არაფერზე და თან ყველაფერზე- ანუ მივედ-მოვედე

სამასოთხმოცდათხუთმეტჯერ შევცვალე ბლოგის დიზაინი თუ სწორად მახსოვს; მეც დავიტანჯე და ბლოგიც დავტანჯე. თან აქ შემომსვლელებისთვისაც არ უნდა იყოს ყოველდღე ახალი დიზაინის დანახვა სასიამოვნო 😦

მგონი ახლა ის დიზაინი აქვს, რომელიც მინიმუმ 2 -3 კვირა გამიძლებს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ მრცხვენია კიდევ ერთხელ შეცვლის 🙂

კიდევ იმიტომ რომ ყველა მოვსინჯე მგონი და ახალი აღარაფერი აღმომიჩენია 🙂

რაც შეეხება დანარჩენს: რა გითხრათ, რით გაგახაროთ? იმდენი რამე მოხდა, თან არც არაფერი განსაკუთრებული, რომ ვერც მოსაყოლად ღირებულს ვარჩევ, და აღარც მახსოვს წესიერად, რადგან ეს ოხერი უინტერნეტობა ძალიან დიდხანს გამიგრძელდა, მეხსიერება კი, როგორც ჩანს,  აღარ მივარგა  😦

თუ ჩემს ემოციურ მდგომარეობას ზოგადად მიმოვიხილავ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი არაფერი ხდება :დ რამე აღმაშფოთებლად საინტერესო მჭირდება, 1-2 მაინც რომ მიიპყროს ჩემი ყურადღება. ვფიქრობ , ვფიქრობ და არსაიდან ხსნა, არსით საშველი, მომიწევს მოწყენილობით სიკვდილი მგონი 😐

მოვრჩე წუწუნს მე აფერისტი 🙂 ვაცოდებ აქ თავს ხალხს :დ

არადა , სინამდვილეში არც ისე ცუდადაა ყველაფერი, პირიქით, ისე მრავალფეროვანი გახდა ჩემი ცხოვრება,  ვეღარ ვნაწილდები ყველგან და ყველაფერში 🙂

მაგალითად, ამწუთას, ერთმა სირმა,(ცენზურას არ დავიცავ, პირადი ბლოგია ბოლოსდაბოლოს:)) ერთი მშვენიერი პოსტის დაწერის მუღამზე მომიყვანა . პოსტი იქნება იმაზე, თუ რატომ მოგვწონს ყველაფერი ამერიკული, ევროპული და რისთვისაც თავს ვიგიჟებთ, მართლა გასაგიჟებელი და ეგზომ აღმაფრთოვანებელია თუ არა 🙂

სხვათაშორის ეგრეთწოდებული სირი, ბლოგერი იყო, რომელზეც აქამდეც არ მქონდა გასაგიჟებელი წარმოდგენა და ახლა საერთოდ გული მერევა :დ მადლობა ღმერთს, არ ვიცნობ ჯერჯერობით, წამლების ყიდვა არასდროს მიყვარდა, მით უმეტეს, გულისრევის საწინააღმდეგო აბების )

უშესანიშნავეს ხასიათზე დავდექი ამ პატარა ინციდენტის მერე და ცხოვრება მიხარია ) გავგიჟდი ხომ? ვის ახარებს ადამიანებთან კონფლიქტი? მომნატრებია ჩხუბი, მე გაწონაწორებულს და მშვიდს !

დღეს მთელი დარჩენილი დრო კარგ ხასიათზე ვიქნები ვიცი..

არ ვიფიქრებ მოსალოდნელ გამოცდაზე…

დამპალი კონსპექტის წაკითხვაც არ დამეზარება…

უბრალოდ ბედნიერი ვიქნები და მორჩა ..

ჩემს მიერ ახლახანს მოფიქრებული სიბრძნე გითხრათ? :

“ნამდვილი ბედნიერება უმიზეზოდ მოსული ბედნიერებაა”

დაცინვა და კრიტიკა არ მიიღება! არც საპირისპირო აზრი 🙂

2 thoughts on “არაფერზე და თან ყველაფერზე- ანუ მივედ-მოვედე

  1. siyvarulovna ამბობს:

    აუ როგორ მიყვარს ჩხუბი იცი?
    და რა კმაყოფილებას ვგრძნობ ხოლმე მერე იცი?
    ააა…
    ხო და 😀 😀 რა სიტყვებიაა… 😀 დაიკიდე რა! ვიღაცის დებილობა აზრებს რატომ აქცევ ყურადღებას?

  2. anna ამბობს:

    დებილობა აზრებს არასდროს არ ვაქცევ ყურადღებას, შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიან , მერე მოვდივარ გონს :დ არ მიყვარს მოკლედ, დანერვოზებული ხალხი 😐

Comments are closed.