გრცხვენოდეთ

რამდენიმე წლის წინ, გოგო გავიცანი, თურმე ჩემი დაუძინებელი მტერი ყოფილა. დავმეგობრდით, ფაქტიურად, საუკეთესო მეგობრები გავხდით და ერთ-ერთი სიყვარულის შემოტევის დროს მეუბნება, ჩემო ანა, ახლა ძალიან მიყვარხარ, შენზე უკეთესი მეგობარი მე არ მყავს, მაგრამ მინდა ისიც იცოდე ადრე დასანახად ვერ გიტანდიო.

გამიკვირდა, არაფერი დამიშავებია, არ ვიცნობდი, რა უნდოდა ? მიზეზიც არ დაუმალავს : მაღლებზე ამხედრებული და მაკიაჟით “გატყაპნილი” სახით რომ დადიოდი, ამიტომ ვერ გიტანდი, ახლა დავინახე შენი პიროვნული ღირსებები და გიღებ ისეთს, როგორიც ხარო. ერთხელ და სამუდამოდ შემზიზღდა ის გოგო და შეწყდა ჩვენი დაქალოჩკობა🙂

ამ ამბის მერე, კიდევ ძალიან ბევრს  გადავაწყდი, რომლებიც ვერ იტანენ  “გლამურულად სახეგატყაპნილ” გოგოებს და თურმე, სილამაზეს რომ თავი დავანებოთ, თავის მოვლა, ქალისთვის დიდი დანაშაული ყოფილა და პირდაპირ კავშირში მყოფი მის უტვინობასთან!

არ ვიცი ხალხნო, მე შემრცხვებოდა თქვენს ადგილას. ყველა ვერ მოუვლის თავს და ვერ ჩაიცვამს ისე, როგორც უნდა, გასაგებია, მაგრამ იმათმა რა დააშავა, ვინც ლამაზდება?

ხშირად მინახავს გოგონები, რომლებიც გვარწმუნებენ თავის მოვლის არააუცილებლობაში, იმაში, რომ საკმარისია 5 წელიწადში ერთხელ იყიდო ფეხსაცმელი , რა საჭიროა ყოველ სეზონზე ?! ამ დროს სურვილი მიჩნდება, მქონდეს ბევრი ფული და მივცე რომელიმე ასეთს, მერე კი ვუყურო , რას იზამს. რა თქმა უნდა, თავპირისმტვრევით გაიქცევა მაღაზიებში და მერე, მეხსიერების დაქვეითებას მოიმიზეზებს..

კეთილი რჩევა ჩემგან: გაჩუმდით

და კიდევ, ჩემი მხრიდან, იმ ლისტში,  სადაც სხვადასხვა სასაცილო თუ სატირალი ფაქტებია ჩამოთვლილი, მხოლოდ საქართველოში რომ ხდება,  ერთს მივუმატებდი

ალბათ მხოლოდ საქართველოში ითვლება სილამაზე და თავის მოვლა სირცხვილად …

14 thoughts on “გრცხვენოდეთ

  1. Mari says:

    ჩემო ანა, მაკიაჟით “გატყაპნილო”, ქუსლებზე ამხედრებულო და ნამეტნავად ლამაზო, ნუთუ არასოდეს გაგიგია, რომ შური ოხერია? თანაც ისეთი ოხერი, რომ… მტრისას.
    რომ იცოდე, შურიანი გოგოები ძალიან საშიშები არიან და უფრთხილდი. ოღონდ იმას არ გეუბნები, რომ ყველა ადამაინს ეჭვის თვალით უყურო.
    უკვე არ მიკვირს მასეთი რამეები. ადამიანმა, რომელსაც 10 წელი დაქალს ვეძახდი, ერთ მშვენიერ დღეს დაბოღმილმა და გამწარებულმა წამომაძახა, რომ თურმე მე თავში მქონდა ავარდნილი ის, რომ მაკიაჟით ვიტყაპნებოდი, ქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი, წარბებს ვიპუტავდი, თმას ვუვლიდი და ისიც კი, რომ გრძელი ფრჩხილები მქონდა😀😀😀 ვინ უშლიდა? თვითონაც ექნა თუ უნდოდა.

    • anna says:

      აჰა, ბანჯგვლიანი წარბების აუცილებლობის შესახებ გამომრჩა პუნქტი :დ შენი თმის მეც მშურს ხო :)))

    • dato darbaidze says:

      erti ram gaitvaliswine roca adamiani ganerviulebulia is swored imas getyvis rac shen yvelaze metad ar gsiamovnebs magvram sulac ar piqrobdes egre….

      ravi me roca nervebi momshlia gere yopila mitqvams is rac zustad vicodi ro magrad gautydeboda mara sulac ar vpiqrobdi ise…

  2. პერწკლი says:

    მე მაქვს საკმარისი თანხები იმისთვის რომ ყოველთვე თითო ფეხსცმელი ვიყიდო მინიმუმ, მაგრამ არ ვყიდულობ, სამაგიეროდ კედები მიწყვია მწკრივში, მიყვარს ჯინსები, მოკლე ფრჩხილები და დეკორატიულ მაკიაჟს არ ვხმარობ. ჩაცმითაც სადად და კომფორტულად მაცვია და მაღაზიებში სიარულის ატანა არ მაქვს. ხოდა რავი მგონი საკუთარ სხეულსაც და თმასაც ვუვლი😀 თუმცა უცებ აქ ვარკვევ, რომ შენნაირმა შეიძლება დამინახოს და “ა, ამას თავის მოვლა არ შეუძლია?😀

    კი, მე არ მიყვარს მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგოები, რომლების ძლივს დადიან, იმხელაფრჩხილებიანები, ხელებს რომ ვერ ხმარობენ, იმდენი ტონალური და მაკიაჟი რომ უსვიათ დღისით, თითქოს წვეულებაზე არიან+ძალიან ბევრს ისმევენ და სახე აღარ ჩანს. რატომ არ მიყვარს? იტყლარწებიან და იმიტომ.

    გატყლარწვის გარეშე ამ ყველაფერს ძალიან, ძალიან ცოტა გოგო იხდენს თბილისში, ერთ-ერთი ასეთი ჩემი მეგობარია და მომენტ სულაც არ მშურს, უბრალოდ, ვერ ვხვდები როგორ არ ეზარება😀

    ხო, მაკიაჟი თავის მოვლა არაა.
    თავის მოვლა ლამაზი და სუფთა სხეული, ლამაზი თმა, სახის კანი და ფრჩხილებია. ვარჯიში ან ფიზიკური აქტივობა, კრემი, ეპილაცია და მსგავსი ქალური წვრილმანები.
    მაკიაჟი კი დეკორაციაა, რომელიც მოუვლელი სხეულის ზემოდან, უბრალოდ, სასაცილოა. და ნებისმიერი გოგო, რომელიც მოვლილია, მაკიაჟის გარეშეც ლამაზია, იმჰო😀

    ხოდა, მე შენ სულაც არ გიცნობ შესაბამისად ვერანაირ კატეგორიაში ვერ გაგიყვან, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა რომ კედებში სიარული აპრიორი ქუსლებიანის შურს არ ნიშნავს, 😀

    ან სად შოულობთ ამ ბანჯგლიანწარბიან გოგოებს და ულვაშებიანებს კიდე😀

    • dato darbaidze says:

      erti ram ver gagiga shen mgoni :)) ise wera gyvarebia xo ici :))

      gachnia zogs uxdeba makiaji zogs ara zogs is tonaluri zogsac ara …. eg individzea me sulac ar vtvli ro gogo tu magal quslianze ara da makiaji ar aq is movleli an ulamazoa…. yvela lamazi shesabamisadac movlilia…

      shen ar vici ramdeni wlis xar mara mainc vityvi chven asakshi movlaze laparaki zedmetia jer jerobit… mara ai 35-40 wlisas ukve saqmeaaa…. nu mament saqartveloshi eg asaki memgoni 30 welzea chamosuli…

  3. siyvarulovna says:

    ყველაფერს საზღვარი აქვს = ))
    ქუსლსაც გაპრანჭვასაც და თავის მოვლასაც

  4. anna says:

    მეც მინახავს უსაზღვროდ გადატყლარჭული გოგოები :დდ

  5. knuti says:

    ძალიან მიყვარხარ და გაფასებ ისეთს როგორიც ხარ, მაგრამ ამ პოსტში ვერ დაგეთანხმები ანა.
    ქუსლებზე ამხედრებული და ყვითლად სახელაპლაპებული გოგოები, სიფათი ოფლიანივით რომ უბრწყინავთ ზედმეტი მაკიაჟისგან, არასდროს გინახავს თუნდაც თეუსუში? მასეთებზეა საუბარი, როცა ვაკრიტიკებთ ხოლმე….

    პ.ს. არასდროს მინახავს შენზე ზედმეტი მაკიაჟი.

    • anna says:

      მე ეგეთებზე არც მქონია საუბარი, ადამიანურ სილამაზეზე და თავის მოვლაზე ვლაპარაკობ და არა გაჯზე და ცემენტზე :დ

      • knuti says:

        ადამიანური და ნორმალური, მსუბუქი მაკიაჟი არც უნდა აღიზიანებდეთ წესით.

        მე საკუთარ თავს ვეკაიფები ხოლმე, ამხელა გოგომ თვალზე ფანქრის წასმა რომ არ ვიცი😀

  6. nino says:

    ალბათ მხოლოდ საქართველოში ითვლება სილამაზე და თავის მოვლა სირცხვილად …
    +1000000

    ver vitan zedmet makiajs, magram bevri vici visac quslebic uxdeba da makiajic da bevri vici visac sastikad ar uxdeba arc keti da arc kossaa:DDDnu imat arc quslebi uxdebat:D

    rac upro meti movlili da lamazi adamiani ivlis quchashi mit uketesi
    momwons sheni blogi anna:)

Comments are closed.