ცდუნებებს ვერ ვუმკლავდები :?

ყველა, ვინც მიცნობს, ძლიერ ადამიანად აღმიქვამს. ზოგჯერ მეც მგონია თავი ძლიერი, მაგრამ ვხვდები, სინამდვილეში არაა ასე. არაერთი ფაქტი მომხდარა და ხდება, რაც მაფიქრებინებს რომ იმაზე უფრო სუსტიც კი ვარ, ვიდრე დასაშვებია.

მაგრამ, ალბათ, უბრალო ადამიანური სისუსტეების გარეშე არსებობა შეუძლებელიც კია.. სხვანაირად დაპროგრამებულ რობოტებს დავემსგავსებოდით და ყველაფერი აზრს დაკარგავდა..

ჩემს ძლიერებაზე ვლაპარაკობდი და დავასკვენი, რომ ყველაფერი , რამაც გარშემომყოფები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცე ხასიათი მაქვს, შეთითხნილი სისულელეა რა …  ძლიერი კიარა, გულქვა ვარ და ნებისყოფის გამოყენება კი არ მჭირდება რიგ შემთხვევებში, უბრალოდ ჩემს გულამდე არ აღწევს ბევრი რამე და შესაბამისად , ჩემს სასარგებლოდ წყდება მოვლენები.

ცუდად საქმე მაშინაა, როცა ნებისყოფის გამოჩენა მჭირდება, ანუ გულით მინდა რამე გავაკეთო და გონება ცდილობს შეეწინააღმდეგოს. აქ ქრება ანას სიმტკიცე და ვდებილდები. ყოველთვის იმას ვაკეთებ ასეთ დროს, რაც მინდა, მიუხედავად იმისა, ვიცი სისულელე კიარა, ზესისულელე შეიძლება იყოს.

საშინელებაა ეს , საშინელება… მინდა ვიყო რობოტი 🙂 ამომივიდა ყელში საკუთარი გრძნობები და სურვილები რომ მანიპულირებენ ჩემზე .  ნუ ფიქრობთ, რომ ეს პოსტი პირად გრძნობებს ეხება ხალხნო: ახლა მაგალითად, ის მაწუხებს, რომ იმის მაგივრად, წიგნი გადავშალო და ვიმეცადინო, კომპიუტერთან ვზივარ და ამ სრულიად უსარგებლო ტექსტს ვკრიბავ, იმის იმედით, რომ წინ ბევრი დრო მაქვს და სწავლას ხვალაც მოვასწრებ. ჯანდაბა !

რამე უნდა ვიღონო და გავხდე ფსევდოძლიერი კიარა, მართლა მაგარი და ყოჩაღი, თორემ ყელში ამომივიდა უკვე. მე ვარ აქ მთავარი, თუ რაღაც სურვილები? !

არ ვიცი , არ ვიცი, შეიძლება ყველა ჩემსავითაა, ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რასაც მე განვიცდისავით, მაგრამ რაც არ უნდა ჩვეულებრივი იყოს, საკუთარი თავისგან წამოსული ეს სისულეები არ მომწონს!

შესაძლოა, რაღაც ეტაპზე მართლა ძლიერი პიროვნება ვიყავი, მაგრამ მერე თავში ამივარდა. ამასობაში წლები მომემატა და უფრო მეტი ძალა დამჭირდა. ალბათ … კარგია თუ სწორად მაინც მივხვდი:)

ახლა მეყოფა საკუთარი თავის ლანძღვა, არასრულფასოვნების კომპლექსი არ განმივითარდეს მეშინია, თორემ მერე კიდევ ერთი წუწუნა, ფილოსოფიური პოსტი დაიწერება, იმის თაობაზე , თუ როგორ ვებრძვი ამ სენს 🙂

ბრძოლაზე გამახსენდა სწორედ ახლა, რომ დროა, მხედველობის  დაქვეითებას ვებრძოლო და ოდესღაც მიგდებული სათვალე მოვირგო, თორემ სიბრმავეც და არასრულფასოვნების კომპლექსი ერთად?! ო ღმერთო ,  მეტიმეტია 😦

7 thoughts on “ცდუნებებს ვერ ვუმკლავდები :?

  1. Mari says:

    აჰა, გაიკეთე ახლა სათვალე და თანდათან დაემსგავსები დუდის :)))

  2. ninagorecki says:

    ცდუნებას რომ გაუმკლავდე, ცდუნებას უნდა აყვეო თუ რაღაც ეგეთი, უაილდი ამბობდა :დ

Comments are closed.