changes…

ჯერ ბლოგი წესიერად არ გამიკეთებია, უკვე შევცვალე დიზაინი და თავიდან ვეგუები, მაგრამ ჯობია ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებზე ვილაპარაკო. ვაღიარებ, საუკეთესო პერიოდი არ მაქვს ცხოვრებაში, რაღაცის დათმობა მიწევს, რომ შემდეგ მოვიმკო უკეთესი შედეგი და ვიდრე ამ შედეგს მივაღწევდე, სულაც არ ვარ ხშირად წესიერ გუნება-განწყობაზე…  ზუსტად ახლა მაქვს სულიერადაც და ფიზიკურადაც ის პერიოდი, როცა აკეთებ, ფიქრობ , წვალობ და შენგან საბოლოოდ რაღაც გამოვა… შეიძლება სწორედ ამიტომაც გავაკეთე ბლოგი, მინდოდა კიდევ ერთი, ამჯერად სასიკეთო ცვლილება, საინტერესო და ახალი რამე. როგორც იქნა თავი ვაიძულე გადამედგა ეს ნაბიჯი, ნახევარწლიანი ფიქრის შემდეგ და ამ ტემპით თუ გავაგრძელე გადაწყვეტილებების მიღება, სიბერეში ალბათ რაღაცას მივაღწევ) საკუთარი ფიქრების და გრძნობების საჯაროდ გამოხატვის არასდროს მრცხვენოდა , ასე რომ , თუ ბოლომდე არ გავამხელ ყველაფერს, ბევრსაც არაფერს დავმალავ) მაინტერესებს ეს ყველაფერი როგორ აისახება ჩემზე და მართლა მოვკიდებ თუ არა ამ საქმეს ხელს .. მაშ ასე:

ესეც მე-ცვლილებების საწყის ეტაპზე

 

 

3 thoughts on “changes…

  1. qetu ამბობს:

    me es dizaini ufro momcons… minda gitxra rom udzlieresi adamiani xar..imitom,rom arasodes ar getyoba sheni gancdebi,cudi xasiati…mec minda viyo shennairi dzlieri pirovneba :****

  2. BaT ამბობს:

    თავიდან მეც დაახლოებით მაგ მიზეზით დავიწყე ბლოგის კეთება, მაგარი გაჭედილი მქონდა რაღაცებზე და ბლოგი ანტიდეპრესანტი იყო და არის ჩემთვის. 🙂

    • piglii ამბობს:

      ჯერ გაჭედილი არა ვარ, მაგრამ თუ გაჭდვის საფრთხე დამემუქრება აქ შემოვაფარებ თავს :დდჩემი ხასიათისთვის სრულიად უცხო რამეა, და მაინტერესებს რამდენად გამომივა )

Comments are closed.