მე, ჩემივე თავის ქმნილება

რამდენიმე დღის წინ 2 – 3 წლის წინანდელ ფოტოებს ვათვალიერებდი და ძალიან გადავეშვი მოგონებებში. სამწუხაროდ სულ რამდენიმე ცალი მქონდა შემორჩენილი, უფრო ადრინდელები კი საერთოდ არა, პერიოდულად, გაუფრთხილებლობის გამო მეშლება ხოლმე, ჭკუას კი ვერადა ვერ ვსწავლობ.

რაღაც სასაცილო ბავშვი ვყოფილვარ, ნაადრევად რომ ცდილობს კეკლუცობას და აღარ მომეწონა ჩემი თავი🙂

არადა ის ფოტოები ადრე ძალიან მიყვარდა და ჩემზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგონა :)(აქ შეგიძლიათ დამცინოთ)

ამ ფოტოზე 17 წლის გახლავართ , მაკიაჟით სახედამშვენებული და სასურათედ გამოლამაზებული🙂

ჰო, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი ამ დროს და ნახევრად ბედნიერი და უბედური სახე მაქვს , გამიჯნურებულს:))

აქ დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ასევე 17 წლის ასაკში. პირველად მივდიოდი ახალ სკოლაში, ახალ ადამიანებთან, უცხო ქალაქში , მარტოდ მარტო. თანაც მაშინ ჯერ კიდევ არაკომუნიკაბელური და მორცხვი ვიყავი , მაგრამ მაინც მე თვითონ მოვძებნე ახალი სკოლა და მივედი კიდეც .

აქ უკვე შეცვლილი ვარ, ქალს დავემსგავსე თურმე :))

უფრო ძველი ფოტოებიც მინდოდა , თან როგორ … ასე მგონია წარსულის გარეშე ვცხოვრობ, უკვე რამდენი ხანია😐

რაც მთავარია, ვიხსენებდი როგორი ვიყავი ადრე და როგორი ვარ ახლა:

იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა საკუთარ ასაკს ხელის თითებით ვაჩვენებდი, თან ათივე თითი ძლივს მყოფნიდა ამისთვის. ეს უკვე ანომალიაა დღევანდელი გადასახედიდან🙂

იყო პერიოდი, როცა საკუთარი თავი ყველაზე შეუხედავი მეგონა.

შეუხედავს თავი გავანებოთ, უუნარო და უძლური ყველაფერში..

არ მყავდა მეგობრები, ვიყავი გულჩათხრობილი და არ შემეძლო საკუთარი თავის დაცვა.

ჰო, მსუქანიც ვიყავი ცოტა🙂 აი ფაქტიც, სადაც მოსჩანს ცოტა სიპუტკუნე:

მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს დავსვი საკითხი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. რაღაც კიარა, ყველაფერი .

არც ისე დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის , რომ ძირფესვიანად შევცვლილიყავი და საკუთარ თავში მეპოვნა ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც ზემოთ ვახსენე .

არაფერი არ არის ადამიანისთვის შეუძლებელი, საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა , თუ მოინდომებ, ნაკლს ღირსებით შეცვლი და ყველაფერს თავიდან დაიწყებ.

ამასობაში გავიზარდე ცოტა და 20 წელს მივუკაკუნე კიდეც .. თავს მშვენივრად ვგრძნობ და რა თქმა უნდა, ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ. საკუთარი თავისგან ყველაზე მეტს ვითხოვ და თუ მაქსიმუმს არა, ცოტას მაინც ვიღებ:)

ჩემთვის ესეც საკმარისია და მიხარია🙂

და ბოლოს, ესეც მე აწმყოდან :

 

 

11 thoughts on “მე, ჩემივე თავის ქმნილება

  1. knuti says:

    სულ სელფშოტები რომაა ძველები😀
    ლამაზი ხარ ) და კარგია მიზანდასახულობა🙂
    წარმატებები კიდევ უფრო განვითარებაში

    • anna says:

      ხოო, ადრე სხვა რომ მიგებდა ფოტოს მაგის კომპლექსიც მქონდა :დ

  2. otad says:

    eee😀 cvetshi damgruza am gogom😀 ro ar vicode vina vipiqrebdi ro vigaca moxuci wers ragacebs tavis cxovrebastan dakavshirebit🙂

    ee daikide ani ra cxovreba xanmokela shecade maqsimaluri siamovneba migo da cota ipiqro warsulze da cotati meti momavalze🙂

    imena gulaxdilad vityvi da imedia aravis ewyineba🙂 ai blogis nawerebs ro vkitxulob mikvirs xolme mgonia vigac bebrebi weren ragacebs tavis cxovrebaze xeli rom aqvt chaqneuli depresiashi myopi patara didebi tu ravi ra davarqva ar vici….

    kai saxaliso temebi mara ara sadepresio🙂

    maica ani chamoval me da blogi kiara vabshe yvelaperi davikidod ertad da avichrat cashi🙂

    • anna says:

      აი აქ რომ ჭკუას მარიგებ და დაიკიდე დაიკიდეო, დეპრესირებული რომ მიზიხარ ხოლმე ზოგჯერ სკაიპში, მაშინ სად არის შენი სიბრძნე? :დ თუ სხვა სხვის ომში ბრძენია ?:პ გაგახსენებ მე შენ მაგ სიტყვებს, ცუდ ხასიათზე რომ იქნები :დ
      ისე დროა ჩამოხვიდე😐
      მომენატრე😐

  3. otad says:

    mere unda daikido martla me ukve mkidia da bednierat vgrdznob tavs🙂
    xo mara me mament mqonda kidevac dadepresio mizezi:) shen sxva qveyanashi ar gadasulxar sacxovreblad….
    ki var xolme cud xasiatze rogor ara nebismieri adamiani mara exla is ro davjdet da yvelam ertad vitirot ra pontia🙂 piriqit megobrebi axloblebi natesavebi imistvis arseboben shemogdzaxon da gitxrad DAIKIDE🙂 exla gartobis dro movidaooo😀

    • siyvarulovna says:

      ბოლომდე დაკიდებაც არ ვარგა ; ))
      თუ დაიკიდებ აღარ გემახსოვრება
      თუ აღარ გემახსოვრება ვეღარ შეძლებ ნაკლის პოვნას
      თუ ნაკლს ვერ იპოვნი ვეღარ გამოსწორდები
      თუ ვეღარ გამოსწორდები მსგავს პოსტს ვეღარ დაწერ…
      მოკლედ, არ უნდა დაიკიდო, მაგრამ არც უნდა გადაყვე🙂 ყოველთვის უნდა გახსოვდეს ა ყოველთვის ითვალისწინებდე წარსულში დაშვებულ შეცდომებს აწმყოში, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ შეგექმნას.

      ვბოდიალობ ხო? არაუშავს = ))

  4. siyvarulovna says:

    2–3 წლის მერე ანალოგიურ პოსტს დაწერ და ისევ იტყვი შევიცვალეო = ))
    მე მიყვარს ცვლილებები და მიყვარს როცა მათ ვამჩნევ, მიყვარს როცა აღმოვაჩენ ხოლმე რომ რაღაც კარგისკენ შევიცვალე, რაღაც გამოასწორე და ა.შ = )))

    • otad says:

      xo ra tqma unda yvelam chvens tavebshi chavixedot da mivxvdebit rom yovel weliwads azri gvecvleba ama tu im sakitxze🙂

    • otad says:

      xo ra tqma unda yvelam chavixedot chvens chvens gulebshi da mivxvdebit rom yovel weliwads azrebi gvecvleba ama tu im sakitxze…
      ratom ?
      imito ro chven pirovnebebad vyalibdebit !

Comments are closed.