პოსტი შეკვეთით

ამ პოსტის დაწერა ადრევე მქონდა განზრახული, მაგრამ დღეს არც ხასიათზე ვიყავი, არც დრო მქონდა ამის .

მთელი დღეა დედაჩემს ველოდები, არა და არ ჩამოდის, მეკიდე სახლი მეორედ დავალაგე უკვე, ამდენ ლოდინში ისევ აირია )

გამოძინებაც მოვასწარი და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ავდექი დროზე ადრე, დედაჩემს თვალებდახუჭული რომ არ შევეგებო და ფეხზე წამოდგომა შევძლო მისი მოსვლისთანავე (ამას კითხულობდეს დედაჩემი, გაუსკდება გული სიხარულით და მოეშვებოდა ჩემს დადანაშაულებას , არ გიყვარვარო ))

მოკლედ, საქმეზე გადავალ : შევდივარ ფეისბუქზე და მხვდება წარწერა ჩემს კედელზე, იმის თაობაზე, რომ მე სასწრაფოდ უნდა დავწერო ჩემს 2 მეგობარზე პოსტი და აჰა, ამ სიტყვების გაგონებაზე მუზაც მოვიდა !

ყველაფერი ასე დაიწყო – როცა 2009 წლის 14 სექტემბერს, თეუსუს სააქტო დარბაზში ცხვრებივით შეგვყარეს, გული არაფერს მეუბნებოდა. არც  მერე როცა დაბნეული ვიჯექი განკუთვნილ აუდიტორიაში და რა ვიცოდი, ჩემი მომავალი მეგობრებიდან, ერთი ზურგსუკან მიმშვენებდა გარემოს, მეორე ჩემგან 2 მეტრის დაშორებით, დიაგონალზე იმყოფებოდა )

ერთად როგორ მოვხვდით არ მახსოვს კარგად, და მას შემდეგ სულ იმას ვეკითხები ჩემს თავს, რომ არა ისინი, ნეტა ვინ მეთქი? თურმე ამაზე სამივეს გვიფიქრია და პასუხი არ ჩანს 🙂 ერთმანეთისთვის შევუქმნივართ ღმერთს როგორც ჩანს)

ამ უკანასკნელში ზოგჯერ ეჭვი მეპარება, სამივე ისეთი განსხვავებულები ვართ, როგორ არ ვჭამთ ერთმანეთს, მიკვირს. განსაკუთრებით მე, ყველაზე აუტანელი და კონფლიქტური ! (ეს უნდოდათ, და ვაღიარე აჰა)

პირველ რიგში ქეთიზე ვისაუბრებ, არ გამიგოს, მაგრამ საშინლად ეჭვიანია და ანით რომ დავიწყო, 1 კვირა შემაწუხებს , ის უფრო გიყვარსო !

დავიწყებ იმით, რომ ქეთის აქვს საოცარი უნარი, წყობიდან გამომიყვანოს , ერთი ფრაზით, ან ერთი ხელის მოძრაობით(მოძრაობით რა, დარტყმით). ამას ასე უცებ როგორ ახერხებს ვერ დავადგინე, და ვაღიარებ მის ნიჭს , რომელიც უფრო და უფრო იხვეწება ჩემზე ექსპერიმენტების ტარებით.

ადამიანი, რომელსაც შუალედი არ გააჩნია ხასიათში და ხან ზე-მხიარულია, ხან პირიქით .. ზოგჯერ მიყვარს როცა პირიქითაა, არ მაწვალებს და არ მაბრაზებს)

ყველაზე მეტად რაც ქეთის ხასიათში მომწონს, არის ის, რომ როცა ვეწუწუნები, არ მკიცხავს, არ ახასიათებს მწარე და ნიშნისმომგები ლაპარაკი, რასაც ძალიან ვერ ვიტან ადამიანში და თუ მეგობარს ეგ შევნიშნე, რომ კი არ მანუგეშებს, ან ჩუმად მაინც არ მისმენს, მას აღარაფერს აღარ მოვუყვები 🙂

მე ბუნებით ცივი ადამიანი ვარ და ძაალიან მიყვარს ქეთი რომ მოვარდება და ქათინაურებით გვამკობს, თუ როგორ ვუყვარვართ და როგორი ძვირფასები ვართ მისთვის 🙂

მეტი თვალსაჩინოებისთვის ფოტოსაც დავურთავ თან და აქ გავჩერდები , თუ რამე გამომრჩა, პირადად მოგახსენებ ჩემო ქეთი, ახლა კი შენი ნებართვით:

რაც შეეხება ანის :

დღემდე სიცილით ვყვები , როცა ანი პირველად დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, ეს გოგო ჩემი მეგობარი უნდა გახდესთქო 🙂

ანი არის ნაზი, რბილი, თუმცა სითბოთი არ გამოირჩევა, ჩემსავით ! რაც მთავარია, არ არის ჯან-ღონით სავსე და მისგან მაინც ვარ გადარჩენილი ფიზიკურ  ტკივილებს.

ოოო ანი თუ გაბრაზდა მტრისას ! კაპასი და მრისხანე, ვითომ წყნარი, თავბედს გაწყევლინებს სულ რაღაც ერთი-ორი ფრაზით 🙂

სამაგიეროდ, იცის ნამდვილი მეგობრის ფასი და მიეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც ძალიანაც რომ აწყენინო, ბოღმას არ ჩაიდებს გულში და არ ეცდება სამაგიერო გადაგიხადოს . ისე, მე ამის გამო ხშირად ვეჩხუბები, მინდა უფრო არაკეთილი გახდეს, ისევ თავის სასიკეთოდ 🙂

ანი ყოველთვის თანახმაა იბოდიალოს ჩემთან ერთად, კაფეში, კინოში და ა.შ … არის დაუზარელი და ხშირ შემთხვევაში ამის ინიციატორი თვითონაა . მე ეს ძალიან მომწონს, ძალიაან!

ესეც ანი- იმედია ფოტოს არ დამიწუნებს 🙂

აქ დავასრულებ პოსტს, ფოტოთი, სადაც სამივე ერთად ვართ. მუდმივი შეხვედრის ადგილზე, სულ ერთად :*

15 thoughts on “პოსტი შეკვეთით

  1. Ani ამბობს:

    ვაიმე რა კარგი დახასიათება მაქვს. ანიი მიხარია მართლა მიცნობ ე.ი. თითქმის ზუსტად აღმწერე :** მიყვარხარტ გოგოებო :*

  2. qetu ამბობს:

    vaimeeeeee es ra caikitxaaa chemma tvalebma 🙂
    shen xom ici gelbaxxx imas rasac shen cyobidan gamoyvanas ezaxi eg chemeburad siyvarulis gamoxatvaa :))))
    iseti daxasiateba maqvs minimum prezidenti unda viyo,maqsimum….. :)))))))
    erti kitxva damebada sheni naceridan gamomdinare..nutu 12009 celi iyo? :)))))
    da mainc…me tqven miyvarxart :))) :***********

    • piglii ამბობს:

      xo eg mec shevamchnie wegan da shevaswore mgoni 😛 tavidan naxe aba 😛 shen xom ar amomasunteb ra :|:DDD

      • qetu ამბობს:

        rom ar gasveneb imitomac giyvavar 🙂 tan chumad roca var ver mitan 🙂 genatreba cancara qeti 🙂

  3. piglii ამბობს:

    სამაგიეროდ, დალურჯებები აღარ მიჩნდება ხელებზე როცა წყნარად ხარ :ჵ

    • qetu ამბობს:

      zustad getyvi exla dges roca me cynarad viyavi da shenc mudod ijeqi 😀 mtxovdi gamococxldi ro daelaparakoo 😀 es iyo 8 oqtomberi…gelas leqcia…kuskusa ar iyo im dges… :D:D:D

  4. qetu ამბობს:

    chemi aniiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii…chemi gelbaxaaaaa…. marto chemiiiiiiiiiiii fufalaaaaaaa….. miyvaxaaaaaaaaarrrrr :********************

  5. dato darbaidze ამბობს:

    ra sainteresod wers es gogo 🙂
    neta ra iqneba anistvis idialuri mamakaci 🙂

    axali saqmec gamouchnda 😀

Comments are closed.