ახლა უფრო მეტად მიყვარხართ

მე ჯგუფელებისთვის არასდროს მითქვამს როგორ მიყვარდნენ. სულ ვწუწუნებდი, რომ არ მომწონდა უნივერსიტეტი, როგორ მომბეზრდა და როგორ მინდოდა ჯავახიშვილში..

გუშინ გავიგეთ, რომ თსუს ვუერთდებით და გამეხარდა, როგორც იქნა აქაურობას თავს დავაღწევთ-მეთქი. ბოლო მოეღებოდა ჩემს გაუთავებელ ბუზღუნს, ჯუჯღუნს…

გავიხარე, გავბედნიერდი და  მერე გამახსენდა ჩემი ჯგუფი.. არ იციან ბავშვებმა როგორ მომენატრებიან. ყველა და ყველაფერი მომენატრება ….

მომენატრება ემოციები, სიხარული, წყენა, ხუმრობები, კამათი…

მომენატრება დილით პატარა ცარიელ აუდიტორიაში ჯდომა..

ჩემი ლექტორები მომენატრება…

გამოცდებისწინა ნერვიულობა მომენატრება…

ქსეროქსებზე გაუთავებელი სირბილიც მომენატრება…

ყველაზე მეტად ბავშვები მომენატრებიან…

საშინლად შევჩვეულვარ და გამიჭირდება ვიცი. პირველად უნივერსიტეტში ფეხი მათთან ერთად შევდგი და აქამდე სულ ერთად მოვედით. ლექტორები ერთი შეხედვით ამჩნევდნენ ჯგუფის სითბოს და სიყვარულს და ეს სიყვარული მენანება.

აღარავინ გამაცინებს და თმების მოზრდას აღარავინ მთხოვს დაჟინებით..

აღარავინ მომეპარება და თვალებზე ხელაფარებული არ მკითხავს: ვინ ვარ?

აღარავინ დააგვიანებს ყოველ დილით..

ახლა მახსენდება ყველაფერი და მეტირება, თურმე რამდენი რამე მაკავშირებს ჯგუფთან და რამდენი რამის გახსენება შემიძლია… ბევრ დროს წაიღებს და მაინც ვერ ვიტყვი იმას რისი თქმაც მინდა..

ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით თუ დავიშლებით. მინდა ვთქვა, რომ ნამდვილი სითბო და მეგობრობა ისაა, რომელიც საერთო საქმის გარეშეც გრძელდება.. მინდა ყოველთვის გვახსოვდეს ერთმანეთი, რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა გადანაწილდეს ჩვენი ჯგუფი.

11 thoughts on “ახლა უფრო მეტად მიყვარხართ

  1. siyvarulovna says:

    hm…😐
    რაც არ უნდა იყოს ეგ უბრალოდ შეჩვევაა, არა, იმას კი არ ვამბობ არ გიყვარსთქო, უბრალოდ მოულოდნელმა ახალმა ამბავმა იმოქმედა ეგრე.
    დანარჩენი: ქსეროქსები, გამოდები,ნერვიულობა,წუწუნი,ბუზღუნი,თმა გაიზარდე… ყველაფერი იქნეა ჯავახიშვილში

  2. otad says:

    tu egre giyvart ertmaneti damijere ar unda mogenatrot ertmaneti😀

    me chemi jgupelebi sulac ar menatrebian :)))))

    me shen menatrebi ani :)))))))

  3. qetu says:

    ani ra ginda guli gamiskdes? es ra posti dagiceria..momecona dzalian magram ….
    xom ici rom susti guli maqvs..isedac ganvicdi da aman uaresad imoqmeda😦 miyvars chemi teusu…chemi 718😦

  4. nini says:

    mec uzooomod mikvarxart da sul sul ase magrad mekvarebit……:*:*:*:*:*7+1=8 sul sul da koveltvis sadac ar unda vikot:))):*:*:*

Comments are closed.