Skip to content

ბრძოლა სქელი ფეხების წინააღმდეგ

August 17, 2011

ნებისყოფა საერთოდ რომ არ გამაჩნია, მაშინ ვხვდები, როცა საქმე დიეტას ეხება. დედაჩემთან ხანგრძლივი ურთიერთობისას ვხვდები ხოლმე, როგორ ვსუქდები დღითიდღე, ამის შესაჩერებლად კი ერთადერთი ხერხი ვიცი – ერთ კვირაზე დიდ ხანს არ გავჩერდე იქ, სადაც დედა და საჭმელებია.

თუ გაინტერესებთ, როგორ ვიქცეოდი ბავშვობაში, როცა სულ ერთად ყოფნა გვიწევდა, პასუხი მარტივია: სამი ზომით მსუქანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ . რაც თბილისში გადმოვცხოვრდი, ცოტა ხელი შევაშველე, ორიოდე თვით დიეტაზე ვიჯექი და მერე თავისთავად დავრჩი იმ წონაზე, რაზეც ახლა ვარ. მოკლედ, ერთი შეხედვით, არაფერს ვუჩივი, მაგრამ მაინც მაწუხებს მსუქანი ფეხების სინდრომი:

:|

:|

:|

:|

რაც ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს, ჩემი კანის სირბილეა, რასაც არანაირი დიეტა არ უშველის: ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში! ამ უკანასკნელის ნებისყოფაც არ გამაჩნია. შარშანაც, მხოლოდ ერთი თვე ვიარე ტრენაჟორებზე და შედეგი ნული :D ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ არ უნდა მოვიკრიბო ძალა, სულ ცოტაოდენ დიეტაზე დავჯდე და ვარჯიშიც წავაშველო? ყველაფერს ეშველებოდა და 20 წლიან მსუქანი ფეხების კომპლექსსაც მოვაშთობდი, მაგრამ ამის ნაცვლად დღეს იცით რა ვქენი? უამრავი კატლეტი შევსანსლე !

:|

:|

ახლა, როცა შიმშილი არ მაწუხებს, იმასაც ვფიქრობ, მუცლისთვისაც რომ მიმეხედა, არ იქნებოდა ურიგითქო, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა და იმედები მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, ვიცი – მანამ, სანამ არ მომშივდება :)

ალბათ მიხვდით, დედაჩემი დამტრიალებს თავს და ამიტომაც მაწუხებს შიშები . თან სწორედ ის დროა, შემოდგომამდე რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საკუთარ თავს უკვე მერამდენედ, პირობას აძლევ რომ რამდენიმე კილოგრამით ნაკლებს გიხილავენ მეგობრები .

ერთი პირობით მეტი იქნება თუ ნაკლები , უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს და ჩათვალეთ პირობა დავდე:

სექტემბრამდე ვივარჯიშებ, ნაკლებს შევჭამ და ეგებ მეშველოს რამე! თვალყური მადევნეთ და ელოდეთ სავარაუდო პოსტს, შედეგითურთ :D

18 Comments
  1. August 17, 2011 5:58 am

    თან, ფიასკოს შემთხვევაში, თავის გამართლების ხერხებსაც მოიფიქრებ :დ

  2. August 17, 2011 6:14 am

    ცურვა დაამატე და უბრალოდ ცომეული ამოიღე, განსაკუთრებით პური, დანარჩენი ჭამე რაც გინდა!
    ერთი რამე დაიმახსოვრეთ ყველამ :D დიეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს შიმშილს! დიეტა ნიშნავს სწორ კვებას! :D

  3. August 17, 2011 6:29 am

    ვარჯიში გინდა და ფსიქოლოგი :)

  4. August 17, 2011 6:39 am

    აააა, თუ მშია, მგელსაც შევჭამ… კიდევ კარგი ვარჯიში მიყვარს! და არც ისე მსუქანი გაქვს.

  5. August 17, 2011 7:01 am

    mshvenieri fexebia

  6. August 17, 2011 7:14 am

    შენ მსუქანი კიარა მოკლე ფეხები გაქვს ( ან ასე ჩანს სურათებში) ყველაზე ნაღდია 6-ის მერე არ ჭამო.

  7. August 17, 2011 8:12 am

    შე მოკლე ფეხებიანო :D:D:D:D:D:D:D:D

    მოვკვდი სიცილით

  8. August 17, 2011 9:00 am

    რატომღაც კიდურები არასოდეს მისუქდება.

    ჯერ რბილი ხორცის გამაგრებას მიხედე. შესაფერის ექიმს მიაკითხე.

  9. August 17, 2011 2:19 pm

    “მხოლოდ ერთი თვე ვიარე ტრენაჟორებზე და შედეგი ნული”
    ერთ თვეში ნულზე ბევრად მეტს არც უნდა მოელოდე :დ

  10. August 17, 2011 2:49 pm

    ისა.. ჩემი აზრით, არ ხარ მსუქანი..
    თუ აღნაგობა გაქვს ისეთი, რომ ფეხები, მეტ-ნაკლებად, ფუმფულა გაქვს, სულ რომ არაფერი ჭამო და ჩამოხმე, ტანთან შედარებით მაინც მსუქანი დაგრჩება..

    პ.ს. მე საყვარელი ღიპი მაქვს, რომელსაც არც კი მახსოვს, რა ასაკიდან ვებრძვი: დიეტით, პრესებით, ვარჯიშით და ა.შ, მაგრამ შედეგი ნულია და კი ვარ დეპრესიაში.. :შ

  11. August 17, 2011 6:52 pm

    მიყვარს ბულგარეთი :D

  12. August 18, 2011 7:20 am

    ვაიმე დედა შენ რომ იტყვი მსუქანი ფეხები მაქო :9 ტეტუუუ…… მე თავი უნდა მოვიკლა ე.ი :(

    არადან მეც ვარ ხოლმე მასე.. უნდა გავხდე და ვგეგმავ..და პირველ შიმშილის გრძნობამდე მრჩება ნებისყოფა :)))

  13. August 20, 2011 4:33 pm

    ერთი თვე ვარჯიში მართლაც და არ არის საკმარისი. სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში და რამდენიმე თვეში შედეგი იქნება ნამდვილად. ჩემის აზრით ვარჯიშს არ უნდა უყურებდე როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას. ვარჯიში ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. თორემ რომ მიაღწევ შედეგს და შეეშვები ვარჯიშს კუნთი მალევე დასუსტება და ცხიმოვანი მასა იმარჯვებს და იქნება ფეხი ისევ რბილი:)))
    წარმატებები და შემდეგ პოსტს ველოდები:)

  14. September 25, 2011 3:34 pm

    ექვსი საათის მერე? :D რა სისულელეა 6 რა მაგიური ციფრია? 5 მერე იყოს რა? მთლად უკეთესი !

    • September 26, 2011 4:05 am

      ბარემ სულ არ შევჭამ ;დ

  15. Nika permalink
    April 24, 2012 1:31 pm

    ძალიან კარგი ფეხებია. დავლოკავდი თავიდან ბოლომდე :D :D :* :* ბოდიშით უცენზურობსთვის :*

Trackbacks

  1. იოგა « anna's Blog
  2. დაპირებული პოსტი: after & before diet | anna's Blog

Comments are closed.

%d bloggers like this: