აღმოჩენები : )

 

დღეს აღმოჩენების და კარგად ყოფნის დღე მაქვს . კარგად რატომ ვარ, ეგ დიდი არაფერი, აღმოჩენები ბევრად უფრო საინტერესოა პირადად ჩემთვის )

უნივერსიტეტში გვიან მივედი და ეზოში მომიწია ცდამ . აქამდეც მქონდა ეჭვი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი,  ერთ კაცზე 7 და 10 კიარა, მგონი 15 ქალიც მოდის 🙂 ვაკვირდებოდი ეზოში მდგარ ახალგაზრდობას, რომელიც ასე იყო გადანაწილებული :  გოგონებისგან შეკრული წრე და წრეში 1-2 ყმაწვილი, მედიდური იერსახით გამომცქირალი . ისე მინდოდა მეთქვა ხმამაღლა, რამ დაგახამათ ამ ბიჭებზე თქვე საცოდავებოთქო, მაგრამ თავი შევიკავე და დაკვირვება გავაგრძელე. ერთ-ერთი ჯგუფი ბიჭმა დატოვა და გოგონებმა თავები ერთმანეთს მიუახლოვეს და რომ ველოდი, ახლა იმ ბიჭის ქებას მოვისმენ მეთქი , ლანძღვის მომსწრე გავხდი პირიქით. მაშინ მეორედ ვიფიქრე, რამ დაგახამათ თქვე საცოდავებო მეთქი 😦 დასკვნა ჩემებურად გავაკეთე, სუბიექტურობა მეპატიება – ბიჭს ისე არ უნდა შეეტენო, თავი შეაზიზღო და გაგეცალოს გამწარებული , ჰაერის ჩასასუნთად. მერე აღარც შენ მოგიწევს ზურგს უკან ლანძღვა, გვამივით უგრძნობია ეს დამპალიო :დ

ხასიათიც გამომიკეთდა და ამასობაში ლექციაც გამოვიდა. მოვლენებს დეტალურად არ აღვწერ მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ მთავარს რომ არ შევეხო, უბრალოდ არ შემიძლია : რა ნახა ზოგ-ზოგიერთმა ენაწაგდებულმა ქალბატონმა ჩემში,  ასე ძალიან რომ აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება და ვისი შეყვარებული ვარ, თუ ვინაა ჩემი შეყვარებული ? !  რომ ვიცოდე, საქმეს ეშველება, ავდგები და გულზე პატარა პოსტერს მივიწებებ, პატარა ფოტოთი და დოსიეთი, ზედმეტი კითხვები რომ არ იყოს  როგორც ჩემკენ, ასევე ჩემი მეგობრებისადმი მომართული 🙂

….თურმე მავანნი ჩემი სახის გამომეტყველებით ცდილობენ ჩემი განწყობის ამოცნობას … სტატუსად დავაყენებ ხოლმე, ბედნიერი ვარ თუ უბედური, გონება ზედმეტად რომ არ დაძაბოთ ახალგაზრდებო !

…თურმე მეც კისერზე უნდა ჩამოვეკიდო კაცუნებს და ვიყო მე-13 მაინც, თუ პირველი არა …

….თურმე ასე რომ არ ვიქცევი, სწერვა ვარ და თავში მაქვს ავარდნილი…

…. თურმე ახლა,  ამას აქ რომ ვწერ, თავხედი ვარ და ჭორიკანა …

… და კიდევ ათასი თურმე… მაგრამ აღარ გავაგრძელებ, ვაითუ სამხიარულო მასალა შემომაკლდეს ოდესმე და რამე ხომ უნდა მქონდეს გასახსენებელი  ?

ჰო კიდევ ერთი :  ასეთი რამეები ხშირად უნდა მესმოდეს, სტიმულს მმატებს თურმე 🙂

 

 

14 thoughts on “აღმოჩენები : )

  1. Ani ამბობს:

    aneee, :)))))))) chemi satqmeli tqvi raa :)))))) dzalian interesdebian zog-zogiertebi chvenit :)))))))) mara me vxalisob da rac undat is uqniat :)))))))

  2. Mari ამბობს:

    “თურმე ასე რომ არ ვიქცევი, სწერვა ვარ და თავში მაქვს ავარდნილი…” – ოჰ, როგორ მესმის შენი…

    • piglii ამბობს:

      რა კარგია რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც სწერვების ესმით :დ

      • Mari ამბობს:

        ყველა ადამიანი სწერვა არ არის, ვინც სწერვობს. უბრალოდ, ზოჯგერ აუცილებელია სწერვობა, თუნდაც თავდაცვის მიზნით.

  3. qetu ამბობს:

    raxan chvenit interesdebian ase dzalian e.i mnishvnelovani xalxi vart da ragacas carmovadgent 🙂 mati ubedureba imashi mdgomareobs , rom ver xvdebian, tavianti saubrit chvens reitings amagleben :D:D:D:D

    • piglii ამბობს:

      არა, დღეს რაც მოვისმინე სასაცილო იყო უბრალოდ …:დ უნდა ვიზრუნო მე მაგ გოგოზე ქეთი რააა :დ ხომ იცი ჩემი ჰუმანურობის ამბავი არა?:ჵ

    • piglii ამბობს:

      გულის სიღრმეში მკიდია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა დაიკიდო სხვების დასანახად 🙂

  4. dato darbaidze ამბობს:

    hoo kompliments vesrodi siyvarulovnas saintereso niki aq:)
    hooo rac temas shexeba kide ra gitxra rit gagaxaro 🙂

    ubralod gzas getyvi martla chem tavze gamovcade americashi ro chamovedi yvela da yvelaperi magizianebda nervebs mishlida da mec ra tqma unda cud xasiatze viyavi da exla mivxvdi ro yvelaze martivi gza kargi ganwyobis shesaqmnelad ubralod rom daikido gadayole guli ar inerviulo ras izav ubralod arsebobs atasnairi adamianebis kategoria yvela ar mogewoneba yvelas ar moewonebi ar gipiqria imaze iqneba iseni shenze piqroben rom es cudi adamiani vin ariso mara shen sulac ar piqrob rom cudi xar piriqit….amitom miige sazogadoeba isiti rogoric aris da isinic migigeben shen 🙂

Comments are closed.