ზამთარი-ჩემი შთაგონების წყარო :)

 

ჩვევად მაქვს, ყველაფერს , რაც არ უნდა ცუდი იყოს, გამოვუძებნი ხოლმე დადებით მხარეებს, რომ როგორმე შევძლო ატანა და არ გავაფრინო, ამ შემოდგომის მიწურულმა კი ცოტა არ იყოს, ნერვები მომიშალა. აცივდა, გავიყინე, ჩავიფუთნე შესაბამისად და განწყობა გამიფუჭდა.

ჰოდა , ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გამოსავალი მოვნახე: თუ თბილად ჩაცმაა, თბილად ჩაცმა იყოს. ამისთვის კი დამატებითი აქსესუარებიც საჭიროა, თავი რომ დავანებოთ თბილ ქურთუკს და ფეხსაცმელს. ფანტაზიის იმედად ყოფნას გამზადებული პროდუქტი ვარჩიე და გუგლმაც არ დაიზარა :

აუცილებლად მოვნახავ დროს და მოვიქსოვ დაახლოებით ასეთ ქუდს.

რომელიმეს მსგავს ხელთათმანს, თუ არ დამეზარა, 2 ცალს 🙂 თბილი კაშნეც მჭირდება, მაგრამ არ მომეწონა არაფერი და რამეს ჩემით მოვიფიქრებ.

და რაც უკვე ერთი წელია მინდა და რასაც შარშან,  ჩემი სიზარმაცის და საჭირო აღჭურვილობის არქონის გამო ვერ მოვაბი თავი , არის ეს ე.წ ‘კაბა’:

ვეცდები უახლოეს 2 თვეში საკუთარ ტანზე მორგებული ვიხილო ეს ყველაფერი და პატარა ფოტო პოსტიც დავწერო, ასე რომ წარმატებებს ვისურვებ და შემართებით დავიწყებ შრომას.

p.S

ჰო, თუ რამე საიტი იცით, სადაც ნაქსოვი ნივთები მოიპოვება, შემატყობინეთ 🙂

2 thoughts on “ზამთარი-ჩემი შთაგონების წყარო :)

  1. Mari ამბობს:

    ზამთარი – ჩემი ტკივილი
    ზამთარი – ჩემი დააარდიააა…

    მაღლივის სიმღერა ზამთარზე გადავაკეთე :))) სპეციალურად ჩემს სატანჯველად მოდის და არ მოისვენებს, სანამ სურდოს ან რამე დაავადებას არ ამკიდებს 😦

Comments are closed.