სვეტიცხოვლობა

დღეს მცხეთაში ვიყავი … ვიყავით… დავიღალე, ვიცინე , ვინერვიულე, გავბრაზდი ვჭამე და საბოლოოდ ოთოც ვნახე . ეს იყო კომედია და არა შეხვედრა . 2 წლის ბავშვის ტვინი მიდევს თავში მგონი 😦 რატომ არ ვიზრდები და არ ვსერიოზულდები არ მესმის ) ბევრი ვილაპარაკეთ და გულზე მომეშვა, დავიცალე… თსუს ეზოში ვისხედით და პარალელურად ცოტა შურით ვაკვირდებოდი პირველი კორპუსის შენობას 😉 მეც მინდა ეგეთი , არ მომწონს თეუსუს მე4 სართული, რომელიც 2ჯერ დაბალია სიმაღლეში, ვიდრე დანარჩენი სართულები 😐  რომ არ დავიწუწუნო ასეთ დღეებშიც კი, არ შემიძლია )

ერთ რამესაც მივხვდი : არ ვარ ეგოისტი და შემიძლია “სხვისთვის” გავაკეთო ისეთი რამე, რასაც საკუთარი კეთილდღეობისთვის და საჭიროებისთვის არ გავაკეთებ.

8 thoughts on “სვეტიცხოვლობა

დისკუსია დახურულია.