როგორც იქნა :))

 

რამდენიმე დღეა , სერიოზულად დავფიქრდი, დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის გამოვდგები თუ არა. პასუხი დადებითი იყო, იმის მიუხედავად, რომ სულაც არ მინდა ზოგჯერ ეს დამოუკიდებლობა:)

საერთოდ, არ მესმის, რატომ უნდა ყველა თინეიჯერს მარტო ცხოვრება და რას ელიან მარტოობისგან? 17 წლის ვიყავი, როცა დამოუკიდებლად, დედაჩემის გარეშე დავიწყე არსებობა და მგონი მაშინ ვისწავლე კარტოფილის გათლა და ა.შ. თავიდან მეც მიხაროდა დამოუკიდებლობა, თავი მეც დიდი მეგონა და რამდენიმე თვე ვტკბებოდი თავისუფლებით.

მერე დავფიქრდი, რაში ვიყენებდი მარტოობას, რისგან გავთავისუფლდი, რას მიკრძალავდნენ, რომ ასე მივილტვოდი მარტო ცხოვრებისკენ? სიმართლე გითხრათ, საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე: დედაჩემი ყოველთვის მათამამებდა და არაფერში მზღუდავდა, ასე რომ მარტო დარჩენით ბოროტად არ მისარგებლია. არც მეგობრებით ამივსია სახლი და არც ღამეები მითენებია მათთან ერთად… არც პირადი ურთიერთობების მხრივ მიგრძვნია რამე განსაკუთრებული სიახლე, დედაჩემმა ისედაც იცოდა ყველაფერი ჩემზე და ჩემ გვერდით მყოფებზე… იმ ყველაფერზე, რაზეც მე ახლა ვილაპარაკე, ყველა მოზარდი ოცნებობს, ფიქრობენ რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებენ „საძაგელი“ მშობლებისგან და თავიანთ ნებაზე გაერთობიან..

სინამდვილეში, მარტო ცხოვრებას სულ სხვა ხიბლი აქვს, პირადად ჩემთვის…

რაც დედის გარეშე ცხოვრებისას ვისწავლე, ისაა, რომ დღეს მე დამოუკიდებლად შემიძლია გავართვა თავი ყველა სირთულეს, გადავიხადო გადასახადები, ვიყიდო პროდუქტი, გავაკეთო საჭმელი, დავალაგო სახლი, ვაგვარო სხვისი პრობლემებიც კი, სხვებს ჰქონდეთ ჩემი იმედი, მე კი არავისი, საკუთარი თავის გარდა.

ვისწავლე თავის დაცვა და წონასწორობის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდი ჩემს თავს ხდება.. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და თავს უფლებას ვაძლევ , ამით ვიამაყო 🙂

მართალია, ხშირად ვწუწუნებ, რომ აღარ შემიძლია ოჯახის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ამ დღეებში, როცა რატომღაც ინტერნეტი წავიდა, შუქიც, ტელეფონი გაითიშა, მე კი მილიონი სხვა საქმე მქონდა, მივხვდი, რა კარგია ცხოვრება, როცა შეგიძლია ამდენი წვრილმანის ფონზე კმაყოფილი და ბედნიერი იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა ნერვებს არ გიშლის 🙂

P.S:’

ეს პოსტი ალბათ არ დაიწერებოდა რომ არა საზიზღარი კავკასუსი , ასე რომ გვიყვარდეს დამნაშავეეებიც კი ))

პოსტის სათაური ინტერნეტის მობრძანებამ გამოიწვია და ვერ დავმალე სიხარული :))

პეპლის ფოტო რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ მომეწონა რატომღაც :))

9 thoughts on “როგორც იქნა :))

  1. dato darbaidze ამბობს:

    oo sainteresoa mara memgoni suleluri axsna tavisuplebastan dakavshirebit…
    tavisupleba marto cxovrebastan ar asocirdeba chemis azrit…
    tavisuplebas mozardi tu zrdasluri cota sxvanairad igebs albat tavisupleba asocirdeba mainc ukontrolobastan anu vigaca ar getyvis sad midixar vistan midixar ama da am satze modi ese qeni ise qeni… meore momenti albad issa rom gzgudaven ar gzgudaven mainc izgudebi ra roca mshoblebtan cxovrob.ai me magalitad rac americashi chamovedi iyo momenti roca saxlshi mamachemi ar iyo da mament roca mindoda mashin unda davbrunebuliuyavi saxlshi mara tavi valdebulad chavtvale chemtan ertad macxovrebel mamachemis megobartan damereka da metqva ici ra zaza damagviandeba….
    es yvelaperi albat tavisuplebis ragac simartlis marcvals hgavs kide bevris laparaki sheileba magastan dakavshirebit.
    saqartveloshi yvelaze didi diskomports albad chorikana xalxis masa qmnis es isetia is isetia arada tviton uraesia 🙂 ai eg roca agar iqneba ai mere shegvilia magaze saubari 🙂
    ho ert magalits moviyvan roca qartveli qalebi americashi chamodian mistvis chveulebrivi movlena hyavdes boyfriend mara saqartveloshi mas arasdros gaketebs nu yovelshemtxcvevashi parto masas namdvilad ar gagebinebs….
    ravi dapiqrdit da tqven tviton gamoitanet daskvna 🙂 me ubralod ar minda tavi mogabezrot tore kide bevrs vilaparakebdi 🙂 nu anim icis me rogori ‘sityvadzunwic’ var 🙂

    • anna ამბობს:

      ჩემი ოპოზიცია :დ რომელიც იმავეს ამბობს სხვა სხვა სიტყვებით, რასაც მე 🙂 მაგრამ ხომ უნდა შემომედავოს? :დდდ

  2. Ani ამბობს:

    პირადად მე არასდროს მინდოდა მარტო ცხოვრება და არც ახლა მინდა, არასდროს ვყოფილვარ შეზღუდული და არც ახლა ვარ…
    ოჯახთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს რო არ ხარ დამოუკიდებელი იმაში რაც ჩამოთვალე, დამოკიდებული ხარ ფინანსურად და სანამ არ დაიწყებ სამსახურს, ცალკეც რომ ცხოვრობდე მაინც ვერ იქნები დამოუკიდებელი 🙂

    • otad ამბობს:

      magari jigari xar mara shen gjera exla rasac wer ?:D
      ojaxis wevrebtan yoveltvis pasuxismgebeli… mognda game 12 stze wasvla ras aketeb pirvels midixar da dedas eubnebi de wavedi an de sheileba wavide… aq damtavrda bazari…
      gana eg cudia kargia sanam sheileba mshoblebis xarjze gulavi dae vigulaot…marto cxovrebis droc mova da virivit mushaobisic 🙂

  3. dato darbaidze ამბობს:

    pinansuradac iseti damoukidebeli var ro ravici 😀 ukve 8 tvea chemit gamaq tavi 🙂
    martocxovrebis kide deda vatire ra 😀 exla momdevno 1 tve momiwevs simartoveshi yopna da vpiqrob exla rit gamoviyeno eg sityvacia:)

  4. anna ამბობს:

    შენი მშურს მე :პ სამსახური მინდააა ! მაღალანაზღაურებადი სასურველია :დდდ

  5. siyvarulovna ამბობს:

    vaime rogor mshurs shen prosta ar ici!
    megobrebi da mattane rtad gamis gateneba ar minda.
    arc imis damtkiceba rom me ragac shemidzlia.
    ubralod tavisufleba minda

Comments are closed.