იქნებ რამე კარგიც აგვეთვისებინა, სნობების და მაწანწალების ცხოვრების წესის გარდა …

14 thoughts on “ვისწრაფვი ევროპელობისკენ-მაშასადამე არ ვარ გოიმი. ნაწილი 1

  1. knuti ამბობს:

    25 წლის (ან ზევით) კაცი რო მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ფულსაც მათვე ართმევს, მართლა სირცხვილია ანი. ნუ შეედავები ამაში.

    სტუდენტი რომ ხარ და მშობლების კისერზე ხარ, ნამდვილად არაა სასურველი, მაგრამ სირცხვილიც არაა. რა თქმა უნდა სჯობს, რომ შეთავსებით სამუსაოც გქონდეს და ჯიბის ფულზე დედიკოს არ აწუხებდე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ასე არაა მოწყობილი.

    • dato darbaidze ამბობს:

      gamarjobat axalgazrdav rom ara mowyobili ra qnas im 25 wels gadashorebulma bichma roca arc shamushao da araperi ar aq ?
      magitomaa qartuli cixebi gamotenili 😉

  2. knuti ამბობს:

    თუ ამ თემის გაშლის და განხილვის სურვილი გაგიჩნდება, მზად ვარ 😀 ოღონდ არა აქ 😀

    • anna ამბობს:

      პოსტშივე აღვნიშნე რაც იყო ჩემი აზრით სირცხვილი, ანუ მშობლების კისერზე ყოფნა, და რაც შეეხება მშობლებთან ერთად ცხოვრებას, რამდენი წელიც მომინდება იმდენ ხანს ვიცხოვრებ მე პირადად და არ ჩავთვლი რომ სირცხვილია

  3. Mari ამბობს:

    ახლა დავფიქრდი და ჩემებური დასკვნა გამოვიტანე :mrgreen: ზოგისთვის მართლაც სირცხვილი უნდა იყოს მშობლებთან ცხოვრება, იმიტომ რომ ტეხავს მათი თანდასწრებით რაღაც-რაღაცების გაკეთება :mrgreen:

  4. siyvarulovna ამბობს:

    მე მაგალითად სულაც არ მესიამოვნება მშობლებთან ცხოვრება როდესაც საკუთარი შემოსავლის წყარო მექნება.
    სირცხვილია როდესაც 25–30 წლის ადამიანები ისევ მშობლის კისერზე არიან. არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი.

  5. vasasi ამბობს:

    სულაც არ მიმაჩნია, რომ ცალკე ცხოვრება მაგარი ტიპობაა..

    მაქსიმუმ, ათი დღე ვძლებ ჩემების გარეშე და პარასკევს/კვირას თავპირისმტვრევით გამოვრბივარ გორში მათ სანახავად.. 🙂

  6. dato darbaidze ამბობს:

    amat kommentebs rom uyureb cvetshi shvilis gazrdis mugami ar maq… gazarde achame asvi gamebi utene da mere gaizrdeba puls ishovnis da ukanmouxedava gavardeba saxlidan… namdvilad ar minda egeti shvili ra :))))

    vabshe chemi azrti eg upro sircxvila ro mshobels amags ar daupaseb mament eg mshoblis damsaxureba ro ver daganaxa tu is ras aketebs shentvis….

    • anna ამბობს:

      დათო, ყველას რომ გაეცი პასუხი :დ რა როჟა ხარ :)))) ამაგს თავი დავანებოთ, არსებობს მონატრება, ვასასის ვეთანხმები მე პირადად. ძალიან მენატრება ხოლმე ჩემები და მაინცდამაინც ცალკე ცხოვრება რა უბედურებაა, უბრალოდ საშულება რომ იყოს, კარგი იქნებოდა 2 – 2 სახლი ქონდეს ყველას :დ ერთში მარტო თვითონ, და მეორე მშობლებისთვის :))) ეჰ, წავიოცნებე :))

  7. Natosha ამბობს:

    როგორც წესი, “ერთად ცხოვრებაში” სწორედ დამოკიდებულება იგულისხმება და არა მხოლოდ ის, რომ მშობლებთან ერთ ბინაში ცხოვრობენ. 25 წლის ქალს, საღამოს 9 საათის მერე სახლიდან რომ “არ გიშვებენ” და “დაქალებთან არ გტოვებენ დასაძინებლად”, და 30 წლის კაცს დედა კოვზით და თეფშით რომ დაგსდევს, “ჭამე, დედა, ჩემი სიკვტილი” და კარტოფილის გაფრცქვნა რომ არ გეხერხება, ჩემთვის პირადად მართლა ტეხავს ) და აქ ევროპა არაფერ შუაში არაა (საერთოდაც, რატომ შ&&ცით ამ ევროპას?). სუფთა ადამიანური ამბავია, რომ რაღაც ასაკის მერე ვიღაცის კალთას არ უნდა იყო გამობმული, გინდა ფინანსურად და გინდა მორალურად.

    კიდევ ერთხელ ვხსნი, მორალურ დამოკიდებულებაში ემოციებს არ ვგულისხმობ. მშობლები რომ ყველას უყვარს გასაგებია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საკუთარი თავის უზრუნველყოფის ტაკო რომ არ გაქვს ადამიანს, ტეხავს. თანაც ძალიან.

    • anna ამბობს:

      ოჰ, მშობელი თუა შეუგნებელი ეგ სხვა საქმეა და რაც შეეხება მაგ სუფთა ადამიანურ ამბავს, ვფიქრობ, მშობლების მარტო მიგდება უფრო ცუდია გარკვეული ასაკის მერე 🙂

დისკუსია დახურულია.