რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს

 

ამ პოსტს ვწერ თვალსაჩინოებისთვის, აქ ნახსენებმა კატეგორიამ რომ გაითვალისწინოს და ის მაინც არ ჩაიდინოს , რაცნერვებს დამაწყვეტს, თორემ გახარებას და ჩემთვის სიურპრიზების მოწყობას არ გთხოვთ კაცო🙂

მაშ ასე…

არ მიყვარს, როცა მყავს ცალმხრივი მეგობარი .

სულ ამას ვწუწუნებ და ვჩივი და განვმარტავ რას ნიშნავს ეს ჩემთვის : შეიძლება არარეალურია, მაგრამ მეგობარმა, თუ მჭირდება დახმარება, სული უნდა დათმოს ჩემთვის , განა მარტო ხორცი ! მეტისმეტი მოვითხოვე? ნურას უკაცრავად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ზუსტად ასე შემიძლია მოქცევა და არ დავაკონკრეტებ ფაქტს, მოვქცეულვარ კიდეც, ასე რომ ჩემი შესაძლებლობები თეორიით არ შემოიფარგლება ბატონებო!

კიდევ უფრო არ მიყვარს, როცა მიყენებენ და მაშინ მეკეთილშობილებიან, როცა ვჭირდები.

პირში ლაქუცი და ზუგრს უკან სწერვობა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა🙂

არ მიყვარს  საკუთარი სიფიცხე და ბრაზი🙂

ვოცნებობდი ისეთი ვყოფილიყავი, ფილმებში რომ საყვარელი, წყნარი,  კულულებიანი და ვარდისფერლოყება გოგონები გვხვდებიან, მაგრამ აჰა, გარეგნობას არ ვუჩივი, მაგრმ გამოვედი ვითომ საყვარელი, სინამდვილეში ზღარბივით ეკლიანი, არამკითხე მოამბე , რომელიც ყველგან ცხვირს ყოფს, ყველაფერზე შფოთავს და პანიკას წევს , რას ქვია საქმე საჭიროებისამებრ არ კეთდება და ხალხი უშეცდომო არააო. თან ავიწყდება რომ საკუთარ საქმეს ვერ აბამს ხშირად თავს🙂

არ მიყვარს ბევრი ძმაკაცი და ზოგადა ცნება ძმაკაცი🙂

უფრო სწორად ძმაკაცის სახელს ამოფარებული პოტენციური თაყვანისმცემლები არ მიყვარს , ამიტომაც ე.წ ძმაკაცები თითქმის არ მყავს და იმათთან ვინც კიდევ შემომრჩა,  დისტანციას ვიცავ შეძლებისდაგვარად . არ მიყვარს როცა მსგავსი სტატუსის ადამიანი ჩემთვის იმდენად ახლობელი ხდება , რომ მასზე უფლებები მიჩნდება , ან მას უჩნდება …

არ მიყვარს ხვევნა – კოცნა და ჩახუტებები🙂

ვიცი რაც გაიფიქრეთ, მაგრამ ნწუ – ადამიანური სითბო ვიგულისხმე მხოლოდ, რომელიც ხშირად უადგილოა მეგობრებს შორისაც, არათუ ერთი და ორი კვირის გაცნობილ ადამიანებთან. რადგან ასეთი ზე-თბილი და გულითადი არ ვარ და შესაბამისად უარვყოფ ასეთ საქციელს, მე მაპატიეთ კეთილო ხალხნო :პ ვერაფრით ვერ ვხვდები რა საჭიროა დაქალს, ძმაკაცს კისერზე ჩამოეკიდო ყოველ ჯერზე, ყოველდღე რომ ნახულობ და წესით ყელში უნდა გყავდეს ამოსული🙂

შეიძლება ეს ჩემი მინუსია მაგრამ სუბიექტური ვიქნები და ამაში მე პლიუსს ჩავიწერ !

და ამ პუნქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი :  ვერ ვიტაან , მეზიზღება, ნერვებს მიშლის, როცა მსგავსი ცერემონიები ხორციელდება ჩემ მიმართ !! ჩახუტება,  მოფერება,  სიბილწე ნარევი ხუმრობები და ა.შ წამსვე მაგრძნობინებს ზომიერ ზიზღს , უკეთეს შემთხვევაში ბრაზს, ჩამდენის მიმართ. კი გამომივიდა 100 წლის ანჩხლი დედაბერივით, მაგრამ სათქმელს მე გულში არ ვიტოვებ ჩემს ბლოგზე მაინც:)

იმას უკვე აღარ გავაგრძელებ, რომელი ფერი და რომელი კერძი არ მიყვარს,  როგორც უკვე ითქვა, ეს პოსტი უსულო საგნებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი და ახლა ისღა დამრჩენია თვალები და ყურები მოაპყროთ ჩემს ნაწერს პატივცემულებო🙂

 

4 thoughts on “რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს

  1. qetu says:

    davicyot iqidan rom namdvilad shegizlia megobristvis tavis gacirva…da ara mxolod megobristvis…samcuxaroa, magram unda vagiaro rom gars bevri pirferi adamiani gaxvevia…rac sheexeba chaxutebas da kocnas😀 yvelaze saintereso temas mivadeqi😀 ra vqna rom shennairi civi ar var😀 ar mesmis rogor ar unda gamovxato sitbo adamianis mimart tu miyvars :D:D:D ani mapatie da amas me shens minusad vtvli :D:D:D :****

    • anna says:

      ra vqna, me gasheshebuli da gayinuli gamachina gmertma, ertaderti , sayvareli adamianis mimart var tbili xolme😛 sheyvarebuls vgulisxmob )))

  2. dato darbaidze says:

    eh arada mecodebi🙂 shen sul gagijebulxar😀

    mament maq rac giweria chemgan yvelapers aitandi ra ubralod gesiamovneboda xo ?:D
    ratom imito rom heppy🙂

Comments are closed.