გაიგე მეტი საკუთარ თავზე

სათაური ცოტა უცნაურად ჟღერს პირადი ბლოგის თემატიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს პირდაპირ კავშირშია როგორც ჩემს პირადთან, ასევე ზოგადად ყველა ადამიანის პიროვნებასთან, ამიტომ ჩავთვალე , საინტერესო იქნებოდა უკვე გაგებულის აქ გადმოტანა.

ფსიქოგეომეტრია არის პიროვნების ტიპოლოგიის ანალიზის სისტემა, რომელიც ეფუძნება ადამიანის მოქმედებას და არჩევანს რომელიმე გეომეტრიული ფიგურისთვის უპირატესობის მინიჭებაში. ვიდრე წაიკითხავდეთ, მცირე ხნით გონებაში წარმოიდგინეთ სამკუთხედი, წრე, კვადრატი, ტეხილი და მართკუთხედი. დაფიქრდით, რომელთან გააიგივებდით თავს, რომელია თქვენთვის ყველაზე მისაღები. უნდა აარჩიოთ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ის სრულად გამოხატავს თქვენს ხასიათს.

პირადად მე, სამკუთხედი ვარ, მაგრამ ექსპერიმენტამდე ღრმად მწამდა, წრე ვიქნებოდი. უნდა ვაღიარო, მომეწონა საკუთარი დახასიათება და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტიც , ჩემდა სამწუხაროდ სამკუთხედია,  მეკი მის ოპოზიციაში ვარ მარად და მარად!:)

კომენტარებში დამიტოვეთ ვინ რა ფიგურასთან გააიგივეთ თავი და მოგწერთ შედეგებს ))

34 thoughts on “გაიგე მეტი საკუთარ თავზე

    • piglii ამბობს:

      წრე-ელტვის ჰარმონიულ ურთიერთობებს, კეთილმოსურნეა და კომუნიკაბელური, დიდი თანაგრძნობის უნარი აქვს, შეუძლია ადამიანის გამოცნობა მისი ქცევის მიხედვით, კოლეგებში პოპულარობით სარგებლობს, ყველასთან კარგადაა, ხალხთან ურთიერთობისას მათთან კონტაქტი მეტად აინტერესებს ვიდრე საქმე, ცდილობს არ მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება, გაურბის კონფლიკტებს, მისდევს მმართველობის დემოკრატიულ სტილს, მოწოდებით ფსიქოლოგია.
      გარეგნობა-არაოფიციალური ახალგაზრდული(თუ კაცია), ნაკლებად პეწიანი, ქალური , მრგვალი ფორმებით(თუ ქალია)
      სამუშაო ადგილი-მყუდრო შინაურული გარემო
      მეტყველება-არათანმიმდევრული, ხშირად უხვევს მთავარ თემას, ემოციური, დამამშვიდებელი, რბილი, ნელი, ტკბილი დაბალი ხმა, აღტაცებული შეფასებები, კომპლიმენტები
      ჟესტები-მოდუნებული პოზა, თავისუფალი, რბილი მოძრაობები, კეთილმოსურნე ღიმილი, ხშირი თავის დაკვრა მხარდაჭერის გამოსახატად, ქცევის სარკისებური ასახვა, მინიმალური სოციალური დისტანცია, ცოცხლაი სიარულისა და კეთილმოსურნე მისალმების მანერა
      ქცევა-ძალიან კონტაქტური, მზრუნველი, ხელგაშლილი, აქვს დიდი თანაგრძნობის უნარი, დიდი დაყოლიების უნარი, კარგი ინტუიცია, მშვიდია, დამთმობი, თვითკრიტიკული, მგრძნობიარე, მიმნდობი, გარშემომყოფთა აზრზე ორიენტირებული, გაუბედავი, სუსტი პოლიტიკოსი, ლაპარაკის მოყვარული, სენტიმენტალური, ცხოვრობს წარსულით, საზოგადოებრივი მუშაობისკენ მიდრეკილი , ნაცნობ-მეგობრების ფართო წრით)
      აბა ესეთი ხარ? :))

      • piglii ამბობს:

        კვადრატი- დაუღალავი მშრომელი, მომთმენი და ამტანი, მრავალმხრივ ერუდირებული, უყვარს წესრიგი და სტაბილურობა, კარგად აზროვებს და აანალიზებს, ახასიათებს ლოგიკური გათვლა, ყურადღებიანია ბავშვების მიმართ, ცხოვრობს დაგეგმილად, კარგი ორგანიზატორი და ადმინისტრატორია, ემოციურად მშრალი, კარგად ესმის თავის ფუნქცია და როლი.
        გარეგნობა-კონსერვატიული, მკაცრი, სუფთა, მოწესრიგებული
        სამუშაო ადგილი-ყველაფერი თავის ადგილზე
        მეტყველება-ლოგიკური, თანმიმდევრული, გასაგები, დაწვრილებითი, დინჯი, მონოტონური, მშრალი, სავსე პროფესიონალური ტერმინებით
        ჟესტები-დაძაბული პოზა, გაზომილი მოძრაობები, ძუნწი ჟესტები, ნელი და სოლიდური სიარულის მანერა, ხელოვნური ან ნერვული სიცილი
        ქცევა-პუნქტუალურობა, წესებისა და ინსტრუქციების მკაცრი მეთვალყურეობა, ყველაფრის დაგეგმვა, მოვლენათა ანალიზი, დეტალებში ჩაღრმავება, აკურატულობა, სისუფთავე, პრაქტიკულობა, ეკონომიურობა, მიმწოლი ხასიათი, შრომისმოყვარეობა, მეგობრებისა და ნაცნობების ვიწრო წრე.
        კვადრატთან ურთიერთობისას უნდა შეგეძლოს ემოციების მოთოკვა, სწორი ცხოვრების და ეთიკეტის დაცვა, აზრის გამოთქმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად, ციფრებითა და ფაქტებით დასაბუთებული აზრების წარმოდგენა. ამასთან, უნდა იყო თვითდაჯერებული და დაამტკიცო , რომ საქმე შენთვის უმთავრესია.

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    წრეი ვარ მე 😀 :)))
    და ჩემის აზრით თითქმის ყველაფერი დაემთხვა :))))
    შენ სამკუთხედი ხარ ხო? და რაო სამკუთხედმა რა მინდაო რა წერია? :ფიქრ:

    • piglii ამბობს:

      სამკუთხედი- ყველა სიტუაციაში ლიდერი, მიზანსწრაფული, ენერგიული, გამბედავი და ძლიერი პიროვნებაა, სწრაფად აკეთებს სიტუაციის ანალიზს და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში. შეუძლია პრობლემების დაძლევაც და მათთვის თავის არიდებაც, რისკიანი და პრაგმატულია, თუმცა საკმაოდ ინტრიგანი და პატივმოყვარე. ისაა ყოველგვარი ურთერთობის დეტონატორი და წამომწყები.
      გარეგნობა-მოდური, პეწიანი, ელეგანტური და მოვლილი
      სამუშაო ადგილი-ძვირფასი ნივთებისა და მისი სტატუსის დამადასტურებელი ნივთების გამოფენა, წესრიგი ყველაფერში.
      მეტყველება-ლოგიკური, გასაგები, დამაჯერებელი, ემოციური, სწრაფი, სიტყვამოსწრებული, დაბალი ხმის ტემბრი, ზოგჯერ ჟარგონი.
      ჟესტები-თავისუფალი პოზა, რბილი, თავდაჯერებული და ენერგიული სიარულის მანერა, აქტიური ჟესტიკულაცია, მომუწული ტუჩები, დაკვირვებული მზერა და ძლიერი ხელის ჩამორთმევა.
      ქცევა-ლიდერი, მიილტვის ძალაუფლებისკენ, პატივმოყვარე და გამარჯვებაზე ორიენტირებული, პრაგმატული, იმპულსური და მოუთმენელი, გამბედავი და თვითდაჯერებული, გონებამახვილი და კარგი პოლიტიკოსი, ნაცნობების ფართო წრე, მეგობრების ვიწრო წრე
      სამკუთხედთან ურთიერთობისას რეკომენდირებულია-თვითდაჯერებულობის ჩვენება, საუბრისას პრობლემათა ძირითადი არსის ნათლად ჩამოყალიბება და რეზიუმირება, მეტყველების ლაკონურობა, მოულოდნელი შეკითხვებისთვის მზადყოფნა, ინფორმაციის მომზადება ციფრებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, სოლიდურად თავის დაჭერა, კარგი კავშირებისა და საიმედო მდგომარეობის ხაზგასმით წარმოჩენა.

      vicodi rom shen samkutxedi iqnebodi 😛 chemsavit )

  2. Kaxa ამბობს:

    Xo ana namdvilad simartle xom xedav, sxvatashoris III kursze rom vikavi fsikologiis leqtorma mogvicyo msgavsi testi da memgoni mashinac samkutxedi vikavi, ubralod mashin figurac testis mixedvit mivige anu sakutari survilit ver virchevdi :D:D magaria dzaa momcons sheni blogeroba veli axal intrigebs samkutxedo :D:D:D:D

    • piglii ამბობს:

      ai shen personaluri daxasiateba )) სამკუთხედი- ყველა სიტუაციაში ლიდერი, მიზანსწრაფული, ენერგიული, გამბედავი და ძლიერი პიროვნებაა, სწრაფად აკეთებს სიტუაციის ანალიზს და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში. შეუძლია პრობლემების დაძლევაც და მათთვის თავის არიდებაც, რისკიანი და პრაგმატულია, თუმცა საკმაოდ ინტრიგანი და პატივმოყვარე. ისაა ყოველგვარი ურთერთობის დეტონატორი და წამომწყები.
      გარეგნობა-მოდური, პეწიანი, ელეგანტური და მოვლილი
      სამუშაო ადგილი-ძვირფასი ნივთებისა და მისი სტატუსის დამადასტურებელი ნივთების გამოფენა, წესრიგი ყველაფერში.
      მეტყველება-ლოგიკური, გასაგები, დამაჯერებელი, ემოციური, სწრაფი, სიტყვამოსწრებული, დაბალი ხმის ტემბრი, ზოგჯერ ჟარგონი.
      ჟესტები-თავისუფალი პოზა, რბილი, თავდაჯერებული და ენერგიული სიარულის მანერა, აქტიური ჟესტიკულაცია, მომუწული ტუჩები, დაკვირვებული მზერა და ძლიერი ხელის ჩამორთმევა.
      ქცევა-ლიდერი, მიილტვის ძალაუფლებისკენ, პატივმოყვარე და გამარჯვებაზე ორიენტირებული, პრაგმატული, იმპულსური და მოუთმენელი, გამბედავი და თვითდაჯერებული, გონებამახვილი და კარგი პოლიტიკოსი, ნაცნობების ფართო წრე, მეგობრების ვიწრო წრე
      სამკუთხედთან ურთიერთობისას რეკომენდირებულია-თვითდაჯერებულობის ჩვენება, საუბრისას პრობლემათა ძირითადი არსის ნათლად ჩამოყალიბება და რეზიუმირება, მეტყველების ლაკონურობა, მოულოდნელი შეკითხვებისთვის მზადყოფნა, ინფორმაციის მომზადება ციფრებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, სოლიდურად თავის დაჭერა, კარგი კავშირებისა და საიმედო მდგომარეობის ხაზგასმით წარმოჩენა.

    • piglii ამბობს:

      nati shen da texili? sainteresoaa )) ტეხილი-უყვარს კონფლიკტების გამწვავება, არ მოსწონს თანხმობა, რომელსაც მართავს, მოსწონს მრავალფეროვნება ყველა სფეროში, მიილტვის დამოუკიდებლობისკენ, იდეების გენერატორია, ემოციურად გონებამახვილი, წარმოჩენის ოსტატი, თავშეუკავებეული, ურთიერთობებსა და ქმედებებში ექსპრესიული და ექსცენტრიული, ვერ ამთავრებს დაწყებულ საქმეს
      გარეგნობა-გაჩეჩილი , მოუწესრიგებელი, დემონსტრაციული, ექსტრავაგანტული, ხანდახან მოდური
      სამუშაო ადგილი-თეატრალურად გაფორმებული უწესრიგობა
      მეტყველება-არათანმიმდევრული, ასოციაციური, მკაფიო, ხატოვანი, ემოციური, აღტკინებული, ენამოსწრებული, ჩქარი. მდიდარი ლექსიკა, ჟარგონები და გონებამახვილური ხუმრობები
      ჟესტები-დაუძაბავი, ცვალებადი პოზა, ჩქარი, რბილი მოძრაობები, ხშირი ჟესტიკულაცია, სწრაფი სიარულის მანერა, ცოცხალი მიმიკა, ყოველისმხედველი მზერა და დაყენებული მანერები
      ქცევა-ახასიათბს ცვლილებებისა და ცოდნის წყურვილი, საუკეთესო ინტუიცია, ორიგინალური იდეები, მეოცნებეა, ოპტიმისტი, ახლისადმი პოზიტიურად განწყობილი, გონებამახვილი, ენთუზიაზისტი, უშუალო, არაპრაქტიკული, იმპულსური, ცვალებადი ხასიათისა და ქცევის , უყვარს მარტო მუშაობა, სძულს საქაღალდო საქმე, კომპანიის სული და გულია, რამდენიმე მეგობარი ჰყავს
      ტეხილთან ურთიერთობისას უნდა იყო სწრაფი, ლაკონური და კონკრეტული, უნდა გქონდეს იუმორის გრძნობა და კეთილმოსურნე ღიმილი, თუ შენ ვერ ხუმრობ, აგრძნობინე რომ მის იუმორს აფასებ.

  3. Mari ამბობს:

    მართკუთხა პარალელეპიპედი ვარ მე :)))

    მიხარია რომ შენც დაიწყე ბლოგერობა. წარმატებას გისურვებ 🙂

    • piglii ამბობს:

      წაიკითხე კომენტარებში 2ვეს დახასიათება და მაქედან მაინც იმსჯელე ) ისე ეგ გაურკვევლობა იმაზე მეტყველებს, რომ არ ხარ ჩამოყალიბებული ჯერ :პ

  4. B u n n i e. ამბობს:

    me wreee xD

    ahah,dzalian saintereso postia imena chavijeqi rasacqvia ^_^

    axla ra txovna meqneba shentan xD shemo chem blogshi da naxe bolo posti.
    shenc gexeba da darwmunebuli var mogewoneba idea.roca shexval mxolod mashin chawvdebi tu ras vachalicheb xD mokled midi ra ar daizaro TwT ❤

    • piglii ამბობს:

      ტეხილი-უყვარს კონფლიკტების გამწვავება, არ მოსწონს თანხმობა, რომელსაც მართავს, მოსწონს მრავალფეროვნება ყველა სფეროში, მიილტვის დამოუკიდებლობისკენ, იდეების გენერატორია, ემოციურად გონებამახვილი, წარმოჩენის ოსტატი, თავშეუკავებეული, ურთიერთობებსა და ქმედებებში ექსპრესიული და ექსცენტრიული, ვერ ამთავრებს დაწყებულ საქმეს
      გარეგნობა-გაჩეჩილი , მოუწესრიგებელი, დემონსტრაციული, ექსტრავაგანტული, ხანდახან მოდური
      სამუშაო ადგილი-თეატრალურად გაფორმებული უწესრიგობა
      მეტყველება-არათანმიმდევრული, ასოციაციური, მკაფიო, ხატოვანი, ემოციური, აღტკინებული, ენამოსწრებული, ჩქარი. მდიდარი ლექსიკა, ჟარგონები და გონებამახვილური ხუმრობები
      ჟესტები-დაუძაბავი, ცვალებადი პოზა, ჩქარი, რბილი მოძრაობები, ხშირი ჟესტიკულაცია, სწრაფი სიარულის მანერა, ცოცხალი მიმიკა, ყოველისმხედველი მზერა და დაყენებული მანერები
      ქცევა-ახასიათბს ცვლილებებისა და ცოდნის წყურვილი, საუკეთესო ინტუიცია, ორიგინალური იდეები, მეოცნებეა, ოპტიმისტი, ახლისადმი პოზიტიურად განწყობილი, გონებამახვილი, ენთუზიაზისტი, უშუალო, არაპრაქტიკული, იმპულსური, ცვალებადი ხასიათისა და ქცევის , უყვარს მარტო მუშაობა, სძულს საქაღალდო საქმე, კომპანიის სული და გულია, რამდენიმე მეგობარი ჰყავს
      ტეხილთან ურთიერთობისას უნდა იყო სწრაფი, ლაკონური და კონკრეტული, უნდა გქონდეს იუმორის გრძნობა და კეთილმოსურნე ღიმილი, თუ შენ ვერ ხუმრობ, აგრძნობინე რომ მის იუმორს აფასებ.

  5. TaaMti ამბობს:

    au verapriiiit movipiqre. samkutzedi an wre da an kvadrati… : )) kvadrati mitxari aba. au arada samkutxedis naxevari da wris naxevari rom shevaerto egre ra. upro sworad samkutxeds warmovidgen, magram didad ar vetanxmebi, wres upro bevr rameshi :))

    • piglii ამბობს:

      კვადრატი- დაუღალავი მშრომელი, მომთმენი და ამტანი, მრავალმხრივ ერუდირებული, უყვარს წესრიგი და სტაბილურობა, კარგად აზროვებს და აანალიზებს, ახასიათებს ლოგიკური გათვლა, ყურადღებიანია ბავშვების მიმართ, ცხოვრობს დაგეგმილად, კარგი ორგანიზატორი და ადმინისტრატორია, ემოციურად მშრალი, კარგად ესმის თავის ფუნქცია და როლი.
      გარეგნობა-კონსერვატიული, მკაცრი, სუფთა, მოწესრიგებული
      სამუშაო ადგილი-ყველაფერი თავის ადგილზე
      მეტყველება-ლოგიკური, თანმიმდევრული, გასაგები, დაწვრილებითი, დინჯი, მონოტონური, მშრალი, სავსე პროფესიონალური ტერმინებით
      ჟესტები-დაძაბული პოზა, გაზომილი მოძრაობები, ძუნწი ჟესტები, ნელი და სოლიდური სიარულის მანერა, ხელოვნური ან ნერვული სიცილი
      ქცევა-პუნქტუალურობა, წესებისა და ინსტრუქციების მკაცრი მეთვალყურეობა, ყველაფრის დაგეგმვა, მოვლენათა ანალიზი, დეტალებში ჩაღრმავება, აკურატულობა, სისუფთავე, პრაქტიკულობა, ეკონომიურობა, მიმწოლი ხასიათი, შრომისმოყვარეობა, მეგობრებისა და ნაცნობების ვიწრო წრე.
      კვადრატთან ურთიერთობისას უნდა შეგეძლოს ემოციების მოთოკვა, სწორი ცხოვრების და ეთიკეტის დაცვა, აზრის გამოთქმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად, ციფრებითა და ფაქტებით დასაბუთებული აზრების წარმოდგენა. ამასთან, უნდა იყო თვითდაჯერებული და დაამტკიცო , რომ საქმე შენთვის

დისკუსია დახურულია.