კამათის ხელოვნება

მახსოვს, როგორ მთავრდებოდა რამდენიმე წლის წინ, ჩემი მსუბუქი შეკამათებაც კი ვინმესთან: ცამდე მართალიც რომ ვყოფილიყავი კამათის დასაწყისში, საბოლოოდ ჩემი სიანჩხლის შესახებ ლეგენდებს მოჰყვებოდნენ და  ოპონენტი მშვიდად, ანგელოზის გამომეტყველებით ტოვებდა ბრძოლის ადგილს…

და რაში იყო საქმე? მე არ ვფლობდი კამათის ხელოვნებას.  გაბრაზებულს, მავიწყდებოდა რამდენად დიდი იყო იმ ვიღაცის დანაშაული და პატარა შეცდომაზეც კი, მზად ვიყავი თმებში ვწვდომოდი.

ბოლოს, როცა უკვე ყველა გაურბოდა ჩემთან გამოლაპარაკებას, თავში მეტად საჭირო აზრმა გამიელვა: სტრატეგია უნდა შემეცვალა! ჰოდა, მე ხომ ცვლილებების დიდოსტატი ვარ , გამიჭირდებოდა ? რა თქმა უნდა არა და საბოლოოდ შევიმუშავე ზოგადი წესები, რასაც მოწინააღმდეგე ხშირ შემთხვევაში წყობიდან გამოყავს , მე კი მშვიდად ვარ, უკეთეს შემთხვევაში მეღიმება.

კამათის დროს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად უებარი საშუალებაა სიდინჯე და აუღელვებლობა. ოპონენტს აბრაზებს სხვისი უშფოთველი გამომეტყველება და თუკი კამათის დასრულებამდე შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, გამარჯვებულის თუ არა, ღირსეული მოწინაღმდეგის სახელი მაინც შეგრჩებათ.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გახშირდა კამათის შემთხვევები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთ ერთი საგნის სემინარის თემაც სწორედ  კამათის ხელოვნება იყო. მასალა საკმაოდ საინტერესოა და რამდენიმე, სპეციალისტების მიერ შემუშავებულ მეთოდს მივიშველიებ  თუ დავიმოწმებ მეტი დამაჯერებლობისთვის:

პირველ რიგში, აუცილებელია, დავიცვათ კულტურა კამათის დროს , ანუ:

არ უნდა გადაუხვიო კამათის საგნიდან, სწორად იცოდე რაზე კამათობ და მკაფიოდ დააფიქსირო შენი პოზიცია

მნიშვნელოვანია მოკამათეთა ქცევის ნორმები:

პატივისცემა, მოთმინება და თავდაჭერა

და ბოლოს:

მტკიცებულება და არგუმენტირება კამათის დროს,  ანუ აზროვნების მაღალი კულტურის ქონა

რომ წავიკითხე, გამიხარდა, კარგ გზას ვადგავარ მეთქი ვიფიქრე. ერთადერთი, ჭარბი ცინიზმი არ მაძლევს მოსვენებას და ამის აღმოსაფხვრელად ჯერ არ მიპოვნია  საშუალება. ვინმემ თუ იცით კარგი მეთოდები, გამომეხმაურეთ🙂

9 thoughts on “კამათის ხელოვნება

  1. vasasi says:

    :)))

    ამ ბოლო დროს დავამუღამე და ისე კარგად გამომდის სხვების გაღიზიანება, რომ ვეღარ ვამუხრუჭებ.. :))

    ახლა დამუხრუჭებაზე ვმუშაობ.. :დ

    • anna says:

      თუ წარმატებით იმუშავებ, შედეგი მაცნობე რა :დ

  2. zorbegi says:

    აუღელვებლობაზე და დამაჯერებელ არგუმენტებზე მეტი კაი მეთოდი არ არსებობს.😉

    ცინიზმი ეგეთ საკითხებში მეც ხშირად მახასიათებს, მარა საერთოდ არ ვწუხვარ მაგაზე.

    რჩევა:
    როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ: დაიკიდე _ მოგეშვება

  3. otad says:

    ani erti shen xar cvlilebebis didostati da meore Mishiko :))

    kamati dzan magrad miyvars gana imito rom cudi energia davxarjo ubralod bevrs vswavlob mag kamatis dros… imas upiqrdebi xolme razec arasdros davpiqrebulvar…

    nu ani rac rchevas shexeba kide cinizmi cudia imdenad cudi rom chxubsac ki udris… me ro vkamatobde da vigacam cinizmit mesaubros imena chatvale gadaketili maq😀

    chems shemtxvevashi kide amartlebs es ubralod chemi azria😀
    pasuxi aq idialuri ki gasagebia >>>magram<<< da amdros chatreuli myavs chemze 30 wlit uprosi adamiani romelic mzada chemgan xmis awevac ki moitminos😀

    • anna says:

      მე ვლაპარაკობ ზოგჯერ ცინიზმით, მაგრამ შენთან არასდროს მილაპარაკია : დ გადავრჩი ? ;პ

  4. siyvarulovna says:

    მიყვარს კამათი❤
    ოღონდ საინტერესო ტემებზე და საინტერესო ხალხთან. ისეთებთან ვისაც არგუმენტი და აზროვნება გააჩნია და უბრალოდ ბრტყელ–ბრტყელ ფრაზებს არ ისვრის.

Comments are closed.