გასათხოვართა ინსტიტუტი ?!

დღეს მივხვდი, ჩემს მეხსიერებას შემორჩენია მოგონებები კოლეჯზე,  სახელწოდებით “გამათხოვე” . სინამდვილეში ამ კოლეჯს სხვა სახელი ერქვა და რა თქმა უნდა, ფუნქციაც სხვა ჰქონდა, მაგრამ მინიჭებულ წოდებას ამართლებდა თურმე: როგორც მავანნი ამბობდნენ, იქ მოხვედრილი გოგონები საოცარი სისწრაფით ტოვებდნენ მშობლიურ ბუდეებს და მიფრინავდნენ შორეულ ქვეყნებში. (ნუ , თხოვდებოდნენ:) )

ერთხელ, კითხვა გამიჩნდა, ბიჭებს რა ბედი ეწეოდათ ხოლმე? ისინიც თხოვდებოდნენ, თუ უკეთეს შემთხვევაში, ცოლები მოყავდათ? ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, და კოლეჯის არსებობაც მიმავიწყდა, მანამ, სანამ უნივერსიტეტში დისკუსია არ გაიმართა , თემაზე: კარიერა თუ ოჯახი?

აზრები ორად გაიყო, არადა როგორ ველოდი , რომ მარტივ ციფრ, სამად მაინც გაიყოფოდა , თუ ორიგინალურს ვერაფერს მოვისმენდი …

ეს ორი კატეგორიაც 2 უკიდურესობით შემოიფარგლა:

თურმე როცა ოჯახს ქმნი, სამსახურზე ხელი უნდა ჩაიქნიო.(აქ კარიერა განგებ არ დავწერე, სიტყვა კარიერაზე ზოგს 40 წელს მიკაკუნებული გასათხოვარი ბიზნესლედი წარმოუდგება,  და წამსვე ამ მაგალითით მიპირირისპირდება, რაც უკვე მოსაწყენია და რაც მთავარია უაზრო,  ასე რომ დავკმაყოფილდი პაატარა სამუშაო ადგილის ხსენებით)

რას ამბობ, როგორ შეიძლება, სამსახურიოოო? მერე სარეცხიო? სადილი? ვახშამი? გასარეცხი წინდები?! 15 შვილს აღზრდა არ უნდა?  ოო ესენი როგორ გამომრჩა! ღვთის სამსჯავროზე როგორ წარვდგე აღარ ვიცი😦

ასევე, როცა მუშაობას იწყებთ, პატივცემულო ქალებო, უნდა იცოდეთ, უფრო სწორად ვიცოდეთ, რომ ვეღარ გავთხოვდებით!

კი მაგრამ , რატომ?

რა კითხვა ამას უნდა, გადაიკითხეთ  პირველი უკიდურესობა და პასუხიც მზადაა, შედავებას რომ არ ექვემდებარება, ისეთი.

ორიოდე ადამიანს , ვინც სცადა მესამე კატეგორიაში მოხვედრილიყო, ხმა ჩააკმენდინეს და განაგრძეს მსჯელობად წოდებული ყაყანი ზემოთხსენებულ პრობლემაზე.

სწორედ მაშინ გამახსენდა ის კოლეჯი და ვთქვი ჩემთვის: რატომაც არა? დავაარსოთ  უნივერსიტეტი თუ არა, გასათხოვართა ინსტიტუტი და გვეშველება: გოგონები სკოლის მერხიდან გადაინაცვლებენ ქვაბებთან და ტაფებთან, დაეუფლებიან გაზქურის ხეხვას და კიდევ ბევრ სხვა ხელობას..

სამაგიეროდ, უნივერსიტეტებში ადგილები გათავისუფლდება და იქნებ მეც მეღირსოს 4 კურსის დასრულებამდე ოდესღაც უარყოფილ სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლა?

ჰო, მთავარი კინაღამ მავიწყდებოდა, ქალიშვილობის ინსტიტუტიდან მობილობის მსურველები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და დაენიშნებათ სტიპენდია : პოტენციური ქმრებისგან, სახარჯო ფული, გამომუშავებით…

ხუმრობა იქით იყოს და ამ საკითხის განხილვა სამართლის ფაკულტეტზე მიმდინარეობდა და მეშინია, ვაითუ რამდენიმე წელიწადში იქ გამოთქმული აზრები კანონებად გამოცემული არ ვნახო😦

15 thoughts on “გასათხოვართა ინსტიტუტი ?!

  1. Ani says:

    ჰაჰა, ანი რა ვიხალისე არ იციი და როგორ გეთანხმები, ნუ პრინციპში იცი ეგ შენ… სასარგებლოა სპორტ–დარბაზში სიარული თურმე… :))))))

  2. siyvarulovna says:

    იუუ!
    მარაზმ!
    რა უბედურებაა!
    რას ქვია სამსახურს თავს ანებებს?
    ვაფშე ნუ ისწავლიდა. რა საჭიროა!

    მე ვიცი რომ შვილის გაჩენიდან 1–2 წელი დავანებებ თავს ყველაფერს მარამ არა სამუდამოდ😐

      • anna says:

        პიანინოს თავზე შემოდებულ დიპლომებზე ვგიჟდებოდი ყოველთვის :დდ

  3. otad says:

    minda vtqva rom mxolod cudi mxare aris nachvenebi ar dagaviwydet yvelapers ori mxare aqvs !
    rac shexeba qalis gatxovebas aba ra vici memgoni yvela vinc gatxovda qvabebs ar xexavs mara is ubralo rac higiena qvia magas yvela adamiani icavs (anu higienashi saxlis dalagebas churchlis garecxvas da msgavs ramebs vgulisxmob)
    me arc coli myavs da agarc deda chemi cxovrobs chemtan ertad mara me vrecxav me visuptaveb yvelapers me vaketeb… anu me tqveni teorit gatxovili var ?:D

    ojaxi sheiqmna tu iq bavshvi ar chndeba mashin qali da mamakaci agdzelebs tavis karieraze zrunvas magram rodesac bavshvi chndeba rogorc minimum qals 2 weli taimautis ageba uwevs…
    magram arsebobs sxva variantic anu dzidzis ayvana…magram qali an kaci tu im dzidzis gadasaxdel pulze naklebs aketebs memgoni sjobs danebos mushaobas tavi da bavshvs mixedos mainc sul sxva roca bavshvs mshoblebi an mshobeli zdis…
    an kide sxva varianti qali da makaci jdeba da saubroben tu romelma unda aigos karieraze xeli da rame sxvas mokidos xeli…aucilebeli ara saxlshi ijdes da idialuri diasaxlisi iyos…
    mashin mag logikit qalebic ver gatxovilan da kacebsac ver mouyvaniat colebi ase rom chemo megobrebo sanam mag navbijs gadadgavdet kargi dapiqreba aris sachiro unda icode rom ojaxi tvirtia da mzad xar ki mag tvirtis satarevlad ?

    magram shemircxvenia yvela is sulieri visac tavisi shtamomavlebis yola sheudzlia da ar hyavs !

    bevri minaxavs romelic aris 40-50 wlis da arc coli da arc shvili an piriqit qalis shemtxvevashi da me es xalxi meocdeba !

    • anna says:

      იცი რამ გამაკვირვა? არავის არ უფიქრია ჯგუფში იმაზე, რაც ახლა შენ დაწერე . არც ძიძაზე , არც სხვა დანარჩენზე. უშვილო ხალხი მეც მეცოდება და ვიცი, ოჯახს შევქმნი ოდესმე, მაგრამ თუ სამსახური არ მექნა, შვილის გაჩენისთვის საჭირო დროით მხოლოდ , და არა ქმრის ახირების გამო

      • otad says:

        kai chvens asakshi bavshvebi magari ambiciurebi vart🙂
        ratom gonia yvelaperi yoveltvis ise iqneba rogorc shen gsurs ?:)

        iqneb man chatvalos rom sheni axireba is rac exla tqvi🙂

  4. otad says:

    au es naxe😀 dagemshvidobeba ?:D rato gonia ro gauchirdeba ?:D:D
    eh dialogiiiiiii😀 ar ar uyureb rustavi2s😀 opozicia sul magas rom gaidzaxis tu piriqit ravici🙂

    • anna says:

      ici, sul ar mainteresebs vinmes chemtan gamomshvidobeba gauchirdeba tu ara, mtavaria me ar michirs xolme da danarchenebs tavshi qva uxliat😀 esec ase, viegoisteb😐 metis girsi ar arian mamkacebi😀

      • otad says:

        roca vigac giyvars eg vigaca ar aris shentvis da tu giyvars gtkiva kidec:)

        amitom rqebit miwolas sjobs saubari da rame diskusiamde misvla !

  5. siyvarulovna says:

    otab

    მე ძიძა არ მეყოლება და ამიტომ 2–3 წელი ვაპირებ რომ ვიყო სახლში და დავანებო ყველანაირ სხვა საქმეს თავი.
    თუმცა ბავშვიც ბაღში მიყვანს შემდეგ ყველაფერს დავიწყებ ტავიდან და ხელახლა შევუდგები კარიერის აწყობას და არ ცავჯდები სახლში ისევე როგორც ქართველი ქალების 90% იქცევა

    • otad says:

      laparaki advilia saqmee😀
      shen ra gonai mag xalxs egre undodat eget cxovrebaze ocnebobdnen ? shen asakshi albat shenze mets ocnebobdnen da swvlobdnen da igebdnen diplomebs memgoni dametanxmebi rom chveni mshoblebis taoba chven taovaze bevrad ganatlebulia !

Comments are closed.