უზრდელი და გოიმი

დღეს არ მახსოვს მარცხენა ფეხზე ავდექი თუ არა, მაგრამ მომხდარმა მოვლენებმა წამსვე მიმახვედრა რომ ასეთ ადგომას, ჯობდა საწოლში მენებივრა და გამომეძინა.

მობილურში სიმღერა მქონდა და ახლაც მაქვს, სახელოდებით  take it off  – kesha. სიმღერაც და შემსრულებელიც ნაცნობია ყველასთვის, ალბათ. ჰოდა, როგორც ადამიანთა უმრავლესობას, მათ შორის მეც, სხვის მობილურში ქექვა სჩვევია, დღეს, როცა უნივერსიტეტის გზას დავადექი შემთხვევით ნაცნობთან ერთად, ჩაძვრა ეს ნაცნობი ჩემს მობილურში და დაიწყო ანას მუსიკალური გემოვნების შეფასება. ეს სიმღერა რომ აღმოაჩინა, უტყუარი სიბანძის დიაგნოზი დამისვა.

ვინ გეკითხებათ , თქვენ, ადამიანებო, რას მოვუსმენ მე? ჯერ ერთი, იმიტომ არაა ეს არავის საქმე, ყველა ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია, მით უმეტეს მუსიკალური და ადამიანის ინტელექტი სმენადობით არ განისაზღვრება, ჩემი აზრით. ამ ჩემს აზრს, იმიტომ ვაყოლებ ყველაფერზე, რომ უმეცრები მიხვდნენ რომ ეს ჩემი აზრია და თავისუფალი აზროვნების უნარი ყველა მოკვდავს მიანიჭა მამაზეციერმა .

რაც შეეხება მეორე მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაკავდეთ სხვის ე.წ ბანძ გემოვნების განხილვით, ისაა, რომ, არ მეგულება არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ადამიანი, რომელსაც საყოველთაოდ აღიარებული ერთი “სიბანძისთვის” მაინც არ მოუსმენია დიდი სიამოვნებით.

არსებობს სხვა მრავალი და მრავალი არგუმენტები, მაგრამ აღარ შემოვიფარგლები ამ თემით, დღეს ბოღმის ნთხევის დღე მაქვს იმიტომ, რომ გოიმობა არ მაკმარეს, უზრდელიც ვარ და ხეპრეც:

უნდა დავდგე და გავასწორო მიწასთან ეს უფროსი თაობა რა :

რომ ჩამომიდგებიან საგანგებოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, მე ის ადგილი კანონიერად დავისაკუთრე და სულაც არ ვარ ვალდებული, ადგილი დავუთმო ყოველ მეორე, ოდნავ ასაკში შესულ არათუ მანდილოსანს, უკვე მამაკაცსაც კი.

ჰო, ვერ გამზარდეს ოჯახში, რახან ვიღაც გასიებულს არ დავუთმე ადგილი და ნუ აიღებს ნურავინ დედაჩემის მოვალეობებს თავის თავზე, თანაც მაშინ როცა ჩემი ცნობიერება სავსებით ჩამოყალიბებულია და დიდაქტიკოსების ზეწოლას აღარ ექვემდებარება! ვიყო ბატონო ყრუ და გაუგონარი, რადგან ჩემკენ წამოსული სალანძღი სიტყვების ნიაღვარი ერთ ყურში შევუშვი და მეორეში გამოვუშვი;

უბრალოდ ერთი ფაქტი არ მაძლევს მოსვენებას: როდემდე?

პასუხი ალბათ რამდენიმე ათეულ წელიწადში მეცოდინება:?!

15 thoughts on “უზრდელი და გოიმი

  1. otad ამბობს:

    me ra simgerac momwons imas usmen da sxvistvis sibandzea tu ara magrad mkidia 🙂 msiamovnebs da rato ar mousmuino vinmem mipasuxet ? imito ro ragac xalxis masa tvlis rom au goimobaa ?:)

    rac shexeba adgilis datmobvas kidev unda dautmo axalgazrda xar da magito:) ramdenjerac ginda imdenjer damitmia adgili zogs madlobac ar utqvams zogi kide naglad gadmoweula erti bolodan meore boloshi ro chem win damdgariyo mara me mainc dautme…

    • anna ამბობს:

      რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ მე სიტყვაზე ჯაზი, იმიტომ არ მეყვარება რომ მოდაშია და მაგარია. მირჩევნია იმას მოვუსმინო რაც მესიამოვნება და არ მესმის რატომ უნდა მიკონტროლოს ვიღაცამ გემოვნება

      • geoaria ამბობს:

        ჯაზს იმიტომ რომ უსმენენ,მოდაშიაო ეგ სხვა ფენომენია…

        არავინ გიკონტროლებს გემოვნებას… : )

        მოუსმინე იმას რაც გინდა… : )

  2. Mari ამბობს:

    რატომ იშლი ნერვებს მასეთ რამეებზე? ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ვოველთვის ერთ ამბავს მიტეხდნენ ხოლმე მეგობრები. ხან გადმონაშთს მეძახდნენ და ხან რას, მაგრამ სულ არ ვბრაზობ.

  3. otad ამბობს:

    saertod gemovnebaze ar daoben da tu vinmes gonia imas mousmens rac modashia an imas chaicmevs rac modashia da magari tipi iqneba dzalian cdeba :)))

    moda moda moda neta vin qmnis modas ? me chemi tavis modas me vqmni da sxva tu sxvisi moda moswons okey 🙂

  4. პერწკლი ამბობს:

    ვაიმე თავში რაღაცას ჩავარტყავ ვინმე ჩემს ტელეფონში რომ ჩაძვრეს და თან კომენტარები მიკეთოს გემოვნებაზე!!!!!!!!!!!!

დისკუსია დახურულია.