ჩემი ერთი არაჩვეულებრივი დღე :)

5ჯერ გავხსენი პოსტის ფანჯარა და 5ჯერვე დავხურე.. აღარ ვიცი რომელ ერთზე დავწერო და ვინაიდან და რადგანაც მრავალფეროვანი დღე მქონდა, საინტერესო ფაქტებს ამოვარჩევ. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რაღაც არსებობს ჩემში კუდიანისებრი :

დიდი ხანია ვგრძნობდი რომ დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში დღე, როცა სახლში შეღწევა ღობეზე ნახტომით დამჭირდებოდა და ეს დღეც დადგა : გასაღები რომ არ მქონდა, მაშინ აღმოვაჩინე, როცა საკეტი გაწკარუნდა და კარები ხმაურით ჩაირაზა ჩემი დასაწვავი ხელით.

საღამომდე დავიკიდე ეს უბედურება და გავეშურე საქმეებზე. ვნახე ჯგუფელი, ვიყიდეთ ძაფები და დავსაქმდი კაშნეს ქსოვით , სამი წუთით თვალი მოვკარი დუდისაც და ბოლოს, როცა მშვიდად გავფლანგე ფული ტანსაცმელში , ვიღას ახსოვდა მოსალოდნელი უსახლკარობა 🙂 მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? ჰოდა მივედი სახლამდე და ღობეზე ნახტომით მომიხდა იქ შეღწევა. დავლაგდი, დავისვენე მაგრამ ვინ მოგასვენებს?

მწერს ჩემი ღრმად პატივცემული ყოფილი-ოთარი. ბანალური მოკითხვა და უფრო ბანალური კითხვა?

-შეყვარებული ხომ არ გაგიჩენია?

პასუხმა აშკარად უსიამოვნება მიაყენა და ჩვენს შორის საუბარი , როგორც თვითონ თქვა, დროებით შეწყდა 🙂

მე კი მეცინებოდა და მარი მახსენდებოდა, მაგრამ მისგან განსხვავებით ექსპერიმენტის ჩატარება არ დამჭირვებია:) საქმეში ჩაუხედავებისთვის: საქმე იმაშია, რომ მივხვდი, დიდი ხანია უკვე მკიდია ძველი გრძნობები და მიწა მივაყარე მე ბოროტმა 🙂

მოკლედ, სიტყვა გამიგრძელდა და დღეს საინტერესოც აღარაფერი აღარ მომხდარა, მეტისმეტად რომ არ მოგაბეზროთ თავი, მე წავედი:)

დააფდეითება მომიწია :

ჩემი მეგობარი მოფრინავს ერთ თვეში საქართველოში . ხალხნო იცით ეს თქვენ რას ნიშნავს? სიხარულისგან გავაფრენ და იმას :დ

5 thoughts on “ჩემი ერთი არაჩვეულებრივი დღე :)

  1. Mari says:

    რამდენჯერ მომიქსოვია კაშნე და მერე გამიჩუქებია 😛

    ჰოდა, კარგია, რომ ექსპერიმენტების ჩატარება არ გჭირდება, შენ ბოროტს :)))

    • anna says:

      დიახ დიახ, აღფრთოვანებული ვარ, შენსავით :დდ

Comments are closed.