რა სარგებლობა მოაქვს პროფილს?

ამ რამდენიმე დღის წინ ბიძაშვილი გამომიტყდა, უფრო სწორად სახალხოდ აღიარა, ცოლს ვერასდროს შევირთავ ალბათო.  როცა სათითაოდ ყველამ დავუსვით კითხვა რატომ, ამოსუნთქვის საშუალება მიეცა და თქვა : ხუთშაბათს პროფილს რომ ვუყურე, მრავალცოლგამოცვლილი მამაკაცი რომ ყავდათ სტუმრად, მივხვდი მეც მისნაირი ვარ და ერთ ქალთან დიდ ხანს ვერ გავჩერდებიო. კინაღამ გამეცინა, ეგ მე დიდი ხანია ვიცოდი-თქო მინდოდა მეთქვა..

საინტერესოა მისი შეყვარებული, რომელიც აგერ უკვე წლებია ზიდავს მექალთანე მამაკაცის გულთამპყრობელის ტვირთს, ამჩნევს თუ არა პროფილით გამოწვეულ ცვლილებას?

ისიც საინტერესოა, რამდენი მამაკაცი ფიქრობს და აზროვნებს მასავით?

ალბათ ძალიან ბევრი, რადგან ასეთია კაცთა ბუნებაო,  უთქვამთ ბრძენკაცთ…  ისე ყველა ბრძენი და ფილოსოფოსი მამრობითი სქესის რატომ იყო?! 🙂

გუშინწინ მეგობარ ბიჭს ველაპარაკე  . თემა ღალატი: ჩემი მიდგომა ღალატისადმი:

“ვიცი რომ ქმარი მიღალატებს, მაგრამ რა ვქნა , მე არ გავიგო მთავარია, და თუ გავიგებ იძულებული გავხდები გავშორდე”.

მისი დასკვნა:

“რა ცოდოები ხართ ქალები, ხედავთ, უკვე შეგუებულები ხართ, რომ აუცილებლდა გიღალატებენ, თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, თავი მოიტყუოთ და გჯეროდეთ კაცების ერთგულების,  ვიდრე აშკარა ფაქტზე არ წაასწრებთ”.

დავეთანხმე და შემეცოდა ჩემი თავი .. უფრო სხვები შემეცოდნენ, ყურებამდე შეყვარებული გოგონები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად სწამთ ერთგულების ფიცის:) მე თავი მაინც არასდროს მომიტყუებია და ისიც კარგად ვიცი, ჩემი ქმარი, კინწისკვრით გაფრინდება გარეთ ადრე თუ გვიან ზემოთხსენებული მიზეზების გამო 🙂

… როცა ამას ვამბობ, ხალხი შფოთავს! რას ქვია შენ ქმარს გაშორდები? !  წინასწარ რომ ამას იტყვი , მერე რაღას იზამ?

თავიანთ გულში ალბათ ფიქრობენ: ეს ტუტუცი გოგო, ვერ გაუზრდიათ წესიერად, ქმრის მორჩილება არ ასწავლეს?

მე კი რასაც გულში ვფიქრობ, იმავეს ვამბობ ხოლმე: ვაი თქვენს პატრონს !

დავუბრუნდები ისევ საწყისს… რას ვამბობდი? ჰო, მამაკაცის ცვალებად გუნება-გემოვნებას ვკიცხავდი … მე კი ვკიცხავ, მაგრამ მავანნი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, სამაგიეროდ ქალს მსგავსი რამ არ ეპატიება-ო!

ქალის ფუნქცია ამიხსნას ვინმემ , ოღონდ დამაჯერებლად და არგუმენტირებულად 🙂

სამზარეულოში ჩვენი მოღვაწეობის, შვილების აღზრდის  და ოჯახის გაძღოლის გაცვეთილი მაგალითები არ მიიღება პასუხებში 🙂

საიდან დაიწყო და სად მოვიდაო , იტყვით მაგრამ, ტყუილად არ დამიწყია ბიძაშვილის მაგალითით: თემას გადავუხვიე, თქმა არ მინდოდა, მაგრამ მამაკაცებს დავესესხები და მაინც ვიტყვი:ყოველდღე ერთი და იგივე სადილი ჩემმა მტერმა ჭამაო, ხომ იცით ?

და ლეკვი ლომისა რომ სწორია?! თუ ეს კიდევ უფრო ადრე ვიცოდით?

… რა მნიშვნელობა აქვს, რაც მთავარია ვიცით, თუნდაც თეორიულად ..:)

21 thoughts on “რა სარგებლობა მოაქვს პროფილს?

  1. qetu ამბობს:

    albat mec gulubryvilo gogoebis ricxvis mivekutvnebi … magram…mjera rom tu sigijemde veyvarebi arasdros migalatebs… gulis sigrmeshi albat vici rom sisulelec kia..magram…..

  2. TaaMti ამბობს:

    ai, me darwmunebuli var arseboben mamakacevi romlebic colebs ar galatoben, chemi azrit es im kacis dzlier grdznobaze ki ara, upro mis sindisze da adamianobazea damokidebuli…

  3. TaaMti ამბობს:

    chemi azrit yvela kaci ertnairi arc mag sakitxshia da arc arapershi 😐 chemma qmarma tu migalata, mainc ar megoneba rom yvela kaci galatobs. sheidzelba cotaa ertguli, magram mainc arian: ))) galatis shedegad mosalodneli tundac sindisis qenjna dznelia kargi adamianebistvis:)

  4. dato darbaidze ამბობს:

    nu saidan daviwyo ar vici mara mtavaria ro ukve daviwye 🙂
    me vpiqrob rom yvela qali egre unda piqrobdes….ratom ? albad tundac imito rom upro metad damoukideblebi gaxdnen da qmrebs kiserze ar chamoekidon da misi qmris iqit wasasvleli rom ar aq…mament sad unda wavidet mteli misma cxovrebam xo kuxnashi trialshi gatara…da mtvrali qmris naskebis xdashi 🙂
    anu ert rames girchevt srulad qalebs iyavit damoukideblebi da iyavi sexsualurebi…nu gadayolebt tqven cxovrebas 1 adamians…imito rom kaci midis xolme da martivad qmnis axal ojaxebs da qalistvis es shemdeg barieri xdeba romelsac ishviati gamonaklisebis garda titqmis veravin laxavs…
    da erti icodet kide yvela qals sheulia kacis martva da gamoiyenet eg shansi amodet kacebs lagami pirshi da martet:) qals xom is aq ristvisac kacebi sul miiltvian 🙂
    didi siyvarulis gancdis unari !

  5. TaaMti ამბობს:

    me mainc arasdros vxarshav yvela kacs ert qvabshi: )) da tundac gamomdinare iqidan rom rogorc shetanxmdit qals kacis martva sheudzlia, aramgonia jkviani qalis qmarma cols advilad ugalatos…

    • anna ამბობს:

      მე არ მიღიარებია რომ კაცის მართვა ყველა ასპექტში შესაძლებელია, ამიტომ კვლავაც არ გეთანხმები :ჵ

  6. dato darbaidze ამბობს:

    tamta rogora ici ‘ver damajerebtoooo’:)
    ara ratqmaunda arseboben iseti mamakacebic me magalitad 2 chemi uprosi megobari meguleba egeti magram albad 99.99% mainc gadzvreba xandaxan sxvisken…
    marto ra shegiliat ki martod mara damijeret arc egeti martivia ro ese idzaxot ae shegvilia uraaa 😀 mara am dros piriqit agmochndes 🙂
    ubralod rusis qalebis azrovneba momwons mag momentshi:
    yoveltvis tavs ulis ise gamoiyureba ro sagamos saxlshi ro miva qmari ektixeba sad iyavi da atas wvrilmans gamokitxavs anu risi tqma minda tu shen sheni qmiristvis sheyvarebulistvis…ar xar mimzidvel modi da mashin nu gaikvirvebt ra:)

დისკუსია დახურულია.