relationships

დიდი ხანია ვაკვირდები როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ქცევას და საინტერესო დასკვნამდე მივედი . ორივე სქესი სრულიად განსხვავებულად ეკიდება დასრულებულ, ან დროებით შეწყვეტილ ურთიერთობებს .  ვეცდები პოსტი იუმორნარევი იყოს, რათა ვინმეს აღშფოთება არ გამოიწვიოს და ემანდ, საქმის გარჩევის მსხვერპლი არ გავხდე ამ მოულოდნელობებით აღსავსე ინტერნეტ სივრცეში !

მაშ ასე, როგორ იქცევა ნამდვილი მამაკაცი განშორების შემდეგ:

1) ორი დღის შემდეგ , მას,  რა  თქმა უნდა, ჰყავს საცოლე სულ მცირე ახალი შეყვარებული,  და კმაყოფილი ამცნობს ამას ყველა გარშემომყოფს , თუმცა სად მალავს თავის მეორე ნახევარს, უცნობია.

2)  გოგონამ თავი ხელში უნდა აიყვანოს და მოემზადოს მთელი რიგი მიზეზების მოსასმენად, რომ ის თავად მიატოვეს, მასზე უკეთესი გაიცვნეს, ან უარეს შემთხვევაში, სრულიად დაუმსახურებლადაც კი დასდებენ ბრალს, რომ გამოიყენეს და მიატოვეს, ის უსირცხვილო ისა !

ზოგჯერ ბიჭები ძალიან დიდსულოვნები არიან და სულაც არ ხდება მსგავსი შემთხვევები. ასეთ დროს უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად ბიჭი იყო დაშორების ინიციატორი და ქალთა სქესის საბედნიეროდ, დაბოღმილი არ ამძიმებს დედამიწას …

3) მოუხშირებენ კლუბებში გართობას, თანდართული ტექსტით: “ჩვენ გაგვიმარჯოს ძმებო და ქალების დედაც არ ვატირე?!”

4) აუცილებელი პუნქტი მათი ქცევებიდან :  როცა ბრაზი გადაუვლით, და სასოწარკვეთილება მოეძალებათ, აქ უკვე კედელს აღმართავენ უბადრუკი პრინციპის წყალობით: რას ქვია ბიჭო, მე მაგ გოგოზე რაც გითხარი, იმის მერე შვურიგდები?

რა საოცარი ნებისყოფა და სიმტკიცეა ღმერთო!

5) და ბოლოს, როცა მთელი სამეგობრო, საბრალო გოგონას თუ გაუმართლა, დედ-მამა , ნათესავები და ციდან უფალი მისცემს შერიგების ნებას, საბოლოოდ ტალახში ამოსვრილ ყოფილ სიყვარულს მიუტევებენ შეცოდებას, უძღები შვილი დაბრუნდება სახლში  და ისინი იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად :))

რაც შეეხებათ გოგონებს :

1) შეიძენენ ახალ დათუნიას, ეკონომიის მიზნით ბალიშს ჩაეხუტებიან და იქვითინებენ რამდენიმე კვირა.

2) ყველა კაცი ერთნაირია!

ამ პუნქტს ზედმეტი ახსნა-განმარტება არ სჭირდება )

3) გარკვეული დროის შემდეგ ხდებიან ბიჭის მეგობრები, უარეს შემთხვევაში წარუმატებლად  ცდილობენ ხოლმე .

4) მესამე პუნქტის პარალელურად მეგობრების წრეში მუქარით გულს იოხებენ , რომ საბრალო ყოფილს თავბედს აწყევლინებენ და სულ მალე მასზე მილიონჯერ უკეთესს იშოვნიან.

5) და როცა მათ ტელეფონზე სანატრელი ზარი გაისმება, კიდევ ერთხელ დასველდება ის  დათუნია თუ ბალიში , ოღონდ ამჯერად სიხარულის და სიყვარულის ნეტარი ცრემლებით))

მკითხველთა აღშფოთება რომ არ გამოვიწვიო, აქვე დავამატებ, მესამე პუნქტი ზედმიწევნით კარგად შევასრულე მეთვვითონაც , ყველა კაცი რომ ერთნაირია , მაგას ისედაც ვფიქრობ და დათუნიები კიდევ მაინცდამაინც არ მიყვარს ) რაც შეეხება დანარჩენ 2 პუნქტს, უცნობი მკითხველებისთვის იმის ცოდნას, მე როგორ მოვიქცევი მსგავს სიტუაციაში , დიდი მნიშვნელობა არამგონია ჰქონდეს, მეგობრებმა კი ისედაც იციან ,რას ვიზამ …

14 thoughts on “relationships

  1. B u n n i e. says:

    ici,ki wavikitxe da yvelaferi logikuria da saertod argumentirebulad gaqvs namsjeli am temaze(tu ase tqma sheidzleba).tumca araa sachiro yveltvis ase moxdes..xom aris shemtxvevevbi,roca…magalitad: gogos da bijs uyvart ertmaneti da nu ragac konfliktis shedegad chaemsxvrat yvelaferi magram grdzoba xom ase ubralod ar kvdeba?tanac sawyeni isaa rom saqartveloshi siyvaruli ratomgac marto gatxovebastan asocirdeba ;/ xoda “yvela kaci ertnairia” – amas ver davetanxmebi,me vityodi “qartvel kacta umetesoba ertnairia” ^_^ dzalian momewona posti ❤

    • piglii says:

      აქ ტყუილად არ დამიწერია, იუმორს გავურევ მეთქი, მეც არ ვფიქრობ გულის სიღრმეში ეგრე, მაგრამ უმეტესობა რომ ეგეთია, უკვე ყველა ერთ ქვაბში იხარშება სამწუხაროდ :დ ჩემთვის კიდე სიყვარული გათხოვებასთან არ ასოცირდება , პირიქით ვარ რატომღაც და მიმაჩნია რომ გათხოვების მერე ყველაფერი მთავრდება. ტოლსტოს აქვს გამონათქვამი : “ქორწინება სიკვდილს გავს, მის შემდეგ ყველაფერი მთავრდება ” იმედია მე და ტოლსტოი ვცდებით :დდ

  2. B u n n i e. says:

    ara ra sisulelea 🙂 qorwilsac gachnia,xom?is rasac qarvelta umetesoba qorwils edzaxian…ravi xD tash fandura situaciebi da ashe shemdeg…ar momwons 🙂 ar miyvars qartuli qorwilebi xD tore ise qorwili kargia ^^ aravis mivcem uflebas damadzalos chem qorwilshi qartulebi daukran,winaagmdeg shemtxvevashi ar gavtxovdebi xD es chemi dge iqneba ❤ dzalian gadavuxvie,ara? :DD
    risi tqma mindoda…saerto azrit ro vimsjelot(ara marto qartulis) ertxel ertma gogom aseti ram mitxra : "qorwili aris lamazi sagamo,da albat lamazi game.mere yvelaferi mtavrdeba!" mashin amaze bevri vicine :D:D

    • piglii says:

      აუ მე ქორწილის გადახდა არ მინდა, დაჟე გათხოვება არ მინდა :ს მაგრამ აქ რომ არ გათხოვდე დაგამხობენ ცას და დედამიწას თავზე :დ დამპლები 😐

    • piglii says:

      დარწმუნებული ვარ , ჩემ გვერდით მყოფ კაცს ყოველთვის მეტად ენდომება ჩემი ცოლად შერთვა, ვიდრე მე მისი ცოლობა :დ დებილობააა ცოლობა , ჯერ ბავშვი ვარ მე 😐

  3. dato darbaidze says:

    nu rogori kategoris adamianebi ar arseboben 🙂
    eh arada qorwili xom ulamazesi dgea yvelasatvis am dros ori wyvili tavis bednierebas tavis saxloblo wrestan ertad iziarebs…me vpiqrob qorwili adamians didi da grandiozuli unda qondes…ratom ? albat imito rom is gansakutrebuli movlena shen cxvrebashi da uketes shemtxvevashi pirveli da ukanaskneli…
    rac shexeba qartul cekvebs me vtvli rom idialuria imdenad idialuri rom ar meguleba msoplioshi arceti xelovani visac eg ar moswons…
    rac shexeba kide gatxovebas…dae moqices yvela isi rogorc mas surs icxovron isi rogorc mat undat ubralod sxvas araperi daushaon….

    ase rom sxvisi sxvis gankicxvas moveshvat ginda kacebis ginda qalebis…es cxovreba ubralod da cxovrebashi kide yvelaperi xdeba…

    ar vici ramdenad mosatania es….
    mdzors xalxi aris daseuli zogi ras ambobs zogi ras ambobs…es shavi…maxinji…ayrolebuli…ravici atasi ubedurebas…
    am dros midis erti ketili da brdzeni adamiani da ambobs:
    xalxno shexedet ra lamazi tetri kbilebiaqo….

    arvici memgoni yvelam gaigo risi tqmac minda mara vinc ver gaigo ganumartav…
    modi nu davinaxavt ertmanetshi cuds piriqit kargi davinaxot da kargi davapasot…cudi xo yvela sulers moedzebneba…yvelam chven gulebshi chavixedot da ramden chven cud saqcielze an xasiatze sheileba adamiani wamogvekidos mara saerto jamshi vart rom cudebi?

    memgoni bevrs vwer tanac uazrod ?:|

    • anna says:

      დათო, ერთ რჩევას მოგცემ რაა : და შემისრულეე : გახდი ბლოგერი გეხვეწები :შ ჰაა რას იტყვი>?

Comments are closed.