ყოფითი პოსტი

ჩემს ირგვლივ დიდი არეულობაა და მე სულაც აღარ მაწუხებს ეს ამბავი. პოსტი დავწერე ამაზე, მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის ნათიას პოსტი იხილეთ, რადგან მე მოცემულ შემთხვევაში ვუღალატე ჩვეულ კრიტიკას და სუფთა ადამიანური თვალსაზრისით შევხედე იმას, რომ მალე თეუსუს სტუდენტი აღარ მერქმევა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მგონი საერთოდ ეჭვქვეშ დგას ჩვენი სტუდენდობის საკითხი.

მოკლედ, რადგან უკვე დიდი ხანია მიხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ძაღლი ყეფს , ქარავანი მიდის, შევეშვი საჯარო დისკუსიებში თავით გადაშვებას და დავმშვიდდი. რაც უნდათ ის უქნიათ, მაინც იმას იზამენ, რაც აწყობთ. მე კი, ჯობს, ისევ ჩემს თავზე ვწერო.. და ვიკითხო:)

დღეს უნივერსიტეტს ვაცდენ, არეულობის ყურება აღარ მინდა და ხვალაც იმავეს გავიმეორებ, ბიზნეს გეგმას დავწერ ეკონომიკაში. უფრო სწორად, დავამუშავებთ მე და გოგოები , უკვე დაწერილს , ოღონდ სხვისას 🙂 კარგია, როცა რაღაც გამზადებული მოგდის და აღარ წვალობ!

ბოლოსდაბოლოს უნდა დავწერო გუესტ პოსტი ნიკასთან და მოვიშორო სინდისის ქენჯნა, ამდენი ხნის განმავლობაში არ დაწერით გამოწვეული 🙂

თავსაც უნდა მივხედო და ვიყიდო საზამთრო ტანსაცმელი თანდათან. ჯობია დავნებდე სიცივეს, ვიდრე სადმე ჩემი გვამი აღმოაჩინონ გაყინული.

ამასობაში, მორჩეს იქნებ გამოცდებს ზოგ-ზოგიერთი და მეც მომხედოს ვინმემ 🙂

ერთი სიტყვით,  შემდეგ, უკვე არაყოფით პოსტამდე, ხალხნო და ჯამაათნო.. ფოტო კი სიმბოლურად, იმის აღსანიშნავად, რომ დიდი ხანია არსად წავსულვართ და მომენატრეთ 😐

6 thoughts on “ყოფითი პოსტი

  1. Ani says:

    ჩაიაროს ამბებმა იქნებ როგორმე და დავუბრუნდეთ ჩვეულ ამბლუებს… ვიაროთ ბევრი…

  2. siyvarulovna says:

    “ამასობაში, მორჩეს იქნებ გამოცდებს ზოგ-ზოგიერთი და მეც მომხედოს ვინმემ” – ყველას ტავის გაჭირვება აქვს ამ ერთ ფრაზაშია მოქცეული 😀

Comments are closed.