როცა ოცნებას გიკლავენ

არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საოცნებო ქვეყანა, ქალაქი, თუნდაც პატარა კუთხე სადმე , დედამიწის ზურგზე, სადაც უდიდესი სიამოვნებით იცხოვრებდა. ხშირად ვოცნებობთ ამა თუ იმ  ადგილს როდის ვესტუმრებით და დროს საოცნებოდ გავატარებთ. გონებაში წარმოგვიდგება ზუსტი სურათები, თუ როგორი იქნება ის განუმეორებელი ადგილი და ეჭვი აღარ შეგვაქვს, რომ ყველაფერს აქვს ცუდი მხარე და ჩვენს წარმოდგენაში აღწერილი ფერადი სამყარო სულაც არაა ისეთი მომხიბვლელი, როგორიც გგვონია და გვინდა იყოს…

საშინლად მინდოდა ყოველთვის  New York-ს ვსტუმრებოდი თუნდაც ცოტა ხნით.. თუ გამიმართლებდა, მეცხოვრა კიდეც სამუდამოდ და საკმაოდ ბევრი სუვენირი დამიგროვდა ამ ქალაზე, თავის ლიტერატურითურთ, სადაც ისე ლამაზი იყო ყველაფერი, საკუთარი წარმოსახვა აღარაფრად მეჩვენებოდა.

აი, შეხედეთ, ჩემს ოცნებას : ულამაზესი და თვალისმომჭრელი ხედია…

ან ეს- გული მიკსდება , ისე მინდა ერთხელ მაინც, საკუთარი თვალით ვიხილო ეს ყველაფერი..

და ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად საღამოს მიწაზე დამანარცხეს. ჩამახედეს ამ ქალაქის ე.წ შიდა სამზარეულოში:

ჩემი მეგობარი ამერიკაში წავიდა და მეც, ზღვარს გადავდივარ უკვე, იმდენად ხშირად ვწუწუნებ მასთან, თუ როგორ მშურს მისი ..

ჰოდა დღეს მითთხრა, რომNew York -ში იყო. მეც,  აღფრთოვანებული, ის ის იყო, ავლაპარაკდი ჩემს ოცნებაზე, ისეთი რაღაც გავიგე, მეგონა თავში ერთი კიარა, ათი ლოდი მომხვდა :

“რას ამბობ, მაგარი ბანძი ქალაქია” -მესმის და ყურებს არ ვუჯერებ , რადგან პირადად მე , ასეთი რამ სხვა დროს არ მსმენია იქ ნამყოფი ქართველისგან .

“აი, ნახე მაგალითები” -მეუბნება და მიგზავნის რამდენიმე ფოტოს:

შეხედეთ დანაგვიანებულ ქუჩას და ჩვეულებრივ პეიზაჟს : მე სულელს კიდევ მეგონა ყველაფერი გაწკრიალებული და სუფთა იქნებოდა, როგორც შორი ხედებიდან ჩანს..

იცით, აქ მხოლოდ ფოტოებში არაა საქმე, მით უმეტეს, არც არაფერი მოსჩანს განსაკუთრებული. უბრალოდ ჩემი ოცნება წარსულს ჩაბარდა. თვალები კარგდ გავახილე და მივხვდი, ძალიან , ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ ამ ქალაქში ოცნებების ასრულება შეძლო. ფოტოებიდან ყველაფერი ლამაზად მოსჩანს და თვალს გვჭრის. გვგონია , ჩავალთ და ამერიკას დავიპყრობთ. მივხვდი, არაა ასე…

მაგრამ, თუ ოცნება დამემსხვრა, მიზანი გამოიკვეთა : მე მაინც წავალ და მოვინდომებ ძალიან…

მერე კი ისევ გამთელდება ჩემი ოცნება და მე მას აუცილებლად ავისრულებ: დავინახავ ჩემი ოცნების ქალაქს ისეთს, როგორსაც მინდა ვხედავდე…

9 thoughts on “როცა ოცნებას გიკლავენ

  1. ჭინკა ამბობს:

    ძალიან ბევრ მომენტში ისე გიწერია დამაჟრიალა..
    თითქოს არაფერი მარა მაინც..

    • anna ამბობს:

      შეიძლება რამე მსგავსი ოცნება შენც გაქვს და იმიტომ..

  2. Kevin ამბობს:

    Ana sheni posti wavikitxe da msurs imedebi gagicruo, anu tamamad shemidzlia girchio rom New Yorkze ocneba shegidzlia ganagrdzo da droze ganaxorcielo chanapikri, anu chamoxvide aq, ar shecde da ramdenime Hamburgeris aparatis da quchashi dadgmuli Grilis gamo NY-ze cudi shtabechdileba ar sheikmna, ratkmaunda NY sisuptavis etaloni ver ikneba imitom rom milionobit turisti dadis yoveldgiurad da shesabamisad bindzurdeba quchebi, tumca roca gaivli :5,6,7,8, aveniuebze 34,41,42 quchebze Broadwayze da kidev ramdenime dzalian cnobil adgilebshi sadac nebismier cuts sheidzleba Hollywoodis romelime varskvlavs gadaeyaro quchashi moseirnes ratkmaunda dacvit 😀 mashinve gagikreba imis survili rom NY tundac mcire uarkofiti detali shenishno, ertaderti rac NY-is ar momcons aris is rom zamtarshi aris sashineli sicive, autaneli yinva, catambrjenebis gamo mzis sxivebi titkmis ar axcevs quchebshi da mudmivad chrdilia es aris da es rac diskomforts kmnis danarchenze ki getyvi I LOVE NYC and SO YOU WILL…

    • anna ამბობს:

      იმედია მალე ვესტუმრები და საკუთარი თვალით ვნახავ ყველაფერს 🙂 შენც რა თქმა უნდა :ჵ რა ცუდია კომენტარებში ცენზურა რომ უნდა დავიცვა კახააა :|:დ

    • otad ამბობს:

      davijero NY cxovrob ?
      simartle gitxra me viyavi mag qalaqshi da didi gansakutrebuli veraperi shevamchnie tan ramodenimejerac ara iseti rogorsac velodebodi ragac gansakutrebuls…aq tavisi xibli tavisi silamaze rogorc yvela didi qalaqs… momwons catabjenebi…
      nu gzebi jojoxeti trafikebze agarapers vityvi qurdoba da da ubedurobebze agar gavagdzleeb :D:D
      me bevri axlobeli myavs mand da NY yurebamde arian sheyvarebulebi… albat mag qalaqshi unda icxovro rom shegiyvardes…
      me tu vicxovrebdi albad marto manhetenze 😀 bruklini erti tbilisis gareubans hgavs ra 🙂
      magram isic gamigia rom mand isetebi xdeba ro adamianma sxvagan sheidzleba egeti dro ver gataros….

      anu mokled rom vtqva cudi da kai yvelapers aqvs… magram NY chemisazrid ocnebis qalaqi araa 🙂 me chikago upro gamiswordeboda 🙂

  3. anna ამბობს:

    გმადლობ, არ მინდა რეპუტაცია შეგილახო და მერე მე შემელახოს :დდდ

  4. siyvarulovna ამბობს:

    მე ამსტერდამში მინდა.
    ქალაქში სადაც ყველაფერია
    გართობა, სწავლა… და მოკლედ, იზავ ყველაფერს რაც გინდა.

  5. Ani ამბობს:

    ყველა ქალაქშია ასეთი ადგილები, უნაკლო არცერთი არ არის…

Comments are closed.