მე-სტუდენტი

 

 

პოსტს ვუძღვნი თეუსუს და ჩემს ჯგუფს, რომელთა უმეტესობა ამ პოსტის შესახებ ვერც ვერასდროს გაიგებს ალბათ . (რა სამგლოვიარო შესავალია , უფ…)

საქმეზე გადავალ და დავიწყებ თაავიდან.. შარშან ამ დროს, როცა გულს ჯერ კიდევ უხაროდა ახალი სტატუსი, ანუ სტუდენტობა, სულ სხვანაირად იყო ყველაფერი. 33 ბავშვთან შეგუება და მათთან კონტაქტი ყოველდღიურად, ანუ ჩემს ენაზე რომ ვთქვა, მათი ატანა, გამიჭირდა და ენას კბილს ძლივს ვაჭერდი, გემრიელად რომ არ შემემკო რომელიმე. მერედა როგორ მინდოდა ეს!)) სხვათაშორის ამ ბავშვების დამსახურებაა, ნებისმიერი ტიპის ადამიანს რომ ვეგუები და მათ წიკებსაც ასე თუ ისე ვიტან, ასე რომ ესეც ერთი პლიუსი, რაც ჯგუფთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე.

რამდენიმე კვირის მერე, შევიძინე 2 ძალიან კარგი მეგობარი, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, ამჟამად ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ვიცი, იოლია მეგობრობა, როცა საერთო საქმე გაკავშირებს ვინმესთან და მინდა ჩვენი მეგობრობა უნივერსიტეტის მერეც გაგრძელდეს ყოველთვის –  ეს მეორე პლიუსი.

შემდგომი თვეები მთელი რიგი მიზეზების გამო ცოტა მოვწყდი უნივერსიტეტის მჩქეფარე ცხოვრებას,  და ისე გავიდა სასწავლო წელი, ცოცხალ მკვდარი ძლივს მივდიოდი და მოვდიოდი, და მაშინ აღმოვაჩინე, რამხელა ნებისყოფა მქონია, რომ ვსწავლობდი საძულველ საგნებს და დავხურე პირველი კურსი-ესეც მესამე პლიუსი.

პირველი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო, როგორც აღმოვაჩინე; ვინაიდან მეორე სულ ახლახანს დაიწყო და ჯერ კიდევ იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ დადებით მოვლენას შემოიტანს ჩემს ყოფა – ცხოვრებაში, მის უარყოფით მხარეებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ისედაც ყველამ იცის, რა რთულია და დამღლელი სტუდენტობა და მით უმეტეს თეუსუს სტუდენტობა, სადაც თავს ისე გრძნობ, თითქოს ხელახლა მიხვედი სკოლაში )  შემომრჩენია ჩვეული ოპტიმისტობა, როგორც ვატყობ და პირველად ვაღიარებ, რომ მე მყავს მშვენიერი ჯგუფი და ამ ჯგუფში 2 არაჩვეულებრივი მეგობარი .

ასე რომ , ყველაფერს აქვს დადებითი მხარეები და თანაც, თუ კარგად დაუკვირდები, უამრავიც კი, უბრალოდ უნდა შეგეძლოს მათი შენს თავზე მორგება .

პ.ს : მინდა ეს პოსტი ნათიამ წაიკითხოს, ამ ბოლო დროს ვატყობ  დეპრესიულ განწყობაზეა თეუსუს გამო ))

10 thoughts on “მე-სტუდენტი

  1. siyvarulovna says:

    არა,თეუსუ არაფერ შუაშია.. :))
    ჯგუფია რაღაც…
    მგონია აქ საუკეთესო მეგობარს ვერ გავიჩენ 😦
    სხვა და სხვანაირ ხალხს უფრო ადრე, ბლოგერებს შევეგუე :)) და მათგან ვისწავლე სხვადასხვა ხალხის “ატანა”.
    ხვალ ექსკურსაზე მივდივართ და იმედია სიტუაცია გამოსწორდება

  2. Ani says:

    anii, ra kargi postia.. mec zustad ese davwerdi albat, yvelaze didi pliusi chemtvis is 2 megobaria, romelzec shen wer :**** me ufro bevri ucnauri gadamxda principshi vidre sapliuso :))))

    • piglii says:

      ჰო, მაგ უცნაურზე გეთანხმები, მაგრამ , როგორც ბოლოს ვისაუბრეთ, ფარდა აეხადა მაგას) სხვა რავი, კარგად მახსენდება და მერე უფრო და უფრო ტკბილად გამახსენდება) ჯანდაბა, ჩემი ქვის გული გალღვა ?: დ

  3. Ani says:

    galgva ani galgva :))))))))))))) chemi kide ufro galgva memgoni :))))))))))))) ra ubedureba gvchirs :)))))))))

    • piglii says:

      შენ კიდე გალღობა გინდოდა? და ჩემზე დროული იყო :პ

  4. sunwaited says:

    არადა მე პირველივე კვირის ბოლოს ისეთი გაცდა მქონდა, რომ ბავშვობიდანვე ვიცნობდი ჯგუფელებს ))
    ეს იმიტომ, რომ ყოველ დღე სულ ერთად ვიყავით, საერთო გართობის წესმა დაგვაახლოვა ))

  5. qetu says:

    emociebshi var…shenma postma gamaxsena ganvlili celi…ramdeni mogoneba maqvs..matshoris bevri kargi…teusu…718…unda vagiaro rom mec gamilgva guli…ratom?…ar vici…mec vusvam am kitxvas chems tavs…magram pasuxi ar maqvs… :)))))

    • piglii says:

      მიხარია რომ ემოციები გამოიწვია, მეც ზუსტად ეს მინდოდა ):*

  6. Mari says:

    პირველ კურსზე რომ მივედი, მეორე დღეს უკვე ზოოპარკში ვსეირნობდით ჯგუფელები და მერე მთელი თვე სახინკლეებში დავძრწოდით. მაგრამ მაინც საშინელება იყო პირველი სემესტრი. თავს მაინც ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, იმიტომ რომ ჩემნაირი არავინ არ იყო. მეც იქიდან მივეჩვიე განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტს, თან ისე, რომ ნერვები არაფერზე მეშლება.

Comments are closed.