meeting

დღეს სრულიად შემთხვევით ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი აზრით, კიდევ დიდხანს არ უნდა აღმოვჩენილიყავი. არც ჩემი ბლოგის გახმაურებას ვაპირებდი და 2 დღეში ამის საპირისპიროდ მოვიქეცი, დღეს კი ბლოგერებთან შეხვედრა არ შედიოდა ჩემს გეგმებში, მაგრაამ…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუშინ  ადოს შევუთანხმდი, უფრო სწორად შემითანხმდა , რომ ვნახავდი. პირველად ვნახე ადამიანი, მობილურის ჩარევის გარეშე და სანამ მოვიდა, კინაღამ გავაფრინე 🙂

ჩემი საქმეები მოვაგვარეთ, კერძოდ, როგორც იქნა, თავი მოვაბი ფიტნეს კლუბში სიარულს და  მერე როგორღაც ბლოგერების ნაწილიც გავიცანი 🙂

რა  და როგორ მოხდა, ვინ როგორი მეგონა და აღმოჩნდა, ამას არ აღვწერ, უბრალოდ ვიტყვი,  რომ ძალიან გახარებული ვარ.

კარგი იყო იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ვიურთიერთო და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ეს ადამიანები კი ჩემთვის სიახლეს წარმოადგენენ და განსხვავდებიან იმათგან, ვისთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა.

სხვათაშორის, ადამიანებთან მშვიდობიან ურთიერთობებზე ახლახანს დავფიქრდი და  ჯერჯერობით კარგად გამომდის 🙂

კარგი იყო იმიტომ, რომ მშვენივრად გამომივიდა მათთან ინტეგრაცია 🙂 (საინტერესოა ისინი რას ფიქრობენ :))

არ მინდოდა დამეწერა , რომ ყველანი საყვარლები იყვნენ, ყველა მომეწონა და ა.შ, რადგან ზოგადად არ მიყვარს სითბოს გამოხატვა ადამიანების მიმართ, მაგრამ მაინც:

მე თქვენ ძალიან მომწონხართ ბლოგერებო 🙂

9 thoughts on “meeting

  1. Mari says:

    გამიხარდა რომ გაგიცანი. ძალიან სასიამოვნო და მხიარული ადამიანი ყოფილხარ. იმედია გნახავ ხოლმე კიდევ 🙂

  2. knuti says:

    ადამიანებთან მშვოდბიან ურთიერთობებეზე ვგონებ, მე დაგაფიქრე 😀

    • anna says:

      შენ არა, ადრე დავფიქრდი უფრო, უბრალოდ ახალ ადამიანებს როცა ეკონტაქტები, ცოტა სიფრთხილეა საჭირო და ეს ვიგულისხმე 🙂

  3. siyvarulovna says:

    ნუ მე და კნუტს გვიცნობდი და… 😀
    აი, სულ რომ არავის იცნობ თავიდან ცოტა ეგაა რთული…
    რაც მთავარია ხომ დაგევასეთ და… მეც ეგრე დავიწყე და ეხლა “შემჯდარი” ვარ ბლოგერებზე 😐 და ძაან მიტყდება ეს ფაქტი 😀 არ შეიძლება ესეთი რაღაც

    • anna says:

      გუშინვფიქრობდი მაგაზე, მეც არ “შევსკუპდე” მეშინია 🙂 ნუ ზოგადად არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, ურაღაცებოდ და უვიღაცებოდ ვეღარ ვიარსებო, მაგრამ მაინც.. შენს პოსტებს რომ ვკითხულობ ბლოგერებზე , შიში გამიჩნდა უკვე :პპპ

  4. otad says:

    ee chemi posti ;( davijero washalet ?:D tu ubralod ar daiposta arada ramdeni vwere ehhhhhhhh 😀

    metqi vaziareb bavshvebs da ganumartav ra aris tavisuplebatqo 🙂

    tu ubralod temebi ameria da exla msgavs temaze var shemosuli da mgonia rom es is iyo gushin gamis 12 stze ro vkitxulobdi da tvalebi mexucheboda 🙂

    • anna says:

      არ მეგონა ამ ბლოგს ასე თუ ჩაუჯდებოდი შენ :პპპ

Comments are closed.