ტროა

პოსტის სახელი ალბათ გაგაკვირვებთ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომ ტროა ძაღლს, უფრო სწორად ლეკვს ეწოდება, რომელიც შვილივით მიყვარს. (შვილი ჯერ არ მყავს , უბრალოდ წარმოვიდგინე:))

უცნაურია, როგორ შემიყვარდა ლეკვი, როცა მთელი 19 წელი თუ აშკარა სიძულვილს არა , შეფარულ აღშფოთებას მაინც ვერ ვმალავდი ძაღლების მიმართ.

ყველაფერი ასე დაიწყო:

სულ ერთი ციცქნა და სულელი მობრძანდა სახლში, სულ ეძინა და ჭამდა.. პირველად რომ დავინახე, ჩვეულმა ფიქრმა გამკრა, ამას რა შემაყვარებს, როგორ ვითმინო ეს წყეული არსება სახლში-მეთქი მაგრამ რმდენიმე საათში ჩემს კალთაში ამოყო თავი და კარგა ხანი ეძინა.

მეც, მზრუნველი დედასავით შევიფერე როლი და უცებ გულში რაღაც ვიგრძენი 🙂

დედობრივი ინსტინქტი: იურისტებს არ უნდა გაუკვირდეთ წესით, თუ რამ გაალღო ჩემი გაყინული გული 🙂

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბევრი დამიკარგავს, რომ არ მყოლია ძაღლი, თუ მყავდა , სოფელში, ეზოში თავისთვის მიგდებული და ჩემი მასთან ურთიერთობა მხოლოდ წვალებით შემოიფარგლებოდა. ძაღლი კი მაინც ერთგულად მემსახურებოდა ხოლმე, ყოველი ჩასვლისას.

ახლა ვინ ვის ემსახურება საკითხავია, განსაკუთრებულ რეჟიმში ვცხვრობთ სახლში:)

მოვლენები ჩემსა და ტროას შორის ასე განვითარდა:

არადა რას ამბობ, ძაღლს როგორ ვაკოცებ მეთქი ისე ვიძახდი, როგორც ამაყი ქართველი ჭაბუკები გაიძახიან, ნაკოცნ გოგოს ცოლად არ შევირთავო(აქ მომიტევეთ მცირედი გადახვევისთვის)

ჰოდა, რას ვამბობდი…

არ დამაცადეს ტროას მოფერება და ალერსი, წაიყვანეს სოფელში და ასე მეგონა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი იყო ჩემგან შორს და უჩემოდ ცხოვრობდა, დავიტანჯე და მომენატრა.

გუშინ ჩამოვიდა  და ვიტირე. მე მეგონა ათ დღეში დავავიწყდებოდი და გამიუცხოვდებოდა, ის  კი ჩემკენ გამოექანა და ჩამეხუტა. თუ მე ჩავეხუტე აღარ ვიცი..

სამი საათი გვერდიდან არ მომშორებია, არ დაღლილა და ჩემი გემრიელად დაკაწვრა მოახერხა.

აი კიდევ ერთი ფოტოც, წინას მსგავსი, ისევ იმ ადგილას, აღფრთოვანებული მე და პატარა ტროა:

მე უკვე მიყვარს ძაღლები . შენ? 🙂

რაღაც სარეკლამო ტექსტს მახსენებს ეს სიტყვები, თან მისი უაზრობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მგონი ჩემ გარდა ყოველთვის ყველას უყვარდა ძაღლები, მაგრამ მაინც, იყოს…

13 thoughts on “ტროა

  1. Mari says:

    ვაიმე, რა საყვარელია… ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ მეშინია მათი.

  2. siyvarulovna says:

    ვაიმე როგოგრ გაზრდილა…
    ეხლაც სახლში გყავს?
    აუ ცემი ძაღლი მენატრებაა… = ((
    ეხლა ვიტირებ… :((
    სულ 1 თვის იყო რომ მომიყვანს, ძლივს დადიოდა და ჩემთან ეძინა ხოლმე. ვკოცნიდი უამრავს და სულ ცახუტებული მყავდა…
    1 წლისაც არ იყო რომ მოკვდა 😦
    სოფელში წაიყვანეს და იქ ვერ გაუძლო 😦

  3. otad says:

    kargi ra kargi ra kargi ra kargi ra :)))))))))))))))))))))))))
    dzaglia dzagli ra gevasebat am dzaglebshi yvela ertnairi mosabezrebelia ra :)))
    mara tu shen zrdi da shentanertad cxovrobs mainc giyvardeba rogorc ver unda itande :))))
    me myavs saxlshi dzagli rembo qvia 😀 qalebis dakervashi magari tipia mara dalshe chams da dzinavs arc yeps blad :))

    • siyvarulovna says:

      ძაღლი კი არა სათამაშო მიყვარს რომელიც 8 წელია ჩემთან ერთად იძნებს.
      წარმოიდგინე ძაღლი როგორ მეყვარება რომელიც ცოცხალია, რომელიც მეთამაშებოდა. ვუყურე როგორ გაირბინა პირველად. ლამის ხელით ვაჭმევდი პატარა რომ იყო. ბანაობის დროს ფენით რომ ვაშრობდი სულ მწუწავდა და აბაზანას “ვიმხობდით” ხოლმე 😐
      როგორ არ უნდა მიყვარდეს ამის მერე?

    • anna says:

      დათო რაა 😐 როგორ არაფერი არ გიყვარს, ვინ ხარ შენ ვაბშე?>? :დ

  4. Nina Gorecki says:

    ტროა რა მაგარი სახელია ძაღლისთვის 🙂 მე მიყვარს ციცქნა ლეკვები, ძაან სასაცილოები არიან 🙂

  5. ninnaka says:

    რა საყვარელია, პირველ სურათზე განსაკუთრებით 🙂 მეც მყავს ძაღლი აგერ უკვე 9-ე წელი მიდის და რომ მახსენდება რომ ოდესმე დადგება დრო და ის აღარ მეყოლება, ვგრძნობ გულში როგორ მწყდება რაღაც, შენი თქმის არ იყოს მეც საკუთარი შვილივით მყავს გაზრდილი, თუმცა შვილი არც მე მყავს 😀 საყვარელი არსებები არიან და თავისი ერთგულებით საოცრად შეუძლიათ თავი ერთ წამში შეგაყვარონ 🙂

    • anna says:

      ჩემს დეიდაშვილს ყავდა ძაღლი, პირდაპირ ჩვენს თვალწინ მოკვდა და საშინლად განვიცადე. ლამის მეც 9 წელი გავატარე მის გვერდით და საოცრად ვიყავი შეჩვეული 😦

Comments are closed.