კარგი ივენთის კრიტერიუმები
როცა სიტყვა “ივენთი” მესმის, არც ისე კარგი სიტუაცია წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. ძალიან ბევრ კარგად გაპიარებულ ივენთს გაუცრუებია ხოლმე ჩემთვის იმედი და შესაბამისად ყოველ შემდეგზე სკეპტიკურად განწყობილი მივდივარ, იმ იმედით რომ ძალიან ცუდიც არ იქნება..
მე მაქვს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც ვაფასებ ხოლმე ამ “ივენთებს”
- კარგი ორგანიზება
- კარგი ადგილი
- სასიამოვნო საკვები (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში)
- კარგი მუსიკა( ასევე აუცილებლობის შემთხვევაში)
- სასმელი
- თამაშები, პრიზები (სასურველია)
სულ რამდენიმე კარგი საღამო მახსოვს, რომლებმაც ჩემს მკაცრ შეფასებას გაუძლეს. ერთ-ერთი ასეთი, შარშანდელი კარაოკე ფართი იყო, ამიტომ როცა ჩემმა მეგობარმა ზურიუსმა studio5-ში, Efes karaoke farty-ზე მიმიწვია, სიხარულით დავთანხმდი დ არ შევუშინებივარ იმას, რომ არც ისე კარგი მუსიკალური მონაცემები მაქვს. ბოლოსდაბოლოს, შემეძლო ლუდით, მუსიკის მოსმენით და გემრიელობების ჭამით შემოვფარგლულიყავი, თუმცა everything went better, than expected
რა მოხდა ამ ივენთზე, მოკლედ მოგიყვებით:
- მისულებს სახელობითი მაისურები და ლუდები მოგვართვეს
- ძალიან ბევრი ვიმღერეთ! ვიმეორებ, ვიმღერეთ და არა იმღერეს!
- ბევრი ვითამაშეთ
- ბევრი ვიცეკვეთ
- ბევრი ვჭამეთ
- და ბევრი დავლიეთ
მეტი სიცხადისთვის იხილეთ ფოტოგალერეა:
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კინაღამ დამავიწყდა. კარგია, როცა ყველაფერი კარგადაა და ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ხოლმე ზემოთხსენებული ივენთები, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ცუდი ივენთიც კი შეიძლება კარგად დამთავრდეს, თუ ბევრ მეგობართან ერთად წახვალ იქ ^^
როგორც წესი, როცა ჩემს თავს რამე კარგი ხდება, დიდხანს მახსოვს და შემდეგ ვნატრობ, როდის მოხდება კიდევ რამე “ისეთი”. ახლა ველოდები როდის იქნება ეფესის კარაოკე ფართისმსგავსი კარგი ივენთი
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის
რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი ორი მეგობარი ვმსჯელობდით, რატომაა მნიშვნელოვანი, უცხოეთში გამგზავრებისას დაზღვევა.
- იმიტომ, რომ დაზღვევის გარეშე არ გიშვებენ
- შესაძლოა, მართლაც დაგემართოს რამე და დაზღვევის გარეშე ამ გაუთვალისწინებელ “რამეებთან” გამკლავება რთულია.
საქართველოში რამდენიმე სადაზღვეო კომპანიაა, რომელთაგან ზოგი ძალიან იაფია, ზოგიც – ძვირი, თუმცა კარგი მომსახურებით. ამ უკანასკნელ კატეგორიას ალდაგი განეკუთვნება, თურმე.
- ანა უცხოეთში წასვლას ხომ არ აპირებ? – ეცინება მეგობარს – რად გინდა დაზღვევა, სჯობს ალდაგის ვაკანსიებს გადახედო.

ამის შემდეგ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ დაზღვევაზეც, დასაქმებაზეც და დავრწმუნდი, რომ ზოგადად დაზღვევა ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო სფერო არ არის, უცხოეთში არ მივდივარ და საბედნიეროდ, არც ძვირადღირებულმკურნალობას ვსაჭიროებ, ამიტომ სახლში მისვლისას ისევ ვაკანსიების ვიჯეტი გავხსენი:
ამჟამად, ორ პოზიციაზე აქვთ ვაკანსია: სამედიცინო სატელეფონო ქსელის ოპერატორი და სადაზღვეო აგენტი. როგორც წესი, ალდაგის ვაკანსიებზე 18-25 წლამდე სტუდენტები საქმდებიან ხოლმე და 19 წლისას, 2010 წელს, ანუ სააგენტო ქსელის დაარსებიდან მქონია შანსი, ალდაგში მემუშავა.
კარგია, რომ თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ არც ბათუმსა და ქუთაისში “დავიჩაგრებოდი” ვაკანსიის ადგილმდებარეობის არახელსაყრელობის გამო და დიდი შანსი მექნებოდა, 690 დატრეინინგებულ აგენტს შორის ვყოფილიყავი. შესაძლოა, დაწინაურებისა და პრემიისთვისაც გამომეკრა ხელი. ესეც რომ არ ყოფილიყო, 400 ლარიც სრულიად დამაკმაყოფილებდა, მით უმეტეს, თუ ამ თანხის გაზრდა 800 ლარამდე ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული.
ისე, წარსულ დროში რატომ ვლაპარაკობ, მუშაობის დაწყების შანსი ყოველთვის მაქვს. ჰოდა დავფიქრდი.. გამოგიტყდებით და გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ ვაკანსიაში მითითებული იყო : სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. ძალიან არ მიყვარს, როცა ყველაზე უბადრუკი და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიაც კი ჩემგან სამუშაო გამოცდილებას და არაადამიანურ შესაძლებლობებს ითხოვს, აქ კი პირიქით.
ფიქრი შევწყვიტე და CV-გავაგზავნე.
კიდევ ერთი ფაქტი ელვის ამერიქან დაინერზე
Reblogged from სიყვარულოვნას ბლოგი:
როდესაც ელვის ამერიქან დაინერს შევამჩნიე რომ “ეს ის თამრო აღარ იყო” მოვუკელი იქ სიარულს. მაგრამ, მაინც მიჩნდება სურვილი შევიდე და გადავამოწმო, იქნება და რამე შეიცვალა, მაგრამ ამაოდ.
დღეს მეგობართან ერთად ბევრი ვიარე და დაღლილზე სად შეიძლებოდა დაგვესვენა და წავხემსებულიყავით ელვისი გამახსენდა (ძველი ჩვევაა). რადგანაც ზემოთხსენებული მეგობარი შარშან, ზუსტად ამ დღეს იქ გავიცანი, გადავწყვიტეთ გეზი ფილარმონიისკენ აგვეღო და ჩემი პირობა, რომ ელვის სათოფეზეც არ გავეკარები დავარღვიე.
როგორც ჩანს ელვისის ერთ-ერთ მიმტანს, კერძოდ ვინმე ალეკოს (დღეს გავიგე მისი სახელი) ანნას პოსტი უნახავს და მის სიუხეშეს და სითავხედეს საზღვარი არ ჰქონდა. მოგეხსენებათ როდესაც რამდენიმე საათი იქ ხარ საფერფლე ნელ-ნელა ივსება. ზემოთხსენებულ მიმტანს ვთხოვე გამოეცვალა და ზურგი შემაქცია და წავიდა. პირველად მაშინ გავოგნდი, თუმცა როდესაც დაბრუნდა მითხრა, ჯერ ფოტო გადაუღე და მერე გამოგიცვლიო. სწორედ მისი ამ ფრაზით მივხვდი, რომ იგი ანას პოსტში ნახსენებმა ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტომ და ხაზგასმამ, რომ მიმტანები და იქ მომსახურე პერსონალი თავის საქმეს ჯეროვნად ვერ აკსრულებს გაუღიზიანებია და საშინელი ტონით და გონორით გვესაუბრებოდა. მისი თხოვნა ფეხებზე ვერ დავიკიდე და ფოტოც გადავუღე.
როდესაც ჩვენც მაგიდას მოუახლოვდა, მოვახსენე ფოტო გადავუღე და ეხლა შეგიძლია გამომიცვალო-მეთქი. მაგრამ ჩემი მოთხოვნა უკუაგდო და თავხედურად გაბრუნდა თავის ადგილზე. ამასობაში ქვევიდან საჭმელი ამოგვიტანეს და ერთ-ერთმა გოგომ გამოცვალა, რაზეც როგორც მივხვდი საყვედური მიიღო ალეკოსგან.
ძვირფასო ალეკო, შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ “კლიენტ ვსეგდა პრავ”, მითუმეტეს ამ სიტუაში. შენი მოვალეობაა გაუღიმო და მოემსახურო იქ შემოსულ ხალხს, რომლებსაც წახემსება და დროის სასიამოვნოდ გაყვანა სურთ. ქუჩაში არ ხარ, არც ჩვენ ვართ შენი მეგობრები და კეთილი ინებე და შეასრულე ის რაც გევალება. ის რომ პიცის ნაჭერი ეგდო ძირს, (ფოტო) ის რომ თქვენი სითავხედით გაბრაზებულმა ერთ დროს მუდმივმა მომხმარებელმა პოსტი დაწერა, არ ნიშნავს რომ თავზე უნდა გადაიჯვათ. შენიშვნა სამართლიანი იყო, კეთილი ინებე მიიღე და შეეცადე გამოასწორო.
ის რომ ელვისში სიბინძურეა ანას მიერ ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტოთიც მტკიცდება, ის რომ მიმტანები თავხედები არიან ჩემი პოსტითაც დამტკიცდა, და ის რომ საჭმელი უვარგისია ეხლახანს გავიგე, როდესაც რამდენიმე დღის წინ ელვისის ჰოდ-დოგში ჭიანჭველა აღმოაჩინეს.
ძალიან მწყდება გული რომ ერთ დროს ჩემი საყვარელი ადგილი და სახლად წოდებული ელვის ამერიქან დაინერი უზრდელი და თავხედი მიმტანის გარემოცვაშია და რომ საჭმელში ჭიანჭველები დაძვრებიან. დღეიდან ზუსტად ვიცი რომ ელვისში ჩემი ფეხი აღარ იქნება!
როგორ გავხდი შოპოჰოლიკი
გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი რომ თბილისში ტანსაცმლის ყიდვა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ბევრი ტანსაცმლის. სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი ფული რომ რივერაილენდი და მისთანები დავლაშქრო და სასწრაფოდ ვიპოვნე გამოსავალი ონლაინშოპინგის სახით.
უამრავი საიტის გადაქექვის შემდეგ, რამდენიმე მათგანი ამოვიჩემე და ვიცი, ყოველთვის ამოვარჩევ სასურველ ტანსაცმელს, ტექნიკას თუ სამკაულს:
amazon.com-ზე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის (ჩემი აზრით) არც ისე კარგი არჩევანია, თუმცა იდეალურია ტექნიკის მოყვარულებისთვის. ჩემი mp3, რომელიც უკვე გზაშია, ამაზონზე გამოვიწერე სულ რაღაც 29 დოლარად.
urbanog.com ფეხსაცმელების სამოთხეა, ძალიან ლამაზი რამეებია და არც ისე ძვირი ღირს. მგონი ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. აი ჩემი, ასევე გზადმყოფი ფეხსაცმელები, თუ სწორად მახსოვს, 24 დოლარად:

forever21.com : კაბები, ჯინსები, მაისურები, ჯემპრები , შორტები შეგიძლიათ აქედან გამოიწეროთ. არასდროს მიცდია make.up აღჭურვილობა , თუმცა რესურსი არის
სამაგიეროდ ეს 4 ცალი მშვენიერი კაბა 76 დოლარი მიჯდება და წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ფული დამეხარჯებოდა ამათთვის აქ!
მოკლედ, ამ სამი საიტის თვალიერებით და სამომავლო გეგმების დაწყობით ძალიან ვხალისობ ხოლმე.
ისე, ჩემი უუსაყვარლესი საიტი victoriassecret.com არის, თუმცა იქ შეხედვაც არ მინდა, ნერვები მეშლება და მილიონში ერთხელ, როცა არაფრის ყიდვა აღარ მინდა, მაშინ ვათვალიერებ ხოლმე
ახლა, რაც შეეხება გამოწერის ტექნოლოგიებს, ამაზე დაწერას აზრი არ ქონდა, აგერ ბატონო მთელი არქივი ქეთუსის ბლოგიდან და ისიამოვნეთ, ლამაზი და იშვიათი ტანსაცმლით, დაზოგეთ ფული..
ჰო, ჩემზე მოუთმენელი არსება არამგონია დადიოდეს დედამიწაზე, მაგრამ ამანათების ლოდინს თავის მუღამი აქვს. მუცელში პეპლები დაფრინავენ ხოლმე, რომ მახსენდება რომ დღე-დღეზე ჩემი ნივთები ჩამოვლენ ^^
პერსონალური კოლექცია
ალბათ ყველა ადამიანში დევს მეტნაკლებად კოლექციონერობის ჟინი. ჩვენ ვაგროვებთ მონეტებს, ხელსახოცებს , წიგნებს და კიდევ უამრავ წვრილმანს, რომელთა თვალის შევლება გვეამაყება, გვეღიმება და მოთმინებით ვაგრძელებთ კოლექციის გამდიდრებას.
ბოლო დროს, მგონი, საკუთარი გამოსახულებიანი ნივთების შეგროვების სურვილმა ამიტანა.
ამ ფოტოზეც ჩემი კარიკატურით დამშვენებული მაისური მაცვია და ამაყი ვარ. რამდენიმე კვირის წინ სამსუნგ გალაქსი ნოუთის პრეზენტაციაზე რომ დავინახე, როგორ ხატავდა ვიღაცას გალაქსიანი ყმაწვილი, სასწრაფოდ “ჩავეწერე” რიგში.
ესეც შედეგი, რაც თუ რომელიც დიდად არ მგავს, მაგრამ რაც მთავარია ჩემი სახელი აწერია და იდეაში მე გახლავართ.
რამდენიმე წუთის მერე დავინახე რომ თურმე შესაძლებელი იყო ნახატის ჭიქაზე და ქუდზე გადატანა, თუმცა ჩემი მხრიდან მეტისმეტი უსინდისობა იქნებოდა მეორედ მეთხოვა დახატვა, ან იმავე ნახატით რომელიმე მათგანი მომეთხოვა, ამიტომ მაისურს დავჯერდი.
რამდენიმე დღის წინ ჩემს ნიუსფიდში ამომხტარმა გალაქსი ნოუთის ფეიჯის პოსტმა მამცნო, რომ ასეთი აქციები სხვადასხვა ადგილებზე იმართება. წინა შაბათ-კვირას, მაგალითად კინორუსთაველში იყო, სადაც წასვლის შანსს ბუნებრივია გამოვიყენებდი ; უბრალოდ უნდა გადამეწყვიტა, ჭიქა მინდოდა თუ ქუდი? წავიყვანე, ჩემი რამდენიმე მეგობარი და წავედი.

ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა და რიგში მოგვიწია ჩაწერამ, თუმცა ამჯერად სამი მხატვარი გახლდათ და საქმეს საკმაოდ სწრაფ-სწრაფად ართმევდნენ თავს. მოკლედ, როგორც იქნა სკამზე შემოვსკუპდი და ესეც ჭიქა:
აქ სულ სხვანაირი ვარ და ასეთი “მე” უფრო მომწონს. მგავს მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრად უკეთესი შესრულებაა.
მერე ქეთო, ნათია და კნუტი დაიხატნენ, თუმცა ჩემგან განსხვავებით , მაისურებზე: მშვენიერია, ახლა ისღა დარჩენიათ, მომავალ აქციებზე ჭიქებზე იფიქრონ
სხვათაშორის, როცა ეს ფოტოები ფეისბუქზე დავდე, ბევრმა იკითხა, რა ღირს ჭიქა/მაისური/ქუდის დამზადება , ჰოდა ბარემ გამახსენდა და იმასაც გეტყვით, რომ სრულიად უფასოა, ჰოდა რაღას უცდით, მე ნუ მეკითხებით, წადით შაბათს, ქარვასლაში:D
ქარვასლაში მეც წავალ, ქუდით დავასრულებ ჩემს კოლექციას.
ვერ მოვითმინე ეს ფოტო რომ არ დამედო, სადაც ისევ ჯიუტად ვცდილობ რაღაცების მოხაზვას.
აქ უკვე მხატვარი ცდილობს ჩემს დახატვას
ვიდრე ჭიქის დამზადებას ველოდებოდი, როგორღაც მოვახერხე გადამეღო რამდენიმეწუთიანი კადრი , თუ რა მსუბუქად და ლამაზად ხატავენ. მაპატიეთ, რომ კადრი მოძრაობს, წარმოიდგინეთ, ყოველ წამში ვიღაც მეჯახებოდა და ამისგადაღებაც ძლივს მოვახერხე.
თქვენი სახლი რომ იწვოდეს თან რას წაიღებდით
წეღან e-store.ge ზე ვნახე პოსტი, სათაურით, თქვენი სახლი რომ იწვოდეს, თან რას წაიღებდით? საერთოდ, მსგავს უბედურებებზე და სახლიდან გასწრებებზე ხშირად არ ვფიქრობ, მაგრამ დღეს აგერ უკვე მეორედ იყო მიწისძვრა და მომიწია დავფიქრებულიყავი, თუნდაც მიწისძვრის, ან თუნდაც ხანძრის შემთხვევაში, რას დავავლებ პირველ რიგში ხელს.
ისე, ახლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში, როცა ძალიან ძლიერად შეირყა ჩვენი სახლი, საერთოდ არ გამხსენებია არავითარი ნივთი, იანვარში ყინვაში პიჟამოთი გამოვვარდი გარეთ და მერე გამახსენდა რა უნდა გამომეყოლებინა თან: ბებიაჩემი, რომელიც არც ისე სწრაფად მოძრაობდა და დიდი შანსი იყო, სახლში ჩარჩენილიყო. ვიდექი და უმწეობისგან ვღრიალებდი, რადგან დედაჩემი სახლში აღარ მიშვებდა.
ეს ამბავი კარგად დამთავრდა , ისევე როგორც დღევანდელი ბიძგები, ჰოდა მოდი ისევ ხანძარს მივუბრუნდები, ვინაიდან არ გამომიცდია, თუ რას ნიშნავს ცეცხლმოკიდებულ სახლში ყოფნა, უფრო თამამად ვილაპარაკებ:
- ფული – პირველ რიგში ალბათ ფულს ავიღებდი.
- სტივენი!
- შემდეგ- ჩემს ლეპტოპს, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და არამგონია განსაცდელში მიმეტოვებინა. წამოღების ფაქტორი მარტო ულეპტოპოდ დარჩენის შიში არ იქნებოდა. საერთოდ, ჩემი ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგად ვუვლი და ვუფრთხილდები ხოლმე. ჰო, ფოტოაპარატსაც..
- ჩემი ტანსაცმელი- განსაკუთრებით ჩემი ხელით გაკეთებული რაღაცები, ქუდები ჯემპრები და ა.შ დამენანებოდა და ვეცდებოდი გადამერჩინა.
- სხვათაშორის, როცა გადასარჩენი ნივთების სიაზე ვფიქრობდი, ოთახში რომ მიმოვიხედე, ჩემი ფოტოალბომი დავინახე და გული ჩამწყდა. აუცილებლად წავიღებდი მასაც თან.
- სამკაულებზეც შეიძლება მეფიქრა, თუ რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრის დრო მექნებოდა .
რაც შეეხება დანარჩენს, ამ ეტაპზე დიდად ფასეული სახლში არაფერი მეგულება, რის გამოც გული დამწყდებოდა. მით უმეტეს, ჩემი სახლი არცაა და ავეჯზე და მისთანებზე დიდად არ ვფიქრობ.
როგორც ზემოთხსენებულ საიტზე ეწერა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტია, ადამიანების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.
ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგი ჩემი სიის მიხედვით რას დაასკვნიდა.
რამდენიმე მიზეზი ბედნიერებისთვის
ისე მოხდა, რომ ზედიზედ რამდენიმე გაზაფხული საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის და შესაბამისად, როცა ზამთარი დასრულდა, მოვემზადე კიდევ რაღაც უბედურებებისთვის , რასაც იდეაში ეს გაზაფხულიც უნდა ჩაემწარებინა.
არადა , წელს ყველაფერი პირიქით მოხდა: მგონი ეს ყველაზე კარგი 3 თვე იქნება ამ წელიწადში, გარემო და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით.
პირველ რიგში, ასე მშვიდად და ბედნიერად ყვავას გამო გახლავართ და აგერ უკვე ჩვენი ერთად თანაცხოვრების მე-9 თვე გახდება მალე:
თუმცა, არის კიდევ პატარ-პატარა მიზეზები, რომლებიც ძალიან მახარებს:
პირველ რიგში უნივერსიტეტი: პროგრესი შეინიშნება, შედარებით აღარ მეჯავრება თსუ და შესაბამისად, აღარც ლექციებს ვაცდენ. კიდევ ერთი წარმატება, რაც თსუს უკავშირდება, არის ის, რომ მე , ნათიამ და კნუტმა გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი მისია2012-ის თვის. ვინც არ იცის, ეს არის სტუდენტური კონკურსი, სადაც გამარჯვებული გუნდი ფულად თანხას მიიღებს და ამისთვის უნდა გააილახოს 2 ეტაპი: პირველ ეტაპზე თსუს 95 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების პიარკამპანიის პროექტი უნდა დაგვეწერა.მოკლედ, ჩვენ ეს შევძელით და მოვხვდით კიდეც 6 საუკეთესო გუნდს შორის. ახლა მეორე ეტაპია და ჩაი გურიელის პიარი გველოდება წინ. ვნახოთ..
ასევე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ , რაც დიეტა შევწყვიტე, რაც კარგა ხნის წინ მოხდა, ვარჯიშსაც მოვუკელი, ჩემი წონა დიდი დიდი +- 1 კილოგრამის სხვაობით მერყეობს ^^
ჰო, ავიყვანეთ კნუტი, რომელიც პატრონს საჭიროებდა <3 ძალიან დიდი ხანია მინდოდა მყოლოდა კატა, მაგრამ ძლივს გავბედე მოყვანა. გამომდინარე იქიდან რომ შინაური ცხოველები არც ისე იოლი მოსავლელები არიან, რიგ შემთხვევებში, მთელი შეგნებული ცხოვრება თავს ვიკავებდი იმისგან რომ მყოლოდა პერსონალური ცხოველი და მიმეხედა მისთვის. ახლაც, რომ არა ნატოშა კიდევ არ მეყოლებოდა კნუტი. სტივენი დავარქვით და ვცხოვრობთ მშვიდობიანად. სხვათაშორის, არც ისე რთული მოსავლელი ჩანს, ჭკვიანი და წყნარი კნუტია, ან ისე მკვდარივით მძინავს ღამით, არ მესმის მისი კნავილი
ასეა თუ ისე, ძალიან ბედნერი ვარ სახლში ახალი სულიერის გაჩენით. აი ისიც:
ჰო კიდევ. მთელი ცხოვრებაა გრძელ ან მოგრძო თმას ვატარებ, ჰოდა გადავწყვიტე გამერისკა. შავად შემეღება და დამემოკლებინა. ერთიც და მეორეც, საკუთარი მარჯვე ხელების დახმარებით მოვახერხე და დავრწმუნდი, რომ თუ იურისპრუდენციაში არაფერი გამომივა, საკუთარ სილამაზის სალონს გავხსნი
მგონი ურიგოდ არ გამოვიყურები :
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნო- მეგობრები. ისეთი მეგობრები, რომლებთანაც შეგიძლია 1 კვირა დამუნჯებულმა გაატარო და თავი უხერხულად არ იგრძნო :დ ეს ჩემებური ტესტია მეგობრობის: ჩემი ნამდვილი მეგობარი ისაა, ვის გვერდითაც არ ვფიქრობ რა ვთქვა, ამინდზე ვილაპარაკო თუ უნივერსიტეტზე, უბრალოდ შემიძლია ჩუმადაც ვიყო
ეს თებერვალში გადაღებული ფოტოა, ჩემს დაბადების დღეზე.
მგონი საკმარისი მიზეზებია იმისთვის რომ ყველაზე კარგ გაზაფხულად ვაღიარო ეს დრო. დანარჩენი რაღაცები არ გამახსენდა და ზოგიერთი რამ შემდეგისთვისაც უნდა შემოვინახო ^^
ესეც ჩემი პატაკი მკითხველს, იმის შესახებ , თუ რასა ვიქმ და როგორ ვარ ამ ბოლო დროს

































