ახალი შვილი – ანუ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია

წარმოიდგინეთ, ზიხართ თქვენთვის მშვიდად, არაფერზე ფიქრობთ, არაფერი გაღელვებთ, განვლილ ცხოვრებას იხსენებთ და კმაყოფილი ხართ…

ტელეფონზე ზარია , რომელიც უხეშად არღვევს თქვენს მყუდროებას:  ნეტავ ვინ უნდა იყოს? უცხო ნომერი…

მშვიდად პასუხობთ ტელეფონს და გული ჯერ კიდევ არაფერს გეუბნებათ..

-გამარჯობა, მამა; მე შენი შვილი ვარ …

და აქ მთავრდება, თუ იწყება ყველაფერი …

არ ვიცი, რას აკეთებდა მამაჩემი მაშინ, როცა მე დავურეკე 15 წლის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, მე ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი და გავიცანი მამა 16 წლის ასაკში…  უცნაური დამოკიდებულება მაქვს მამაჩემისადმი : არც საყვედური, არც წყენა, მაგრამ არც სიყვარული.

ზოგჯერ ძალიან მიხარია რომ უმამოდ გავიზარდე და მაშინ გავიცანი ის, როცა უკვე აღარ მჭირდებოდა. ასე ბევრად იოლი აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება თავისუფლად და ლაღად გაატარე , არავის შეუზღუდიხარ, და უცებ, ჰოპ, მამასაც იძენ, რომელსაც წარსულში დაშვებული შეცდომის გამო, შენზე არანაირი უფლება აღარ მოეპოვება, გარდა იმისა, რომ შვილი გიწოდოს ზოგჯერ 🙂

ახლა იმას ველოდები, ძმას როდის შევიძენ, უფრო სწორად ის როდის შემიძენს მე და მერე ვიცხოვრებთ ყველანი ერთად თუ არა, ტკბილად და ბედნიერად მაინც, როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე 🙂

მომიტევეთ, თუ ვინმეს განწყობა გავუფუჭე, მეპატიება, ხასიათს ვერაფერს ვუხერხებ ზოგჯერ , რადგან, როგორც ამბობენ, მე  არ მადარდებს სხვისი ცუდად ყოფნა, თუ კი თავად კარგად ვარ …

15 thoughts on “ახალი შვილი – ანუ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია

    • anna ამბობს:

      სულაც არა, მე ვიცი დედა შვილი, რომლებიც დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს და შვილი ხალხს აფრთხილებს რომ დედამისს მისი მისამართი არ გააგებინონ . სისხლის ყივილი არააა ყველაფერი რა . პირიქით, ძალიან ცოტას ნიშნავს , ჩემი აზრით

      • anna ამბობს:

        ხშირ შემთხვევაში მირჩევნია გავდეს კიდეც, სწორედ მაგიტომ მკიდია ძალიან ბევრი რამე. შენც სწორედ მაგისკენ არ მოგვიწოდებ ხოლმე ყველას?

    • siyvarulovna ამბობს:

      ცდები ; )) არ უყვართ ყოველთვის. მშობელს ალბათ ყოველთვის, მაგრამ აი შვილზე რა გიტხრა… ეს უბრალოდ შეჩვევა/შეგუების მომენტია ხოლმე

    • anna ამბობს:

      მახსოვს, სრულად მოგიყევი ადრე ყველაფერი და დამეთანხმე , შენს ადგილას არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, მართალი ხარო. თუ დაგავიწყდა, რა გითხარი ისეთი,რომ დამეთანხმე, შეგახსენებ

  1. siyvarulovna ამბობს:

    მოიცა, ანუ მამაშენმა არ იცოდა შვილი რომ ჰყავდა? 😕 ჰა?

    ნუ რაც არის…
    მამა მაინც საჭიროა 😛
    და რომ იძახი ეხლა აღარ მჭირდებაო მთლად მასეც არა = ))
    ნუ პრინციპში არ გჭირდება 😀 რადგან დამოუკიდებლდ ცხოვრება დაიწყე უკვე ; ))

    • anna ამბობს:

      არა, კი იცოდა, მაგრამ არ მოვუკითხივარ ვიდრე მე არ შევახსენე რომ ვარსებობდი და ეგეთ ცოდნას, არცოდნა ჯობია მემგონი :დდ

  2. otad ამბობს:

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa imena raaaa 😀

    vin agar gchirdebat ra agar gchirdeba ra mshobeli ar giyvart ra shegueba ris shegueba kargit ra….

    19 wlis bichi var mamachemtan paqtobirvad ar micxovria tu ar chavtvlit 6 wlamde…mament 6 wlisas arc maxosvs araperi…exla chamovedi mamachemtan ukve 8 tvea da exla vxvdebi ro me ro mamachemtan ertad vyopiliyavi upro magari adamiani viqnebodi vidre exla var… bevric mecodineboda da bevric gaketebuli meqneboda ! ! !

    da vabsheda me am temaze tuga davposto ***

    • siyvarulovna ამბობს:

      რომ გყოლოდა და მასთან ერთად რომ ყოფილიყავი სხვანაირად იფიქრებდი ‘;)
      თანაც ყველა ერთნაირი მშობელი ხომ არ არის არა?

  3. anna ამბობს:

    კიდე კარგი მიხვდი რომ არ უნდა დაპოსტო, თუ არ გინდა გააფრინო :დ აუ შენ სად წახვედი ვაბშე რა : მამაშენმა განგებ მიგატოვა? არა. არ ახსოვდი? არა. ძმას შენი არსებობის შესახებ უმალავს? არა . ხოდა აბა რა გინდა? მე კიდე უნდა მიყვარდეს ამ ყველაფრის მერე? დედა ტერეზობა არ გამომდის რაღაც

  4. veronika ამბობს:

    ძნელია,გიყვარდეს ის ადამიანი ვისაც არავითარი ამაგი არ აქვს შენს გაზრდაზე,ვინ იცის,რამდენჯერ გინატრია მამა?-ნუთუ არ გიფიქრია,-რომ გჭირდება მისი მფარველობა და სიყვარული?-როცა,ჩემი ქმარყოფილი წავიდა…შვილი სამი წლის იყო…ყოველი დღე იწყებოდა კითხვით:-“როდის მოვა მამა?”-ძალიან ბევრი,რამ მახსენდება,მაგრამ არ მინდა იმ ტკივილის გახსებება…მშობელი,რომ საჭირო არ ყოფილიყო,მაშინ არ იქნებოდა სიტყვა,რასაც დედა და მამა ჰქვია…და საერთოდ არ იქნებოდა სიყვარული.

დისკუსია დახურულია.