sadness

2 დღეა დადარდიანებული ვარ და განვიცდი საშინლად😦 რაღაც თავიდან რომ აღარ ამოგდის, სულ იმაზე რომ ფიქრობ გამოგიცდიათ? თანაც იცით, რომ არაფერი ეშველება ….

 

მცხეთაში, სვეტიცხოვლობას, ტაძრის შესასვლელი სავსე იყო მათხოვრებით, პატარა უსახლკაროებით, რამაც თავიდანვე გამიფუჭა გუნება . აღარ მახსოვდა ჩვენს ქვეყანაში არც ისე კარგად რომაა ყველაფერი . (ბატონო პრეზიდენტო, მაპატიე, წამიერად ამეხილა თვალი)

 

დაცვა იმ ხალხს აიძულებდა დაეტოვებინა იქაურობა, და ალბათ ბევრი იტყვის, არცაა ლამაზი, როცა დღესასწაულია და მას შენ მოწყალების სათხოვნელად იყენებ.. მაგრამ ვინ იხედება ამ ადამიანების ცხოვრებაში, რა უჭირთ, როგორ გააქვთ თავი? რატომღაც ხშირად მესმის, მაგათ იმდენი ფული აქვთ, არ იციან სად წაიღონ, შენი მოწყალება რაში სჭირდებათო.

 

მაინტერესებს , ვინმე თუ გამდიდრებულა მათხოვრობით, ან ასე შემოსავლიანი პროფესია თუა, რაღას ვიკლავთ თავს დიპლომის მიღებით? !

 

ერთადერთი კატეგორია, რომელსაც არასდროს არ ვეხმარები, ბოშები ანუ . ციგნები არიან . ისინი უბრალოდ ნერვებს მიშლიან და მაშინებენ თავიანთი კატეგორიული, მბრძანებლური მოთხოვნით . რამდენჯერმე ლამის ფიზიკური ზიანი მომაყენეს და მას შემდეგ, ვცდილობ, თავი მოვარიდო მათ.

 

ჰო ისევ მცხეთა:

 

ეზოში მე და ჩემს მეგობარს ერთად გვინდოდა ფოტოს გადაღება, ირგვლივ არავინ იყო და ფოტოაპარატი ავტომატურ რეჟიმზე დავაყენე. უცებ მოგვიახლოვდა გაოცებული პატარა ბავშვი და ეს როგორ გააკეთეთ, თავისით როგორ გადაიღოო , გვკითხა. მე გადაგიღებთ და ხურდა გვაჩუქეო. რა თქმა უნდა ფოტოაპარატი მივაწოდე , მაგრამ ვინ დააცადა, შემოვარდა ვიღაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაცვა(სავარაუდოდ) და გააგდო😦 ფოტო თვითონ გადაგვიღო. მეზიზღება ის ფოტოც და ის კაციც მე ხმის ამოღება ვერც მოვასწარი, ალბათ არც ამოვიღებდი-(საზოგადოებრივი გულგრილობა)

 

იმ დღის მერე სულ პატარა ბავშვზე ვფიქრობ, რომელიც დაამცირეს და ისე გააძევეს, ვითომ ძაღლი ყოფილიყო, მან კი სიტყვის თქმაც კი ვერ გაბედა

8 thoughts on “sadness

    • anna says:

      awi getyvi romeli posti unda waikitxo da romeli ara :D:D:D chemi guli gaalgo da shensas ra mouvidoda😛 mara me shenze humanuri var ise😛

  1. otad says:

    nu cdilobt coxovrebis dauwereli kaonenebis shecvlas:)

    ubrald tu shegiliat cota sheamsubuqet tu arada daikidaa🙂

  2. ილო says:

    რა იყო ახლა ეს?😦 რას გვერჩოდი?😦

    ისე გული რომ გაიმხნევოთ😛 ქაშვეთთნ არის ერთი მათხოვარი რომელიც ფულს აპროცენტებს😉 ოღონდ მართლა🙂

    • anna says:

      სხვათაშორის მეც ხშირად მსმენია, “მდიდარ” მათხოვრებზე, მაგრამ ეგეთი დარწმუნებული ვარ , ერთი ორია, თითქმის სრული უმრავლესობა კი ძალიან გაჭირვებულია :ს

  3. Toma says:

    იდიოტი ვიღაც.
    და მასეთები ოხრად რომ არიან ეგ არის ყველაზე სამწუხარო.
    მუშაობენ და მოვალეობებს ასრულებენ რომ კითხო.

Comments are closed.