Skip to content

მე და ლუდი

January 28, 2012

არ ვიცი რამდენი ხნის წინ დაიწყო ჩემი და ლუდის ისტორია. დღემდე მახსოვს შეგრძნება , როცა პირველად გავსინჯე უცნაური გემოს მქონე მოოქროსფრო სასმელი. თანდათან მივხვდი რომ:

ლუდი საუკეთესო სასმელია გასაგრილებლად ზაფხულში და გასათბობად ზამთარში;

ვინმესთან სტუმრობისას – თან წასაღებად;

კომპიუტერთან ჯდომისას ნელ-ნელა საწრუპად;

სიმთვრალის ეფექტის მისაღებად- ბევრის ან უფრო ბევრის დალევის შემთხვევაში.

მოკლედ, პირადად მე უამრავი მიზეზი მაქვს იმისთვის , რომ მიყვარდეს ლუდი. კარგი ლუდი. ქართული წარმოების ლუდებიდან პირველად ნატახტარი მახსენდება ხოლმე და ამის მიზეზიც მაქვს- ბოლოსდაბოლოს ამ კომპანიას ქართული ბაზრის 65% უჭირავს და მისი ასორტიმენტიდან ყველას შეუძლია სასურველი შეფუთვის და გემოს პოვნა : ეფესი , ქარვა, კასრის ლუდი , ექსტრა და ტრიდე ნატახტარის ბრენდებია.

თითოეული მათგანი განსხვავდება გემოთი და ე.წ “გრადუსით”:

ექსტრა პირადად ჩემთვის ძალიან ძლიერია და ერთი კათხა საკმარისია ჩემს დასათრობად, რასაც ვერ ვიტყვი ეფესსა და და ქარვაზე. კასრის ლუდი არ გამისინჯავს. თითქმის ყოველთვის ეფესს ვსვამ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა სწრაფი დათრობა მსურს და ექსტრას ვანიჭებ უპირატესობას.

რამდენიმე დღის წინ ნატახტარმა რებრენდინგი განახორციელა და შეფუთვა განაახლა. ალბათ გახსოვთ როგორი იყო ძველი შეფუთვა ჩვეულებრივი ნატახტარის ბოთლის:

სურათზე, მარცხნივ არის ნატახტარი ახალ შეფუთვაში, ლოგიკურად მისგან მარჯვნივ, ნატახტარი ძველ შეფუთვაში.

ზოგადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხოლმე იმას, თუ როგორ გამოიყურება პროდუქტი. გულახდილად რომ ვთქვა, დიდად არ მომწონდა ძველი შეფუთვა- ყველაზე სასურველი ჩემთვის ისევ ზემოთხსენებული ბრენდის-ეფესის “გარეგნობა” იყო და ესეც დიდ როლს თამაშობდა ჩემს არჩევანში.

რაც შეეხება განახებულ ბოთლს: დამეთანხმებით ალბათ, გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება და პროდუქტის ძირითადი მახასიათებლებზე: ალაოზე, უნიკალურ წყალზე და გვირგვინზეა აქცენტი გაკეთებული, ჩემთვის კი ბოთლის შეცვლილი/დახვეწილი დიზაინიც სავსებით საკმარისია. ჩემდა  სამწუხაროდ არ შეცვლილა ქილის დიზაინი :)

ამ ცვლილებების უშუალოდ ნახვის შესაძლებლობა რამდენიმე დღის წინ მომეცა, ივენთ ჰოლში, სადაც განახლებული ნატახტარის პრეზენტაცია გაიმართა, ლუდით სავსე მაცივრების გათამაშებით და კონცერტითურთ. ლუდით სავსე მაცივარი, როგორც უიღბლოს, წილად არ მხვდა. სამაგიეროდ რამდენიმე მართლა კარგი სიმღერა , კარგი შესრულებით მოვისმინე, ვუყურებდი როგორც ცვიოდა მოცეკვავეების ხანჯლებს ნაპერწკლები  და რა თქმა უნდა, დავლიე ბევრი ლუდი.

ეს ჩემი მოსაწვევია, ბლოგერის რანგში.

ბლოგერების განკარგულებაში მყოფი ლუდი. განახლებული შეფუთვით მხოლოდ პრეზენტაციის შემდეგ შემოგვთავაზეს დასაგემოვნებლად.

ოთხკუთხა მინაში გამომწყვდეული ჰოლოგრამიანი მბრუნავი ბოთლი :)

3 Comments leave one →
  1. January 28, 2012 3:44 pm

    აუჰ, ლუდი მომინდა ახლა და მგონი მაცივარში უნდა მელოდებოდეს… გავედი აბა ;დ

  2. January 28, 2012 6:21 pm

    ისევ ნატახტარის ლიმონათს მივაწვე მირჩევნია. მიხარია, რომ ცხოვრებაში არასოდეს მომინდება ლუდი და გული არ დამწყდება, რომ მაცივარში არ მომეპოვება :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s